მინი აფთიაქი აგარაკისთვის - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2019

მინი აფთიაქი აგარაკისთვის

მინი აფთიაქი აგარაკისთვის
განურჩევლად იმისა, სად აპირებთ დასვენებას - ზღვაზე თუ მთაში, აუცილებელია თან გქონდეთ პატარა აფთიაქი პირველი დახმარების მედიკამენტებით. თუ მიზეზთა გამო რაიმე პრეპარატს მუდმივად იღებთ, საჭირო რაოდენობის მოიმარაგეთ, რადგან უცხო ადგილას მათი ყიდვა შესაძლოა გაგიჭირდეთ. სტანდარტულ აფთიაქში შედის:
• პარაცეტამოლი - თავის ტკივილის დასაამებლად;
• პლასტირი კოჟრებისა და მცირე ტრავმების დასაფარავად;
• ანტიბიოტიკის შემცველი მალამო ან რაიმე ისეთი, რაც ჭრილობების სწრაფ შეხორცებას უწყობს ხელს;
• სამედიცინო და ელასტიკური ბინტი, ბამბა, მაკრატელი, ანტიალერგიული საშუალებებები;
• წყალბადის ზეჟანგი (უმჯობესია აბების სახით);
• თუ ფრენასა და ცურვას ცუდად იტანთ -
სპეციალური საშუალება, რომელიც თვითმფრინავში ან გემში ჩაჯდომამდე ერთი საათით ადრე უნდა მიიღოთ;
• ღებინების საწინააღმდეგო აბები;
• საჭმლის მონელების გასაუმჯობესებელი აბები, ფერმენტები, მაგალითად, მეზიმ-ფორტე, ფესტალი;
• ანალგინი ან რომელიმე სხვა ტკივილგამაყუჩებელი;
• თუ ეგზოტიკურ ქვეყნებში მიბრძანდებით - რეპელენტები ანუ მწერების დასაფრთხობი საშუალებები;
• არც დაგავიწყდეთ მოგზაურთა დიარეა - ტურისტების 40-50%
ამ პრობლემას ეჯახება, ამიტომ აუცილებელია თან გქონდეთ აქტივირებული ნახშირი, რეჰიდრონი, ენტეროლი და ნაწლავის მოქმედების მოშლის საწინააღმდეგო რაიმე პრეპარატი.
მართალია, აფთიაქი თქვენს ბარგში გარკვეულ ადგილს დაიკავებს, მაგრამ მისი არსებობა გარკვეული სიმშვიდის საფუძველს ქმნის, ეს კი ამად ღირს. იხილეთ აგრეთვე სტატია "რა წავიღოთ დასასვენებლად"

გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 21-06-2014
rolandi
ომეპრაზოლი საჭმლის მომნელებელი წამალი არ არის! ცოტა აზრიანი სტატიები დაწერეთ , საპოჟნიკების დონეზე რომ წერთ!
რეკომენდებული პროდუქტები
ნერვული სისტემის გაძლიერებისთვის -60აბი
ფასი: 22.9
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
დიეტოლოგია
ქულების დიეტა "კრემლის დიეტის" სახელითაცაა ცნობილი. ეს არის ნახშირწყლების დაბალი შემცველობის დიეტა,
ყაბაყისა და ცუკინის დიეტის პრინციპი მარტივია - ყოველდღე ჩართეთ მენიუში ამ ბოსტნეულის ნებისმიერი კერძი. ერთ თვეში 5 კილოგრამს დაემშვიდობებით.
ატკინსის დიეტა დაბალნახშირწყლოვან დიეტებს მიეკუთვნება. მას სხვანაირად ცილოვან დიეტასაც უწოდებენ. მისი
კატეგორიის სხვა სტატიები
შტოში ცნობილია ანტიოქსიდანტების მაღალი დონით. მეცნიერები საუბრობენ ამ კენკრის ანტიბაქტერიულ
წითელ ღვინოში არსებული მოლეკულები ახალი წამლის საფუძველი გახდება. საუბარია არტერიული წნევის დამაქვეთებელი
ირლანდიელმა მკვლევრებმა ბოლო 30 წლის განმავლობაში სტატინების მიღებასა და გულსისხლძარღვთა
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კარდიოლოგებსა და პულმონოლოგებს
ავსტრალიელმა მეცნიერებმა ჭარბი წონისგან განკურნების ახალი მედიკამენტური მეთოდი შეიმუშავეს. მათ მიერ წარმოდგენილ
ქალებში მშობიარობისშემდგომი დეპრესიის სამკურნალო ახალ საშუალებას აშშ-ში მწვანე შუქი მისცეს. ეს პირველი
განურჩევლად იმისა, სად აპირებთ დასვენებას - ზღვაზე თუ მთაში, აუცილებელია თან გქონდეთ პატარა აფთიაქი პირველი დახმარების მედიკამენტებით.
კოღოს ნაკბენს ახასიათებს ქავილი და ხშირად სწორედ ქავილი ხდება ინფექციების შეჭრის, ნაკბენის გაღიზიანების და დიდხანს მოუშუშებლობის მიზეზი.
ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს ნაწლავური ინფექციების სიხშირე. დიარეა - ნაწლავთა გახშირებული
ზოგი სიცხეს ვერ იტანს, ზოგიც - სიცივეს. ალბათ, ბევრს აინტერესებს, რომელი უფრო საშიშია ორგანიზმისთვის.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად