მართლა ახდუნებს თუ არა ნახშირის აბები და როდის გამოვიყენოთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მართლა ახდუნებს თუ არა ნახშირის აბები და როდის გამოვიყენოთ

70 კილოგრამზე 7 აბს და ა.შ. ამ მეთოდით მკურნალობას 10 დღე განაგრძობენ, ისვენებენ 2-3 კვირა და შემდეგ კურსს იმეორებენ.

რა ხდება სინამდვილეში, მართლა უწყობს თუ არა ხელს ეს მეთოდი წონაში დაკლებას?! სინამდვილეში ნახშირი არ არის წონის დასაკლები საშუალება. ის არის ადსორბენტი, შთანთქავს ორგანიზმში წარმოქმნილ გაზებსა და მავნე ნივთიერებებს და გამოჰყავს ორგანიზმიდან ტოქსინები. სწორედ ამ მიზნით შეიძლება აღნიშნული პრეპარტის გამოყენება.

ნახშირის ფარმაკოლოგიური თვისებები

ამცირებს საჭმლისმომნელებელი ტრაქტიდან ტოქსიკური ნივთიერებების, მძიმე მეტალების მარილების, ალკალოიდებისა და გლიკოზიდების, სამკურნალო საშუალებების შეწოვას და უზრუნველყოფს ორგანიზმიდან მათ გამოყოფას.

როდის გამოვიყენოთ

დისპეფსია, კვებითი ინტოქსიკაციები, ალკალოიდებით და მძიმე მეტალების მარილების მოწამვლა, მეტეორიზმი, რენტგენოლოგიური და ენდოსკოპური გამოკვლევების მომზადებისას გაზთა წარმოქმნის შემცირების მიზნით.

მიღების წესი და დოზირება

მეტეორიზმის და დისპეფსიის დროს მოზრდილებში უნიშნავენ 1-დან 3 ტაბლეტს 3-4-ჯერ დღეში.

მოწამვლის დროს პრეპარატი გამოიყენება პერორალურად 20-30 გ მიღებაზე წყალში შეწონილი სახით (1-2 ჭიქა წყალზე). აღნიშნული დოზით პრეპარატი მიიღება აგრეთვე კუჭის ამორეცხვის მიზნით.

მომატებული მჟავიანობისას 1-2 ტაბლეტი მიიღება 3-4-ჯერ დღეში. სწრაფი და გამოხატული ეფექტის მისაღწევად ტაბლეტები შეიძლება დაქუცმაცდეს და მიღებულ იქნას შეწონილი სახით წყალში გახსნილი (0,5 ჭიქა წყალზე).

გარდა ამისა, ინტოქსიკაციის დროს ტაბლეტები გამოიყენება შემდეგი ნარევის სახით: ტაბლეტის 2 წილს უნდა დავუმატოთ 1 წილი მაგნიუმის ჟანგი და ტანინი (1 ჭიქა თბილ წყალში უნდა გავხსნათ 2 სუფრის კოვზი შეწონილი ნარევი).

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია ყაბზობა, დიარეა; ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ჰიპოვიტამინოზი, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში საკვები ნივთიერების შეწოვის დარღვევა.

როდის არ შეიძლება ნახშირის გამოყენება

პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგ ნაჩვენებია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის წყლულოვანი დაზიანების და კუჭიდან სისხლდენის დროს.

გაითვალისწინეთ!

გააქტივებულმა ნახშირმა შეიძლება შეამციროს სხვა სამკურნალო საშუალებების ეფექტურობა. მაგალითად თუ თქვენ იღებთ ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტს და პარალელურად დალევთ ნახშირის ამბებს, ნახშირი შეიწოვს ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტს, რითაც მისი მოქმედება შემცირდება.

გააქტივებული ნახშირის მიღების შემდეგ განავალი შავი ფერის ხდება.

თამარ ნეფარიძე

დეტალები წაიკითხეთ ენციკლოპედიაში

შეიძლება თუ არა ნახშირის აბების ხშირად გამოყენება