/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

რატომ ფასობს ბრინჯი

რატომ ფასობს ბრინჯი
ბრინჯით მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი იკვებება. ამ კულტურის სამშობლოდ აზია (თანამედროვე ტაილანდისა და ვიეტნამის ჩრდილოეთ რეგიონები) ითვლება.

აზიაში, თურმე, ყოველწლიურად ერთ სულ მოსახლეზე 150 კგ ბრინჯის მოხმარება აღირიცხება. აღმოსავლეთის სამზარეულოში ბრინჯს არც მარილს და არც სურნელოვან სანელებლებს არ უმატებენ მისი ბუნებრივი (ნატურალური) არომატის სრულად შენარჩუნებისა და შეგრძნებისათვის. აღმოსავლეთის ზოგიერთ კულტურაში ბრინჯი სასიცოცხლო ძალისა და ნაყოფიერების სიმბოლოდ ითვლება, ალბათ, სწორედ ამით აიხსნება გავრცელებული წეს-ჩვეულების – ახალდაქორწინებულთათვის ბრინჯის შეფრქვევის – საიდუმლო.

ევროპაში ბრინჯი ბევრად მოგვიანებით გავრცელდა. აქ ის თავდაპირველად ძვირფას ეგზოტიკურ მცენარედ ითვლებოდა. მისი მარცვლებისგან მხოლოდ სამეფო ფუფუნებისათვის განკუთვნილი და სადღესასწაულო სუფრისათვის განსაზღვრული განსაკუთრებული ტკბილეული მზადდებოდა. ასე თანდათანობით დაიმკვიდრა ბრინჯმა ევროპაშიც ერთ-ერთი ძირითადი საკვები პროდუქტის პოზიცია. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ევროპაში, აზიისაგან განსხვავებით, მისი კერძების სხვა ინგრედიენტებთან შერევა თავიდანვე დაიწყეს.

ბრინჯის თვისებები

ბრინჯის დადებითი თვისებებიდან აღსანიშნავია მისი მაღალი კვებითი ღირებულება და კერძებში სხვა ინგრედიენტებთან (ხორცეული, თევზეული, ბოსტნეული, ზღვის პროდუქტები) საუკეთესო შეთავსება. ბრინჯი მეტისმეტად სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისათვის. ის არა მხოლოდ ავსებს ენერგოდანახარჯებს, არამედ ცილების, ნახშირწყლებისა და მინერალების მნიშვნელოვანი წყაროცაა, ამასთან, მცირე რაოდენობით შეიცავს ცხიმებს (0,9 გ – ცხიმი, 6,4 გ – ცილა, 72,5 გ – ნახშირწყლები, 70 მგ – კალიუმი, 30 მგ – კალციუმი, 38 მგ – მაგნიუმი, 104 მგ – ფოსფორი – 100 გ ბრინჯზე).

რაც უფრო მეტად არის ბრინჯი დამუშავებული, მით უფრო ნაკლებია მასში ვიტამინებისა და მინერალების შემცველობა. ამ თვალსაზრისით ბრინჯი სხვა მარცვლოვნებს შორის გამონაკლისს არ წარმოადგენს. სამედიცინო პრაქტიკაში ბრინჯი ოდითგან გამოიყენება მონელების პროცესთა სამკურნალოდ. ის საუკეთესო საშუალებაა დიარეის (ფაღარათის) გაურთულებელ შემთხვევებში. გარდა ამისა, დადგენილია, რომ ბრინჯის ქატოს გამოყენება ამცირებს ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს. მოსახლეობის იმ ნაწილში, რომელიც ძირითადად თეთრი ბრინჯით იკვებება, თიამინის დეფიციტი აღინიშნება. ამასთან, ძალიან სასარგებლო ქატოსეული გარსი, რომელიც შენარჩუნებულია ყავისფერ ბრინჯში, შეიცავს კვებითი თვალსაზრისით რამდენადმე მავნებელ ნივთიერებებს, მაგალითად, ფიტინის მჟავას, რომელიც ხელს უშლის რკინისა და კალციუმის შეთვისებას. ბრინჯში არსებული სახამებელი ნელა მოინელება და შეითვისება, ამით ფაქტობრივად გლუკოზის სისხლში მუდმივად გადასვლის უზრუნველყოფა ხდება და დიაბეტით დაავადებულთა სისხლში შაქრის დონე რეგულირდება. სწორედ ამიტომაც ბრინჯში შემავალი სახამებელი დიეტური უჯრედისის როლს ასრულებს. ბრინჯი არ შეიცავს გლუთეინს, ამიტომაც ის სასარგებლოა მათთვის, ვისაც ხორბლის აუტანლობა აქვს (ცელიაკიით, ნაწლავური ინფანტილიზმით არის დაავადებული). ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვილების შემთხვევაში, რადგან მათ ჯერ კიდევ არ აქვთ საკმარისად ფორმირებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფერმენტების აქტივობა და გლუთეინის შემცველმა ფაფამ, შესაძლოა, მათ ორგანიზმში ცელიაკიის პროვოცირება გამოიწვიოს. როგორც წესი, ჩვილებს ბრინჯის რძიან ფაფას აჭმევენ. რძე ავსებს ბრინჯის ფაფას სხვადასხვა სრულფასოვანი ცილით, მინერალური ნივთიერებებითა და ვიტამინებით, გარდა ამისა, კარგ გემოსაც სძენს.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, ვარ 59 კილო და მინდა წონის დაკლება. უკვე საკმაოდ დიდი ხანია არ ვიღებ შაქრის არანაირ სახეობას ხილის გარდა, არ ვჭამ ხორცს (გარკვეული მიზეზების გამო) ზეთში არაფერს არ ვწვავ,მარტო ვაცხობ და ვიკვებები დღეში 3 ჯერ, ვცდილობ დავიკლო წონაში, მაგრამ პირიქით ვიმატებს. იქნებ მირჩიოთ რამე ან დამანახოთ სად ვუშვებ შეცდომას? სიმაღლე 163. დიდი მადლობა წინასწარ.</p>

დიეტოლოგთა დიდი ნაწილი რეკომენდაციას უწევს ბრინჯით განტვირთვის დღეებს, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ტანადობის პრობლემა აწუხებს. ბრინჯი მცირე რაოდენობით შეიცავს ნატრიუმს, რომელიც წყლის შეკავებას უზრუნველყოფს ორგანიზმში, სამაგიეროდ, მდიდარია კალიუმით, რომელიც ხელს უწყობს ნატრიუმის გამოდევნას. ბრინჯის შემადგენლობაში შედის ორგანიზმისათვის უმნიშვნელოვანესი 8 ამინმჟავა. თუ თქვენ კვირაში ერთხელ მაინც მოიწყობთ „ბრინჯის დღეს“ (შეგიძლიათ დაამატოთ ნეიტრალური ან ტუტე მინერალური წყალი და არა ცხიმი!), დაკარგავთ სხეულის მასის 1 კგ-ს – სითხეს და ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტებს.

საინტერესო ინფორმაცია

იაპონელმა გენეტიკოსებმა შექმნეს ბრინჯის ახალი ჯიში, რომელსაც შეუძლია დიაბეტით დაავადებულთა დახმარება – მედიკამენტური თერაპიისაგან მათი გათავისუფლება. როგორც ახალი პროდუქტის შემქმნელები იუწყებიან, ახალი ბრინჯი სისხლში შაქრის შემცველობას ამცირებს, და ეს ყოველივე ადამიანის ორგანიზმში საკუთარი ინსულინის სინთეზის (წარმოქმნის) სტიმულაციის საფუძველზე ხდება. იაპონიის აგრობიოლოგიის ნაციონალური ინსტიტუტის პროფესორი, ფუმიო ტაკაივა, ასაბუთებს, რომ მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებთან მედიკამენტური თერაპია მთლიანად შეიძლება ჩანაცვლდეს ბრინჯით, თუ ის რაციონში იქნება ჩართული საკვების ყოველ მიღებაზე. დიაბეტის საწინააღმდეგო ახალ საშუალებაზე პასუხისმგებელია ნივთიერება სახელწოდებით – გლუკაგონომსგავსი პეპტიდი – 1 (GLP-1). ამ შენაერთის გენი მკვლევართა მიერ ბრინჯის გენომშია ჩანერგილი.

ასე რომ, ახალ ბრინჯს დიდი მომავალი აქვს!!!

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ტკივილი
ტკივილი
ტკივილი ფიზიკური ან სულიერი ტანჯვაა, უსიამოვნო, შემაწუხებელი შეგრძნება, რომელსაც განსაკუთრებული ემოციური ფონი,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

რატომ ფასობს ბრინჯი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები