/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო მცენარეები

კარტოფილი - საკვებიც და სამკურნალოც

კარტოფილი - საკვებიც და სამკურნალოც
ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, კარტოფილი რომ არ უყვარდეს. ამ ბოსტნეულის გარეშე წარმოუდგენელია არა მარტო ჩვენი რაციონი, არამედ მრავალგვარი მრეწველობაც -

კარტოფილისგან აწარმოებენ სახამებელს, სპირტს, რძის მჟავას, აცეტონს, პლასტმასას, ფოტოფირს, წებოვან ნივთიერებებს და სხვა. კარტოფილს დღეს მეორე პურს უწოდებენ, თუმცა ოდესღაც ის “ეშმაკის ვაშლად” იყო მონათლული.

სამხრეთ ამერიკიდან მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში პეტრე I-ის მიერ შემოტანილი ეს კულტურა რუსეთში, ცოტა არ იყოს, ძნელად მიიღეს, თუმცა დღეს მის გარეშე არათუ რუსებს, ქართველებსაც ვერ წარმოგვიდგენია ცხოვრება.

  • შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები

კარტოფილი უძველესი ბოსტნეული კულტურაა. ინდიელები მას ჯერ კიდევ 17 საუკუნის წინათ იყენებდნენ, თანაც არა მხოლოდ საკვებად, არამედ სამკურნალოდაც. დღეს ყველამ იცის, რომ კარტოფილში შემავალ ცილას (2%-მდე) ახასიათებს მაღალი ბიოლოგიური აქტივობა, შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ მრავალ ამინმჟავას. პოლისაქარიდები აქ უმთავრესად წარმოდგენილია სახამებლით, პექტინებით, უჯრედისით, მონო- და ოლიგოსაქარიდებით - ფრუქტოზით, გლუკოზით, საქაროზით.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მინერალური მარილებიდან კარტოფილში ჭარბობს კალიუმისა და ფოსფორის შემცველი ნაერთები. მიკრო- და მაკროელემენტებიდან აღსანიშნავია რკინა, კალციუმი, მაგნიუმი, ნიკელი, კობალტი, იოდი, მანგანუმი.

კარტოფილის ქიმიური შედგენილობა გასული საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში გაიშიფრა, თუმცა მისი სასარგებლო თვისებები ადამიანმა გაცილებით ადრე შეამჩნია. დღეისათვის ცნობილია, რომ კარტოფილი შეიცავს კაროტინს, ორგანულ მჟავებს (ლიმონისას, ვაშლისას და სხვა), ვიტამინებს. ბევრს ჰგონია, რომ ის მხოლოდ ნახშირწყლების წყაროა. სინამდვილეში კარტოფილი მდიდარია C, B1,B2, B6, B9, PP, K, D, U ვიტამინებით.

  • კარტოფილი როგორც მკურნალი

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ერთი კვირის წინ დავიწყე გინკო ბილობას დალევა.ვიცავ დოზირების წესს მაგრამ შევამჩნიე რომ დამეწყო თავბრუსხვევა და გული მიჩქარდება.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ამ ვიტამინის მიღება ან საერთოდ ამის ბრალია თუ არა? მადლობა წინასწარ</p>

ტუბერკულოზით დაავადებულებს ჯერ კიდევ ძველ რუსეთში ურჩევდნენ კარტოფილით კვებას. სასარგებლოდ მიიჩნეოდა ეს ბოსტნეული შარდკენჭოვანი დაავადების დროსაც, მის თხელ ანათალს კი დამწვარ კანზე აფენდნენ ტკივილის დასაამებლად.

კარტოფილის სახამებელს სამედიცინო პრაქტიკაში კუჭ-ნაწლავის დაავადებათა დროს იყენებენ როგორც ანთების საწინააღმდეგო და შემომგარსველ საშუალებას.

ფარმაცევტულ წარმოებაში ის მრავალი აბისა და ფხვნილის დანამატია, ზოგჯერ - ძირითადი კომპონენტიც. ცნობილია, რომ კარტოფილი ძალიან უხდება ზედა სასუნთქი გზების კატარს. მოხარშული კარტოფილის ორთქლის ინჰალაცია სასარგებლოა მშრალი ხველის დროს.

უმი კარტოფილის საფენები რეკომენდებულია არა მხოლოდ ეგზემის (კანის ანთებითი არაგადამდები დაავადება), არამედ თავის ტკივილის დროსაც (შუბლზე აპლიკაციის სახით). მას რთავენ გასტრიტის (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება), კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის მკურნალობაში.

მომატებული მჟავიანობითა და გულძმარვით შეწუხებულ ავადმყოფებს ურჩევენ, დღეში ორჯერ, ჭამის წინ, მიიღონ 50-150 გრამი კარტოფილის წვენი.

უმი კარტოფილის სანთლები წარმატებით გამოიყენება ბუასილის სამკურნალოდ. მოხარშული კარტოფილის დიეტას უნიშნავენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, მათ შორის - ჰიპერტონიული დაავადების დროს.

კალიუმის უხვი შემცველობის გამო კარტოფილი ხელს უწყობს ორგანიზმიდან სითხის გამოდევნას.

  • კარტოფილი კოსმეტოლოგიაში

დიდია კარტოფილის როლი კოსმეტოლოგიაშიც. მოხარშული კარტოფილის, კვერცხის გულისა და რძის ნარევი უნიკალური მკვებავი ნიღაბია სახის კანისთვის. ეს ნარევი 15-20 წუთის განმავლობაში უნდა გაიჩეროთ სახეზე, ჩამოიბანოთ ცხელი წყლით, მერე კი პირი ცივი წყლით დაიბანოთ. ამ პროცედურის შემდეგ კანი გლუვი, ნაზი და დრეკადი ხდება, ნაოჭები ქრება.

მზით დამწვრობისა თუ კანის სხვა ანთებითი დაავადებების დროს სასურველია უმი, გახეხილი კარტოფილის კომპრესები - მათ ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვთ.

თუ ხელებზე კანი გამოგიშრათ და გექერცლებათ, გირჩევთ, აიღოთ ახალმოხარშული კარტოფილი, გაგლისოთ ცხელ რძეში და ეს ფაფის მაგვარი მასა - ცხელი, რამდენადაც გაუძლებთ - მტევნებზე წაისვათ, შეიფუთნოთ და გაცივებამდე გაიჩეროთ. რამდენიმე პროცედურის შემდეგ შედეგით გაოცებული დარჩებით.

დასასრულ, დაიხსომეთ: კარტოფილის ქერქი და მწვანე ნაწილები შეიცავს ტოქსიკურ სტეროიდს - ალკალოიდ სოლანინს, ამიტომ სასურველია, ბოსტნეული ბნელ ადგილას შეინახოთ. თუ მაინც სინათლეზე დაგრჩათ და გაგიმწვანდათ, აუცილებლად ჩამოაჭერით გამწვანებული ნაწილები და არავითარ შემთხვევაში არ შეჭამოთ!

კომენტარები (3)
Tamo
Umi kartopilus chama ramdenad rekomendirebulia tu sheizleba mipasuxet!!! Uni gamdinare wkalshi gacherebuli kartopili!
თარიღი : 20-01-2017
nana
გთხოვთ მიპასუხოთ,რამდენად სასარგებლოა ღუმელში კანიანად შემწვარი კარტოფილი? გმადლობთ წინასწარ
თარიღი : 27-08-2014
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ნიორი
ნიორი
ნიორი (Allium sativum) – შროშანისებრთა ოჯახის ერთწლოვანი ბოლქვიანი მცენარეა. ის ძალზე სასარგებლო ბოსტნეულია და მრავალი ქვეყნის სამზარეულოში დიდი ადგილიც უკავია.
სრულად
ოლეანდრი
ოლეანდრი
ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ უნახავს ეს მშვენიერი მცენარე ოლეანდრი.
სრულად
ჭარხალი: ჯანმრთელობის წყარო და ხალხური მედიცინის საგანძური
ჭარხალი: ჯანმრთელობის წყარო და ხალხური მედიცინის საგანძური
ჭარხალი, როგორც ძირხვენა მცენარე, საუკუნეების მანძილზე გამოიყენება როგორც საკვებად, ისე სამკურნალო მიზნებისთვის.
სრულად
მუშმალა
მუშმალა
სუბტროპიკული მუშმალა, რასაც იაპონურ ზღმარტლსაც ეძახიან, არის – მარადმწვანე სუბტროპიკული ხე ან ბუჩქი ვარდისებრთა ოჯახისა. მცენარე 6-8, იშვიათად 9 მ სიმაღლემდე იზრდება.
სრულად
10 მიზეზი, თუ რატომ უნდა მივირთვათ ანანასი და როგორ შევარჩიოთ ეს პროდუქტი
10 მიზეზი, თუ რატომ უნდა მივირთვათ ანანასი და როგორ შევარჩიოთ ეს პროდუქტი
არც ისე დიდი ხნის წინ, ეს პროდუქტი იშვიათობა იყო, მაგრამ ახლა ის ფაქტობრივად ყველა მაღაზიაში შეგიძლიათ ნახოთ მთელი წლის განმავლობაში.
სრულად
მწვანე ლობიო - დიაბეტის, დეპრესიის, პარკინსონის დაავადების დროს დაგეხმარებათ
მწვანე ლობიო - დიაბეტის, დეპრესიის, პარკინსონის დაავადების დროს დაგეხმარებათ
პარკოსნები უშუალოდ უკავშირდება ხანგრძლივ ცხოვრებას და ამას ბევრი მიზეზი აქვს:
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

კარტოფილი - საკვებიც და სამკურნალოც - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები