/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მცენარეთა მოვლა

ვარდი

ვარდი
ვარდისებრთა ოჯახის ეს ულამაზესი წარმომადგენელი დამსახურებულად ითვლება ყვავილების დედოფლად. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვერც ერთი ყვავილოვანი

კულტურა ვერ დაიკვეხნის ფორმის, ზომისა თუ შეფერილობის ისეთი მრავალფეროვნებით, როგორიც ვარდს აქვს. განუმეორებელი არომატისა და ლამაზი ყვავილის გამო ის კლასიკურ სათაიგულე კულტურად იქცა.

ცნობილია ვარდის 400-მდე სახეობა და 25 ათასამდე ჯიში. მრავალი მათგანი მრავალსაუკუნოვანი გადარჩევისა და რთული შეჯვარებების შედეგად არის მიღებული. ვარდი სინათლისა და ტენის მოყვარული და საკმაოდ მომთხოვნია, განსაკუთრებით - ზაფხულში, ხოლო მოსვენების პერიოდში, რომელიც ოქტომბრიდან დეკემბრის ბოლომდე გრძელდება, ის მეტისმეტად მგრძნობიარეა ნიადაგის ზედმეტი ტენიანობისადმი. ასე რომ, ვარდი ამ თვალსაზრისით მართლაც დედოფალივით ჭირვეულია.

  • სინათლე და სითბო

ვარდისთვის უფრო სასარგებლო დილისა და დღის პირველი ნახევრის მზეა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ხეებისა და შენობების ჩრდილში ის თითქოს უფრო მაღალი იზრდება, მაგრამ ამავე დროს ნაკლებად ფოთლოვანია და ნაკლებ ინტენსიურადაც ყვავილობს. ასეთი მცენარე ზამთარში შეიძლება დაიღუპოს. თუმცა სამხრეთის ქვეყნებში შუადღის მწველი მზეც შეიძლება მისი დაღუპვის მიზეზად იქცეს. ზოგიერთი ჯიშის, მაგალითად, წითელი ვარდის ყვავილები მისი ზემოქმედებით ადვილად იცვლიან შესახედაობას, ჭუჭყის ფერს იღებენ, იწვებიან.

ვინაიდან ვარდი მაინც სითბო მცენარეა, უმჯობესია, მისთვის შევარჩიოთ სათანადო ადგილი, რომელიც კარგად თბება და დაცულია ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარისაგან.

ამავე დროს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნიადაგის დრენირება. ვარდის ბუჩქი ნორმალურად რომ განვითარდეს, აუცილებელია, დროულად მოიჭრას ფესვთან გაჩენილი ახალი წანაზარდები. ისინი საკმაოდ სწრაფად იზრდებიან და თრგუნავენ მცენარეს.

  • როგორ გამოვაზამთროთ დედოფალი

ცივი, ყინვიანი ზამთრის პირობებში აუცილებელია, ვარდის ყველა ბუჩქს საფარი შევუქმნათ. ეს არ არის რთული - შეიძლება უბრალოდ 20-25 სანტიმეტრი სიმაღლის მიწის გორაკი გავაკეთოთ.უფრო მეტი სიმაღლე არათუ სასარგებლო არ არის, მავნებელიცაა - ის გაართულებს ჰაერის გადაადგილებას ვარდისაკენ.

ასევე დაგაინტერესებთ
რატომ უნდა იყოს გერანი ყველა სახლში - მცენარის სამკურნალო თვისებები
ვარდის გასაოცარი სამკურნალო თვისებები

მიწა, რომელსაც ვარდის საფარისათვის გამოვიყენებთ, ბუჩქიდან მოშორებით უნდა ავიღოთ. ამ რეკომენდაციასაც გარკვეული საფუძველი აქვს: თუ მიწას იქვე ამოვთხრით, ვარდის ფესვთა ზედა იარუსი გაშიშვლდება, რაც ზამთარში შეიძლება გაყინვისა და ზრდის შეფერხების მიზეზი გახდეს. გარდა ამისა, თუ მიწას იქვე ამოვთხრით, წარმოქმნილ ორმოებში წყალი დაგროვდება, რომელიც შემდეგ შეიძლება გაიყინოს ან გაზაფხულზე ნიადაგის ზედმეტი დატენიანების მიზეზად იქცეს.

ბაღის ვარდი, მით უფრო - საქართველოში, იღუპება არა იმდენად ყინვის გამო, რამდენადაც ზედმეტი ტენის ზემოქმედებით, ამიტომ დათბობისთანავე, როცა გარემოს ტემპერატურა -50C-ზე მეტი გახდება და მისი დაქვეითების საშიშროება გაივლის, ყვავილი მიწის საფარისაგან უნდა განთავისუფლდეს. ეს კი უმჯობესია ღრუბლიან ამინდში გავაკეთოთ, რათა სამალავიდან გამოსული ვარდი უეცრად მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედების ქვეშ არ აღმოჩნდეს.

  • როგორ შევქმნათ ლამაზი ბუჩქი

ყველაფერი ნერგიდან იწყება. ის ისე უნდა ჩავრგოთ, რომ ფესვის გამოსვლის ადგილი ნიადაგიდან 2-3 სანტიმეტრით დაბლა იყოს. ეს იცავს ბუჩქს გამოშრობისაგან მშრალ ამინდში და უზრუნველყოფს, რომ მან უკეთ იხაროს. თავად ბუჩქს ისე კრეჭენ, რომ თითოეულ ტოტზე 3-5 ყლორტი დარჩეს.

დარგვის შემდეგ ბუჩქს ორჯერადად რწყავენ, თითო ჯერზე 2 სათლი წყლით. ჩვენი ქვეყნის მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, არ არის რეკომენდებული ერთ კვადრატულ მეტრზე 4-5-ზე მეტი ბუჩქის დარგვა. უფრო მჭიდროდ განთავსებისას ისინი ერთმანეთს თრგუნავენ და ბუჩქების ნაწლი მაინც დაიღუპება.

დარგვიდან პირველი წლის განმავლობაში ყვავილების მოჭრა არ არის მიზანშეწონილი, კოკრებს ხელით აცილებენ. შედეგად ყალიბდება ძლიერი ბუჩქი, რომლის სიცოცხლის მეორე წლიდან შეიძლება ვარდის დაკრეფა. ყვავილიანი ტოტი იმ სიმაღლეზე უნდა მოიჭრას, რომ 2-3 ყლორტი მაინც შენარჩუნდეს.

ბუჩქის სიძლიერეზე შემდგომ წლებშიც უნდა ვიზრუნოთ. ყვავილიანი ტოტების მასიური მოჭრა მცენარეს აუცილებლად დაასუსტებს. დროთა განმავლობაში შესაძლოა დაიწყოს ფესვების კვდომა, რაც ნაწილობრივ ფესვებთან მცენარეების ზრდის შედეგია. ეს რომ არ მოხდეს, რა უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, რეკომენდებულია კვირტების 1/4-ის განადგურება. ხანგრძლივი სიცოცხლისათვის აუცილებელია ყველა მკვდარი და დაზიანებული ღეროს, სუსტი და წვრილი ყლორტების მოჭრა ფესვის ან ჯანმრთელი ღეროს დონემდე. ღეროს ჭრიან მაშინაც, თუ ის მეორე ღეროსთან არის გადაჯვარედინებული. დაუშვებელია, ერთი ღერო მეორეს ეხახუნებოდეს ან ერთ-ერთი მეორეს საყრდენის ფუნქციას ასრულებდეს. ასეთი მოვლისას ვარდის ბუჩქები უკეთ იზამთრებენ, კარგად ყვავილობენ და 12-15 წლის განმავლობაში გვახარებენ ლამაზი ყვავილებით.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ვარდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები