ბაქტერიული ანთების დროს, პრედნიზოლონის მიღება და ანტიბაქტერიული პრეპარატებით მკურნალობის დაგვიანება შესაძლოა საბედისწეროც კი აღმოჩნდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბაქტერიული ანთების დროს, პრედნიზოლონის მიღება და ანტიბაქტერიული პრეპარატებით მკურნალობის დაგვიანება შესაძლოა საბედისწეროც კი აღმოჩნდეს

- თანამედროვე მედიცინა ჰორმონული პრეპარატების გარეშე მართლაც წარმოუდგენელია. ნამდვილად გაგვიჭირდება დავასახელოთ სფერო, ჰორმონულ პრეპარატებს მკურნალობის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა რომ არ ენიჭებოდეთ.

ალერგოლოგია, რევმატოლოგია, ენდოკრინოლოგია, ჰემატოლოგია, ნეფროლოგია, ონკოლოგია, გინეკოლოგია, ანდროლოგია - მედიცინის ფაქტობრივად ყველა დარგი აქტიურად იყენებს ჰორმონულ საშუალებებს.

სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ პაციენტები დიდ ინტერესს იჩენენ ჰორმონული პრეპარატების მიმართ.

- თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრედნიზოლონი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე უკეთ ნაცნობი ჰორმონული პრეპარატია. როგორია მისი მოქმედება, რა შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს ეს პრეპარატი?

- პრედნიზოლონს, სხვა გლუკოკორტიკოსტეროიდების (თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი ნივთიერების ჰორმონების) მსგავსად, ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული მოქმედება ახასიათებს. ის თრგუნავს ორგანიზმის იმუნურ რეაქციას, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რიგი დაავადების დროს.

ასეთი ეფექტის გამო პრედნიზოლონს იყენებენ ალერგიის, ბრონქული ასთმის, რევმატული დაავადებების, გლომერულონეფრიტის, კანის ზოგიერთი სნეულების, ჰეპატიტის ზოგიერთი ფორმის, სისხლის, ენდოკრინული სისტემის ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ.

გარდა ამისა, პრედნიზოლონით მკურნალობენ შოკს: ამ პრეპარატის მიღებისას უმჯობესდება პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, მცირდება პათოლოგიური პროცესის აქტივობა.

- დაგვეთანხმებით, რომ პაციენტთა ნაწილს პრედნიზოლონის მიღებისა ეშინია, თუმცა არის საპირისპირო შემთხვევებიც - ზოგიერთი ცდილობს, გახანგრძლივებული ტემპერატურა, სახსრების ტკივილი თუ ასთმის შეტევა პრედნიზოლონის მეშვეობით "დაამარცხოს".

- სამედიცინო თვალსაზრისით ორივე პოზიცია მიუღებელია. ყოველი ექიმი ჰორმონული პრეპარატების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას პაციენტის ობიექტური მონაცემების გათვალისწინებით იღებს. რიგი დაავადების დროს მდგომარეობის გაუმჯობესება პრედნიზოლონისა თუ სხვა ანალოგიური მედიკამენტის გარეშე წარმოუდგენელია.

ამის მაგალითებია ბრონქული ასთმის გახანგრძლივებული შეტევა, ქრონიკული ბრონქიტი მძიმე ობსტრუქციით, პროგრესირებადი სარკოიდოზი, პროგრესირებადი გლომერულონეფრიტი, სისტემური წითელი მგლურა და სხვა რევმატიული დაავადებები. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პაციენტს უფლება აქვს, პრედნიზოლონი თვითნებურად მიიღოს.

ცხელება, სახსრების ტკივილი თუ სულხუთვის შეტევა შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. ზოგჯერ პრედნიზოლონი მართლაც საგრძნობლად აუმჯობესებს მდგომარეობას, რაც, რა უცნაურიც უნდა მოგეჩვენოთ, უარესია, ვინაიდან ძირითადი დაავადება ინიღბება, ეს კი მის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას აგვიანებს. როდესაც ადამიანს ბაქტერიით გამოწვეული ანთება აქვს, პრედნიზოლონის მიღება და ანტიბაქტერიული პრეპარატებით მკურნალობის დაგვიანება შესაძლოა საბედისწეროც კი აღმოჩნდეს.

წაიკითხეთ სრულად