როგორ ამოვიცნოთ გაფუჭებული სურსათი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020

როგორ ამოვიცნოთ გაფუჭებული სურსათი

როგორ ამოვიცნოთ გაფუჭებული სურსათი
სიცხეში, როდესაც ავადმყოფობის გამომწვევი ბაქტერიები აქტიურ გამრავლებას იწყებს, მოწამვლის შემთხვევები ხშირდება. ამის თავიდან ასაცილებლად განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შევარჩიოთ სურსათი და ზედმიწევნით დავიცვათ მისი შენახვის წესები.

როგორ ამოვიცნოთ გაფუჭებული სურსათი?

ფერით: კვერცხი იმღვრევა, ხორცი იღებს არასასიამოვნო მო­მწვანო ელფერს, ბოსტნეული იწყებს გამუქებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ლპობის პროცესი დაიწყო.

სუნით: ყველა პროდუქტი, განსაკუთრებით - ხორცი და კვერცხი, გაფუჭებისას იღებს სპეციფიკურ სუნს.

თუ საკვებმა ფერი და სუნი არ იცვალა, მაგრამ არ მოგეწონათ მისი გემო, ნუ შეჭამთ - ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმმა სიგნალი
მოგცათ საფრთხის თაობაზე.
ყურადღება მიაქციეთ პროდუქტის სტრუქტურასა და კონსისტენციას. ნებისმიერი ცვლილება იძლევა ეჭვის საფუძველს. გაფუჭების ნიშანია, როდესაც ხორცი ფაშრდება, კვერცხი ლაყლაყებს, ხოლო ბოსტნეული დარბილებულია.

რჩევები

  • ხორცი დიდხანს რომ არ გაფუჭდეს, ჯობს, საკვებ პერგამენტში გავახვიოთ. ეს ეკოლოგიურად სუფთა მასალაა, რომელიც იცავს გამოშრობისაგან, იწოვს ზედმეტ ცხიმსა და ნესტს.
  • ხორცის დიდი ნაჭრები უფრო მეტხანს ინახება, ვიდრე პატარა.
  • ასევე უფრო მეტხანს ინახება ძვლებგამოცლილი ხორცი, რადგან ძვალი მიკრობებისა და ბაქტერიების გამტარია.
  • არ შეიძლება უმი ხორცის გვერდით თერმულად დამუშავებულის შენახვა - ორივე გაფუჭდება.
  • კვერცხმა მეტხანს რომ გაძ­ლ­ოს, ცალ-ცალკე უნდა გაახვიოთ ძმარმჟავას ხსნარში დასველებულ ნაჭერში.
  • ნაღების კარაქი ადვილად ფუჭდება. დიდხანს შესანახად ის უნდა გავახვიოთ პერგამენტში და ცივ მარილწყალში მოვათავსოთ.
  • მწვანილი შეიძლება შეინახოთ ცივ მარილწყალში. ასევე შეიძლება ყაბაყის შენახვაც.

როგორ შევინახოთ პროდუქტები ზაფხულში



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
სამზარეულოს ღრუბელი, სახლში, ერთერთი ყველაზე საშიში და ჭუჭყიანი საგანია.
ბინას, მის მოწყობასა და ესთეტიკას, სივრცის განაწილებას, ქალების უმრავლესობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ბინის მორთულობა არა მხოლოდ ლამაზი, ფუნქციურიც უნდა იყოს, მოხერხებულ და მყუდრო ატმოსფეროს ქმნიდეს.
ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
გაზაფხული – მკვეთრი ფერებისა და სურნელოვანი ყვავილების დროა არა მხოლოდ ბუნებაში, არამედ ყოველ სახლში.
ჯანმრთელობა რომ დავიბრუნოთ და შევინარჩუნოთ, აუცილებელია სწორი კვება.
ფანჯრის წმენდა უსაფრთხოდ ეს მეთოდები განსაკუთრებით საყოფაცხოვრებო ქიმიურ საშუალებაზე ალერგიის მქონე ქალებს გამოადგებათ:
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად