კულინარიული ჩანართი
სოკო ტარხუნით
საჭიროა:
- 500 გ სოკო;
- 1 კონა მწვანე ხახვი;
- 3 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი კამა, ტარხუნა და ქინძი (შეფარდება - გემოვნებით);
- 200 გ მაიონეზი;
- შავი პილპილი, მარილი - გემოვნებით.
კარგად გარჩეული და გარეცხილი ხის ან ქამა სოკო მოვშუშოთ ზეთში. დავამატოთ კამა, ტარხუნა, მწვანე ხახვი, ქინძი და სამარხვო მაიონეზი. ამოვურიოთ და მივირთვათ.
დაჩურთული კარტოფილი
საჭიროა:
- 1 კგ კარტოფილი;
- 500 გ სტაფილოსა და კომბოსტოს მწნილი;
- ზეთი, შავი პილპილი, მარილი - გემოვნებით.
მოვხარშოთ კარტოფილი ქერქიანად; ჯერ კიდევ ცხელი გავჭრათ შუაზე, ამოვაცალოთ გული და დავჭყლიტოთ. ამ პიურეში ავურიოთ სტაფილოსა და კომბოსტოს მწნილი, შავი პილპილი, ზეთი და ამოვავსოთ კარტოფილი. დავაწყოთ თეფშზე და მივიტანოთ სუფრასთან.
პანა კოტა (4 ულუფა)
საჭიროა:
- 1 კოლოფი ჟელატინი;
- 600 მლ ნაღები;
- 150 გ შაქარი;
- 1 ს/კ ვანილის ესენცია;
- 1 ს/კ მუქი რომი;
- 2 ცალი ფორთოხლის ქერქი;
- პიტნის ფოთლები - მოსართავად.
4 ს/კ ცხელ (ოღონდ არა მდუღარე) წყალში ჩაყარეთ ჟელატინი, ურიეთ, ვიდრე კარგად გაიხსნება. შეათბეთ ნაღები, 50 გ შაქარი, ვანილის ესენცია და რომი. დაამატეთ მზა ჟელატინი (სანამ დაამატებთ, შეამოწმეთ, კარგად არის თუ არა გახსნილი), გაწურეთ და ჩაასხით ოთხ ფორმაში. დატოვეთ მთელი ღამით.
ქვაბში ჩაასხით 150 მლ წყალი და დარჩენილი 100 გ შაქარი, წამოადუღეთ და გადმოდგით ქურიდან.
ფორთოხლის ქერქი დაჭერით, დაასხით ცხელი ვაჟინი და 15 წუთი ხარშეთ. მერე გააცივეთ. ფორმები ჩაუშვით ცხელ წყალში, რომ დესერტი ადვილად გადმოიღოთ. გაანაწილეთ თეფშებზე, მორთეთ დაშაქრული ციტრუსის ქერქით და პიტნის ფოთლებით.
მოხრაკული მუხუდო
საჭიროა:
- 2 თავი ხახვი;
- 1 ქილა მუხუდოს კონსერვი;
- 1 კბილი ნიორი;
- ქინძი, რეჰანი, მწვანე ხახვი, ზეთი, მარილი - გემოვნებით.
გრძლად დაჭრილი ხახვი და წვრილად დაჭრილი ნიორი ვშუშოთ ზეთში გაწითლებამდე, დავაყაროთ მუხუდო და მოვხრაკოთ. მოხრაკულ მუხუდოს დავამატოთ ქონდარი, შავი პილპილი, მწვანე ხახვი, რეჰანი, ამოვურიოთ და მივიტანოთ სუფრასთან.
სამარხვო ჩაროზი (გამომცხვარი ბანანი)
საჭიროა:
- 4 ცალი ბანანი;
- 50 გ მარგარინი;
- 2 ს/კ შაქარი;
- 2 ს/კ ლიმონის წვენი.
მარგარინი, შაქარი და ლიმონის წვენი მოვათავსოთ ჯამში და შევდგათ ღუმელში შაქრის გადნობამდე. დავჭრათ ბანანი, ნაჭრები სათითაოდ ამოვავლოთ სოუსში და გამოვაცხოთ.
სოკო პომიდვრის წვენით
საჭიროა:
- 500 გ სოკო;
- 1 კონა მწვანე ხახვი;
- 2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი კამა, ტარხუნა, ქინძი;
- 3-4 სუფრის კოვზი (სურვილისამებრ, მეტი) პომიდვრის საწებელი;
- შავი პილპილი და მარილი - გემოვნებით.
სოკო მოვშუშოთ ზეთში, დავამატოთ პომიდვრის საწებელი, დავამატოთ კამა, ტარხუნა, მწვანე ხახვი, ქინძი გემოვნებით, მარილითა და პილპილით შეანელეთ გემოვნებით.