მინი აფთიაქი აგარაკისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მინი აფთიაქი აგარაკისთვის

თუ მიზეზთა გამო რაიმე პრეპარატს მუდმივად იღებთ, საჭირო რაოდენობის მოიმარაგეთ, რადგან უცხო ადგილას მათი ყიდვა შესაძლოა გაგიჭირდეთ. სტანდარტულ აფთიაქში შედის:

• პარაცეტამოლი - თავის ტკივილის დასაამებლად;

• პლასტირი კოჟრებისა და მცირე ტრავმების დასაფარავად;

• ანტიბიოტიკის შემცველი მალამო ან რაიმე ისეთი, რაც ჭრილობების სწრაფ შეხორცებას უწყობს ხელს;

• სამედიცინო და ელასტიკური ბინტი, ბამბა, მაკრატელი, ანტიალერგიული საშუალებებები;

• წყალბადის ზეჟანგი (უმჯობესია აბების სახით);

• თუ ფრენასა და ცურვას ცუდად იტანთ - სპეციალური საშუალება, რომელიც თვითმფრინავში ან გემში ჩაჯდომამდე ერთი საათით ადრე უნდა მიიღოთ;

• ღებინების საწინააღმდეგო აბები;

• საჭმლის მონელების გასაუმჯობესებელი აბები, ფერმენტები, მაგალითად, მეზიმ-ფორტე, ფესტალი;

• ანალგინი ან რომელიმე სხვა ტკივილგამაყუჩებელი;

• თუ ეგზოტიკურ ქვეყნებში მიბრძანდებით - რეპელენტები ანუ მწერების დასაფრთხობი საშუალებები;

• არც დაგავიწყდეთ მოგზაურთა დიარეა - ტურისტების 40-50% ამ პრობლემას ეჯახება, ამიტომ აუცილებელია თან გქონდეთ აქტივირებული ნახშირი, რეჰიდრონი, ენტეროლი და ნაწლავის მოქმედების მოშლის საწინააღმდეგო რაიმე პრეპარატი.

მართალია, აფთიაქი თქვენს ბარგში გარკვეულ ადგილს დაიკავებს, მაგრამ მისი არსებობა გარკვეული სიმშვიდის საფუძველს ქმნის, ეს კი ამად ღირს. იხილეთ აგრეთვე სტატია "რა წავიღოთ დასასვენებლად"