კულინარიული ჩანართი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კულინარიული ჩანართი

რომანტიკული ვახშმის მენიუს შერჩევისას უპირატესობა უნდა მიანიჭოთ ადვილად მოსანელებელ, მაგრამ ნოყიერ საკვებს. ეს ის პროდუქტებია, რომლებიც შეიცავს: A, B, C, E ვიტამინებს; ადვილად ასათვისებელ შაქრებს, ცხიმოვან მჟავებს და ცილებს - ენერგიის წყაროს; ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობს საკვების გადამუშავებას; ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმის რელაქსაციასა და აღგზნებას უწყობს ხელს.

ყვავილოვანი კომბოსტო ყველით

საჭიროა:

  • 1 თავი ყვავილოვანი კომბოსტო;
  • 6-8 ნაჭერი მდნარი ყველი;
  • 3 კბილი ნიორი;
  • რამდენიმე ღერი ოხრახუში და რეჰანი;
  • 2-3 ს/კ დაფქული ორცხობილა;
  • 0,5 მუსკატის კაკალი (ჯავზი);
  • ზეთი და მარილი - გემოვნებით.

კომბოსტო დაანაწევრეთ. ღრმა ტაფაზე, ზეთში, მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ნიორი. დააყარეთ ყვავილოვანი კომბოსტო, დაასხით 1 ჩ/ჭ წყალი, დაახურეთ თავსახური და შუშეთ 15-20 წუთი, სანამ დარბილდება. წვრილად დაჭერით ოხრახუში და რეჰანი, წვრილ სახეხზე გახეხეთ მუსკატის კაკალი, ეს ყველაფერი დაამატეთ ყვავილოვან კომბოსტოს და კიდევ 5 წუთი შუშეთ. შემდეგ დააყარეთ დაფხვნილი ორცხობილა, მოურიეთ, კიდევ რამდენიმე წუთი შუშეთ და დააწყვეთ თხლად დაჭრილი ყველი. როგორც კი ყველი გადნება, კერძი ქურიდან გადმოდგით.

ტირამისუ

საჭიროა:

  • 250 გ ყველი მასკარპონე;
  • 4 კვერცხი (გული და ცილა გააცალკევეთ);
  • 75 გ შაქარი;
  • 125 გ ცივი მაგარი ყავა;
  • 1 შეკვრა გალეტი;
  • 75 გ შავი შოკოლადი;
  • 4 ს/კ რომი ან კონიაკი.

თქვიფეთ მასკარპონე დარბილებამდე. ცალკე ათქვიფეთ კვერცხის გული და შაქარი, ნელ-ნელა დაამატეთ მასკარპონეს და განუწყვეტლივ ურიეთ. მეორე ჯამში ათქვიფეთ ცილა და ისიც განუწყვეტელი რევით დაამატეთ ყველს. აიღეთ ბრტყელძირიანი ფორმა. საშუალო სიღრმის თასში ერთმანეთში აურიეთ რომი და ყავა. ამოაწეთ შიგ ნახევარი შეკვრა გალეტი. სითხით გაჟღენთილი გალეტები დააწყვეთ ფორმის ფსკერზე, მოასხით ნახევარი მასკარპონე, შემდეგ რომისა და ყავის ნაზავში ამოაწეთ დანარჩენი გალეტი და მოაწყვეთ პირველ ფენას. მოასხით დარჩენილი მასკარპონე. შედგით მაცივარში და კარგად გააცივეთ (ასე, 3 საათის განმავლობაში).

სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ კაკაო და გახეხილი შოკოლადი.

მანდარინი შოკოლადის ჭიქურში

საჭიროა:

  • 1 კგ მანდარინი;
  • 250 გ შაქარი
  • 4 ს/კ კაკაო;
  • 8 ს/კ წყალი;
  • 50 გ ნიგოზი;
  • 100 გ ქიშმიში;
  • 1 ცალი ლიმონი
  • 1 ცალი ფორთოხალი.

მანდარინი წინასწარ გაფცქვენით, რომ ზედაპირი ოდნავ შეუშრეს. მანამდე მოამზადეთ მინანქარი: სქელძირიან პატარა ქვაბში ჩაყარეთ 4-5 ს/კ კაკაო, 250 გ შაქარი და დაასხით ცოტაოდენი (7-8 ს. კ.) წყალი. შედგით ნელ ცეცხლზე, თან ურიეთ. ადუღეთ 5-6 წუთი, სანამ შაქარი კარგად არ გადნება - კარამელის კონსისტენციამდე. ამოავლეთ ჭიქურში მანდარინი და შეშრობა აცადეთ.

ფუნთუშები ტკბილ სიროფში

საჭიროა:

  • 1 ჩ/ჭ შაქარი;
  • 1 ჩ/ჭ წყალი;
  • 1/8 ჩ/კ ზაფრანა;
  • 150 გ ფქვილი;
  • 1 ჩ/კ სოდა;
  • 60 გ კარაქი;
  • 2 ს/კ იოგურტი;
  • ერბო - ფუნთუშების შესაწვავად.

მოამზადეთ შაქრის ვაჟინი, დაამატეთ ზაფრანა, რომ გაყვითლდეს. გადმოდგით ცეცხლიდან, მაგრამ დატოვეთ ქურაზე, რომ არ გაცივდეს. ცალკე ჯამში ფქვილითა და წყლით მოზილეთ ცომი. დაამატეთ კარაქი. ცომი ფხვიერი (შაქრისებური) უნდა გამოვიდეს. შემდეგ დაამატეთ იოგურტი. გაყავით თორმეტ ნაწილად. მოაგუნდავეთ და შეწვით ერბოში, ზომიერ ცეცხლზე. მზა ფუნთუშები რამდენიმე წუთით ჩააწყვეთ ცხელ ვაჟინში. შემდეგ ამოიღეთ და სუფრასთან მიტანამდე გააცივეთ.

ბანანი შოკოლადში (4 ულუფა)

საჭიროა:

  • 4 ცალი ბანანი;
  • 150 გ გამდნარი შოკოლადი;
  • 2 ჩ/კ წყალი;

კირში (ალუბლის ლიქიორი), გემოვნებისამებრ, შეიძლება დაამატოთ შაქარიც.

  • ბანანები დაჭერით გრძლად და ჩააწყვეთ კირშში 1 საათით, რომ კარგად შეიწოვოს. გადაიღეთ თეფშზე, მოასხით გამდნარი შოკოლადი და გააგრილეთ.