კულინარიული ჩანართი
ქათმის თეთრი ხორცის მწვადი
საჭიროა:
- ქათმის თეთრი ხორცი - 1კგ;
- 3 ლიმონის წვენი;
- ნახევარი ჭიქა სოიის სოუსი;
- შავი პილპილი - გემოვნებით;
- ჯანჯაფილი - დანის წვერით.
ქათმის თეთრი ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, ჩავაწყოთ მომინანქრებულ ქვაბში და დავასხათ ერთმანეთში არეული ლიმონის წვენი, სოიის სოუსი, შავი პილპილი, ჯანჯაფილი, ცოტა მარილი, ვინაიდან სოიის სოუსი ისედაც მლაშეა, ქვაბს დავახუროთ სახურავი და შევდგათ მაცივარში 2-3 საათით, შემდეგ შევწვათ მაყალზე ან გრილზე.
წვნიანი სარდინით
საჭიროა:
- 1 ცალი კარტოფილი;
- 3 ს.კ. მანანის ბურღული;
- სარდინი ზეთში;
- 0,5 კონა ოხრახუში;
- სუნელები.
ქვაბში ჩაასხით 1,5ლ წყალი, ჩაყარეთ დაჭრილი კარტოფილი, მიიყვანეთ ადუღებამდე და შემდეგ ნელ ცეცხლზე ხარშეთ, სანახევროდ მომზადებამდე. ჩაამატეთ მანანის ბურღული და აურიეთ. 5 წუთში დაამატეთ სარდინის ზეთი, დაჭრილი ოხრახუში და ხარშეთ 2 წუთი. წვნიანი დაასხით თეფშებზე და თითოეულ ულუფაში ჩადეთ ერთი ნაჭერი სარდინი.
ყველის წვნიანი
საჭიროა:
- ხახვი -2 თავი;
- ნიორი -1 კბილი;
- კარაქი - 2ს/კ,
- ნაღები -100 მლ;
- მდნარი ყველი - 150 გ;
- კარაქი - 1ს/კ;
- ლიმონის წვენი - 2 ს/კ;
- ბოსტნეულის ბულიონი - 800მლ;
- კამა;
- მარილი;
- თეთრი პილპილი.
ნიორი და ხახვი წვრილად დავჭრათ და სქელძირიან ქვაბში კარაქში მოვხრაკოთ, დავასხათ ბოსტნეულის ბულიონი და წამოვადუღოთ. მდნარი ყველი გავადნოთ და ნაღებთან ერთად ჩავუმატოთ ბულიონს, თან განუწყვეტლივ ვურიოთ, სანამ ბოლომდე არ ჩადნება ყველის მასა, ამის შემდეგ მიქსერით ავთქვიფოთ, დავუმატოთ მარილი, წიწაკა და ლიმონის წვენი. თეფშზე დასხმული წვნიანი მოვრთოთ კამის ფოთლებით.
ღორის ხორცი ბრინჯით
საჭიროა:
- ხახვი - 2 საშუალო თავი;
- ნიორი - 3 კბილი;
- მწვანე ხახვი - 1 კონა;
- ჩილი, წითელი ბულგარული - 200-300 გ;
- სოკო - 1 ქილა;
- ცოტა ზეთი - ბოსტნეულის მოსაშუშად;
- კვერცხი - 2 ცალი;
- ნახევარი ლიმონის წვენი;
- სოიის სოუსი.
ბრინჯი მოვხარშოთ მარილწყალში (არ ჩაგვეხარშოს - უნდა გამოვიდეს ფანტია). ღორის ხორცი დავჭრათ კუბებად, ხახვი, ბულგარული და ნიორი დავკეპოთ წვრილად და ხორცი და ბოსტნეული ერთად მოვშუშოთ მაღალ ცეცხლზე, თან განუწყვეტლივ ვურიოთ, სანამ კარგად ჩაიშუშება, დავასხათ ათქვეფილი კვერცხი. სულ ბოლოს ჩავამატოთ სოკო და ცოტა ხანს კიდევ ვშუშოთ. ცალკე დიდ ქვაბში მოხარშულ ბრინჯს დავასხათ სოიის სოუსი, ჩავაწუროთ ლიმონი, დავამატოთ ჩილი, ამოვურიოთ და შემდეგ ხორციან მასას შევურიოთ.