შეიძლება თუ არა ნახშირის აბების ხშირად გამოყენება
არ არის, ის ადსორბენტია, რომელიც შთანთქავს აირებს, ტოქსინებს, მავნე ნივთიერებებს. ნახშირი სასურველია დაფხვნილი სახით მიიღოთ, რათა მისი ადსორბციული ზედაპირი გაიზარდოს. ერთ ჯერზე 8-10 აბის მიღებაც კი შეიძლება.
ერთ-ორ მიღებაზე, თუნდაც დიდი დოზებით, ის ორგანიზმზე უარყოფით გავლენას არ ახდენს, მაგრამ ქრონიკულად და უზომოდ მისი მიღება, რა თქმა უნდა, არ შეიძლება.
უნდა გახსოვდეთ, ნახშირი სიმპტომური საშუალებაა და არა სამკურნალო პრეპარატი. მეტეორიზმი (აირების დაგროვების გამო მუცლის გაბერვა) კი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გარკვეულ ფუნქციათა დარღვევის მანიშნებელი სინდრომი.
აქედან გამომდინარე, აუცილებელია ამ დარღვევათა საგულდაგულოდ გამოკვლევა, სათანადო ანალიზი, გამომწვევ მიზეზთა გამოვლენა და მათი ლიკვიდაცია.
თინათინ გოცაძე