რა სახის მედიკამენტები გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადების სამკურნალოდ
ნებისმიერი სხვა სამედიცინო მდგომარეობის მიხედვით, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მკურნალობაზე. ზოგიერთ შემთხვევაში, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ადეკვატური მკურნალობისთვის საჭიროა ერთზე მეტი წამალი.
ცხოვრების წესის ცვლილებები, ჩვეულებრივ, გამოიყენება მედიკამენტებთან ერთად გულის დაავადების რისკის შესაცვლელად. ეს ცვლილებები შეიძლება მოიცავდეს უცხიმო, უმარილო დიეტის დაცვას, სულ მცირე, 30 წუთი ვარჯიშს კვირის უმეტეს დღეებში, წონის კონტროლს, მოწევას და თამბაქოს მოხმარების შეწყვეტას, სტრესის მართვას და მცირე ან ზომიერი რაოდენობით ალკოჰოლის დალევას.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს შეუძლია შეამციროს გულის შეტევისა და ინსულტის რისკი ან გააკონტროლოს მიმდინარე მდგომარეობის სიმპტომები.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის გამოყენებული მედიკამენტების ჩამონათვალი მოიცავს:
- სტატინებს (HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორები);
- ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებსა (ACE) და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებს (ARBs);
- კალციუმის არხის ბლოკატორებს (CCB);
- ბეტა ბლოკატორებს;
- ნიტრატებს;
- ანტიაგრეგანტებს;
- ანტიკოაგულანტებს.
სტატინები
ქოლესტერინის შემამცირებელი პრეპარატები. ანთებამ შეიძლება გამოიწვიოს ქოლესტერინის დაგროვება არტერიების კედლებზე. ეს ართულებს სისხლის მიმოქცევას და ზრდის ინფარქტის ან ინსულტის რისკს.
სტატინები ამცირებს ქოლესტერინის სინთეზს ღვიძლში. სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე ათეროსკლეროზის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
- სტატინები არის წამლების დიდი კლასი, რომლებიც გამოიყენება დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ხშირად უწოდებენ „ცუდ“ ქოლესტერინს) დონის შესამცირებლად. გავრცელებული მაგალითებია: ატორვასტატინი, სიმვასტატინი, პრავასტატინი და როზუვასტატინი.
- ეს მედიკამენტები ხელს უწყობს არტერიებში ათეროსკლეროზული ფოლაქების დაგროვების შემცირებას, ამცირებს გულის შეტევის ან ინსულტის რისკს. ადამიანების უმეტესობამ, ვისაც ჰქონდა გულის შეტევა ან ინსულტი, გულის შუნტირება, სტენტირება ან დიაბეტი, უნდა მიიღოს სტატინი.
ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (ACE) ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები (ARBs)
ACE და ARB არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო წამლების ორი კლასი, რომლებიც ხშირად ინიშნება მაღალი წნევის დროს. მათ შეუძლიათ ხელი შეუწყონ გულის შეტევის, ინსულტის ან თირკმელების დაავადების თავიდან აცილებას.
- ისინი მუშაობენ სისხლძარღვების მოდუნების გზით (აძლევენ მათ გაფართოების საშუალებას). ისინი ბლოკავენ ფერმენტებს ან რეცეპტორებს, რომლებსაც შეუძლიათ სისხლძარღვების შეკუმშვისა და მაღალი წნევის გამოწვევა.
- ისინი გამოიყენება მაღალი წნევის მქონე პაციენტებთან, რომელთაც ცოტა ხნის წინ გადაიტანეს ინფარქტი, გულის შეგუბებითი უკმარისობით ან თირკმლის დაავადების პროგრესირების შესანელებლად.
- ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკატორები (ARBs) – ეს აგენტები ხელს უშლიან ანგიოტენზინ II-ის ზემოქმედებას გულსა და სისხლძარღვებზე იმ რეცეპტორების ბლოკირებით, რომლებსაც ის ჩვეულებრივ უკავშირდება. ეს აგენტები სასარგებლოა მაღალი წნევის, გულის უკმარისობისა და გულის შეტევის სამკურნალოდ. ამ კლასის წამლების მაგალითებია კანდესარტანი, ირბესარტანი, ლოზარტანი, ტელმისარტანი და ვალსარტანი.
- ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები (ARBs). გულის უკმარისობის დიაგნოზისას, ARB-ები აფართოებენ სისხლძარღვებს, რათა ხელი შეუწყონ სისხლის უფრო ადვილად გადინებას სხეულში. ისინი ასევე ხელს უწყობენ ჭარბი მარილისა და სითხის შემცირებას.
კალციუმის არხის ბლოკატორები (CCB)
- კალციუმის არხის ბლოკატორები (CCB) ადუნებს არტერიებს, ანელებს კალციუმის ნაკადს გულსა და გლუვ კუნთოვან უჯრედებში. გავრცელებული მაგალითებია – ამლოდიპინი და დილთიაზემი.
- მათი გამოყენება მიზნად ისახავს არტერიული წნევის შემცირებას სისხლძარღვების გაფართოებით და აუმჯობესებს ჟანგბადის მიწოდებას გულში.
- კალციუმის არხის ბლოკატორები გამოიყენება მაღალი წნევის, სტენოკარდიის, არითმიისა და სისხლის მიმოქცევის დარღვევების სამკურნალოდ.
- კალციუმის არხის ბლოკატორები ადუნებს სისხლძარღვებს და ზრდის სისხლისა და ჟანგბადის ნაკადს გულში. ეს ამსუბუქებს მის დატვირთვას. კალციუმის არხის ბლოკატორები ხშირად გამოიყენება, მაშინ როდესაც არტერიული წნევის სხვა მედიკამენტები არ მოქმედებს.
ბეტა ბლოკატორები
- ბეტა ბლოკატორები მედიკამენტების კიდევ ერთი დიდი კლასია, რომლებიც ინიშნება ცის, გულის შეგუბებითი უკმარისობის სამკურნალოდ, გულის ანომალური რითმის გასაკონტროლებლად და მაღალი წნევის შესამცირებლად.
- გავრცელებული მაგალითებია: პროპრანოლოლი, ატენოლოლი, ბისოპროლოლი, მეტოპროლოლი, სოტალოლი და ნებივოლოლი.
- ბეტა-ბლოკატორები მოქმედებს ჰორმონ ადრენალინის მოქმედების ბლოკირებით. ისინი აქვეითებენ გულისცემის სიხშირეს და ამცირებენ არტერიულ წნევას. ისინი ხელს უწყობენ სისხლის ნაკადის გაუმჯობესებას ვენებსა და არტერიებში.
ნიტრატები
ნიტრატები აფართოებს სისხლძარღვებს და იწვევს არტერიული წნევის დაცემას. ისინი სასარგებლოა ჰიპერტენზიის, გულის უკმარისობის, სტენოკარდიისა და ინფარქტის სამკურნალოდ.
- გავრცელებული მაგალითებია იზოსორბიდის დინიტრატი, იზოსორბიდის მონონიტრატი ან ნიტროგლიცერინი (Nitrostat, Nitrolingval).
- ანტიაგრეგანტები
- ანტიაგრეგანტები, როგორიცაა ასპირინი და კლოპიდოგრელი (პლავიქსი), ხელს უწყობს სისხლის შედედების თავიდან აცილებას მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტებს შორის. ამცირებს გულის შეტევის ან ინსულტის რისკს. შეიძლება გამოიყენონ გადატანილი ინფარქტის ან ინსულტის შემდეგ, ან პერიფერიული არტერიების დაავადებისას (PAD).
ანტიკოაგულანტები ან სისხლის გამათხელებლები
ეს მედიკამენტები ხელს უშლის სისხლის შედედებას ან სისხლში კოლტების წარმოქმნას. ანტიკოაგულანტების საინიექციო ფორმებს მიეკუთვნება დალტეპარინი, ენოქსაპარინი, ტინზაპარინი და ჰეპარინი. ვარფარინი არის ფართოდ გამოყენებული სისხლის გამათხელებელი საშუალება, რომლის მიღებაც შესაძლებელია ტაბლეტების სახით. ეს პრეპარატები არ შლიან არსებულ თრომბებს, მაგრამ არის პრევენციული მკურნალობა იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც გადატანილი აქვთ გულის შეტევა.
ვარფარინი აფერხებს K ვიტამინზე დამოკიდებული კოაგულაციის ფაქტორების სინთეზს. აპიქსაბანი (Eლიქუის) და რივაროქსაბანი (Xarelto), აინჰიბირებენ Xa ფაქტორს. ორივე მათგანმა შეიძლება გაზარდოს საშიში სისხლდენის რისკი.
- ვარფარინი გამოიყენება გულის სარქვლის დაავადების მქონე ადამიანებს შორის სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად. ეს უფრო რთული რეჟიმია, რადგან ის მოითხოვს სისხლის რეგულარულ ლაბორატორიულ ანალიზს, ხშირ მონიტორინგს.
- უფრო ახალი პერორალური ანტიკოაგულანტები, როგორიცაა აპიქსაბანი (Eliquis) და რივაროქსაბანი (Xarelto), ჩვეულებრივ, არის პირველი რიგის არჩევის მედიკამენტები არასარქვლოვანი მოციმციმე არითმიის მქონე პაციენტებისთვის, თრომბის სამკურნალოდ ან სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად გარკვეული სახის ოპერაციის შემდეგ, როგორიცაა ბარძაყის ან მუხლის სახსრის იმპლანტაცია. Xarelto ასევე გამოიყენება ასპირინთან ერთად ინსულტის, გულის შეტევის ან გულის სხვა სერიოზული პრობლემების რისკის შესამცირებლად კორონარული არტერიებისა და პერიფერიული არტერიების დაავადების (PAD) მქონეთა შორის.
თრომბოლიზური აგენტები – ეს აგენტები გამოიყენება სისხლის კოლტების დასაშლელად, რომელთა მაგალითებია სტრეპტოკინაზა, რეტეპლაზა და ალტეპაზა.
საგულე გლიკოზიდები
მიუხედავად იმისა, რომ ეს პრეპარატები არ ინიშნება ისე ხშირად, როგორც ადრე, ისინი მკურნალობენ გულის უკმარისობას და გულის რიტმის დარღვევის ზოგიერთ სახეობას. მათ შეუძლიათ გაზარდონ სისხლის რაოდენობა, რომელსაც გული გადატუმბავს. მათ შეუძლიათ შეანელონ გულისცემაც.
დიურეტიკები – შარდმდენი საშუალებები
თირკმელებს ეხმარებიან ქსოვილებიდან და სისხლის მიმოქცევიდან ზედმეტი წყლისა და მარილის გამოდევნაში. ეს აადვილებს გულის მუშაობას. შარდმდენებით მკურნალობენ არტერიულ წნევას და ხსნიან გარკვეული დაავადებებით გამოწვეულ შეშუპებას, როგორიცაა გულის უკმარისობა. ისინი აადვილებენ სუნთქვასაც.
დიურეტიკები აძლიერებენ წყლისა და ნატრიუმის გამოყოფას შარდში, რითაც მცირდება სისხლის საერთო მოცულობა. ეს ამცირებს არტერიულ წნევას და გულზე დატვირთვას. ამ კლასის წამლების მაგალითებია ქლოროთიაზიდი, ამილორიდი, ფუროსემიდი, ბუმეტანიდი, ინდაპამიდი და სპირონოლაქტონი.