/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სხვადასხვა

ვინ ხართ: ბუ, ჭოტი თუ?..

ვინ ხართ: ბუ, ჭოტი თუ?..
კოლეგები დახმარებას გთხოვენ. თქვენც, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო დღე დასრულდა და დაღლილიც ბრძანდებით, ხათრს ვერ უტეხთ და გვიანობამდე რჩებით... საინტერესო

ფილმის ყურებაში შუაღამე გადავიდა, თვალები გეხუჭებათ მაგრამ ტელევიზორს ვერ სწყდებით, გინდათ, სურათი ბოლომდე ნახოთ... მეგობართან სტუმრად მყოფი უკვე წამოსასვლელად ემზადებით, მაგრამ გეხვეწებიან, ცოტა ხანს კიდევ დარჩიო და თქვენც მეტისმეტად გვიან გიწევთ შინ დაბრუნება... ისე ამოვარდით კალაპოტიდან და სამი-ოთხი დღის განმავლობაში იმდენი საქმე დაგიგროვდათ, ღამის გათენებაც რომ მოგიწიოთ, მაინც უნდა დაამთავროთ, ამიტომაც მთელი ღამე ფუსფუსებთ და გამთენიის ხანსღა წვებით დასაძინებლად.

დღეს დღე მისდევს, საპატიო მიზეზები და გადაუდებელი საქმეები არ ილევა და ასე ნელ-ნელა, შეუმჩნევლად იცვლება თქვენი ყოველდღიური რეჟიმი. ვერ ამჩნევთ, რომ თან-დათან ბუდ იქცევით. რას ჰქვია ბუო? - გაიკვირვებთ, მაგრამ თუ დაუკვირდებით, დაინახავთ, რომ 2-3 საათზე ადრე ვერ იძინებთ, დილაობით კი თავს ბალიშიდან 10 საათამდე ვერ სწევთ. საზიანოა თუ არა ყოველივე ეს ჯანმრთელობისთვის? მოდი, ჯერ ის გავარკვიოთ, ვინ ხართ სინამდვილეში.

  • ბუ თუ ჭოტი

1. გიჭირთ ჩაძინება?

  1. ყოველთვის, ან თითქმის ყოველ ღამე.
  2. მხოლოდ მძიმე, ემოციურად გადატვირთული დღის შემდეგ.
  3. მხოლოდ მაშინ, თუ ძილის წინ არ დანაყრდით.
  4. იშვიათად, უმთავრესად - ფიზიოლოგიური მდგომარეობის გამო.

2. ღამით:

  1. ხედავთ როგორც შავ-თეთრ, ისე ფერად სიზმრებს, მაგრამ იშვიათად.
  2. ხედავთ ფერად და საკმაოდ უცნაურ სიზმრებს კვირაში 2-3-ჯერ მაინც.
  3. ხშირად გაღვიძებთ კოშმარები.
  4. ისე ხართ დაქანცული, სიზმრებს ვერ ხედავთ ან ვერ იმახსოვრებთ.

3. ძილის დროს:

  1. გცხელათ, რადგან ჩაძინებისას ღუმელივით ხურდებით.
  2. თუ ფანჯრები არ გამოაღეთ, სული გეხუთებათ.
  3. იხდით საბანს და იყინებით.
  4. ვერაფერს გრძნობთ და არაფერი იცით - თქვენ ხომ გძინავთ!

4. დილით:

  1. იღვიძებთ ძნელად და უგუნებოდ.
  2. გაღვიძებისთანავე ყავა თუ არ დალიეთ, ენერგიის მოკრება გიჭირთ.
  3. იღვიძებთ იმაზე ფიქრით, რას გიმზადებთ დღევანდელი დღე.
  4. გიხარიათ, რომ კიდევ ერთი დღე გაგითენდათ.

5. საქმეს აკეთებთ:

  1. მხოლოდ საღამოობით, რადგან ამ დროს გეუფლებათ შთაგონება და ენერგიით ივსებით.
  2. დილაობით 2-3-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე საღამოს.
  3. მნიშვნელოვანი საქმეების კეთებას დღის მეორე ნახევარში ამჯობინებთ.
  4. თუ საქმე მნიშვნელოვანია, შეგიძლიათ, დღის ნებისმიერ მონაკვეთში მოჰკიდოთ ხელი.

  • a პასუხების სიჭარბე

a პასუხების სიჭარბე ტიპურ ბუს წარმოაჩენს. მათ ბავშვობაშიც უჭირდათ ადრე დაძინება. ასეთ შემთხვევაში ბრძოლას აზრი არ აქვს - თუ თავს ადრე დაწოლას აიძულებთ, შესაძლოა, მეორე ტიპის უძილობა მიიღოთ: ღამის 3-4 საათზე გაგეღვიძოთ და მთელი დღე მოთენთილი იყოთ.

რჩევა:

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

შეეცადეთ, დღე ისე დაგეგმოთ, რომ 6-7 საათს მაინც იძინოთ. უკეთესი იქნება, თუ მანამდე იძინებთ, ვიდრე თავისთავად არ გაგეღვიძებათ. ჭეშმარიტი ბუ, რომლის ორგანიზმიც ბუნებრივად არის დაპროგრამებული ცხოვრების ღამეულ წესზე, შედარებით ცოტაა - არა უმეტეს 12%-ისა - და მათი უმრავლესობა ქალაქის მკვიდრია. ჭოტების რიტმზე მათი გადასვლა სერიოზულ პრობლემებს - უძილობას, სხვადასხვა ტიპის ნერვულ დარღვევებს აძლევს დასაბამს.

  • b პასუხების სიჭარბე

b პასუხების სიჭარბე ტიპურ ჭოტს ახასიათებს. ასეთი ხალხი მთქნარებას 10 საათისთვის იწყებს, 11-ის-თვის კი ტკბილად სძინავს. ბუებისგან განსხვავებით, 8-9 საათი მაინც უნდა იძინონ, თორემ შრომისუნარიანობა საგრძნობლად დაუქვეითდებათ. ვერ უძლებენ გადატვირთვას. შეუსვენებლად დიდხანს მუშაობა არ შეუძლიათ. ჭოტებს ხშირად დაბალი არტერიული წნევა აქვთ. მზის ამოსვლის-თანავე ადგომა მათთვის აუცილებელია - მოგვიანებით ორგანიზმის ბიოლოგიური საათი წნევის დაქვეითებას იწვევს, ამიტომ ჭოტებს გაღვიძება და გამოფხიზლება უჭირთ.

რჩევა:

ჭოტებისთვის აუცილებელია დილის გამამხნევებელი ვარჯიში, სირბილი. საკმარისია, რამდენიმე დღე რეჟიმი ზედიზედ დაარღვიონ (გვიანობამდე გაერთონ, ღამე ათიონ), რომ ჯანმრთელობა საგრძნობლად შეერყევათ, მოგვიანებით კი შესაძლოა ისტერია და დეპრესიაც კი დაემართოთ. ასე რომ, ნუ დაარღვევეთ ჩვეულ რეჟიმს, ხოლო დაძინებისას აუცილებლად გამორთეთ ტელევიზორი და ჩააქრეთ სინათლე.

  • c პასუხების სიჭარბე

c პასუხების სიჭარბე შრომისა და დასვენების არასწორი რეჟიმისგან დაღლილ-დაქანცულ ადამიანს ამხელს. ასეთ ხალხს, როგორც ამბობენ, თავიც აღარ ახსოვს. ისინი მეტისმეტად გრძნობიარენი და სათუთნი არიან. 7-8-საათიანი ძილი ჰყოფნით, ოღონდ დაძინებამდე აუცილებლად უნდა დამშვიდდნენ და მოდუნდნენ.

რჩევა:

ასევე დაგაინტერესებთ
რატომ არის ჯანმრთელობისთვის საზიანო გვიან გაღვიძება და როგორ აღვიდგინოთ ძილის რეჟიმი
რა მნიშვნელობა აქვს დროულად დაძინებას და ადრიანად გაღვიძებას

ეცადეთ სამუშაო, სატელეფონო საუბრები და სხვა მნიშვნელოვანი საქმეები საღამოსკენ არ მოიტოვოთ, არც მძაფრსიუჟეტიანი და ემოციურად დახუნძლული ფილმების ყურებაა თქვენთვის სასურველი ძილის წინ. საღამოს, განსაკუთრებით მძიმე და დაძაბული დღის შემდეგ, აუცილებლად მიირთვით დამაწყნარებელი ნაყენი.

  • d პასუხების სიჭარბე

d პასუხების სიჭარბე ჯანმრთელ და მშვიდ ადამიანს წარმოაჩენს. დაუჯერებელიც კია, რომ ასეთი ხალხი ჯერ კიდევ არსებობს. თუმცა იყო დრო, როცა ასეთი ფსიქიკისა და ნერვების პატრონები თითქმის ყოველ ნაბიჯზე გვხვდებოდნენ. რა ბუ? რის ჭოტი? დაიღალა ადამიანი და ჩაეძინა, ეძინა იმდენ ხანს, რამდენიც მის ორგანიზმს დასჭირდა ძალ-ღონის აღსადგენად, გაიღვიძა და უმალვე ჩაერთო ცხოვრების ფერხულში. ეს იდეალური ვარიანტია. ასეთი რეჟიმისკენ თითოეული ჩვენგანი უნდა ისწრაფოდეს. ამისთვის კი ცხოვრება ჰარმონიულად უნდა ავაწყოთ: ვიპოვოთ საყვარელი საქმე, ხშირად ვიცვალოთ გარემო, თავი ვარიდოთ კონფლიქტს, უსიამოვნო ფიქრებსა და არასასურველ მოგონებებს, გავიხანგრძლივოთ ბედნიერი წუთები და გარკვეული დრო დავუთმოთ შემოქმედებით ჰობის.

რჩევა:

ნუ მიაქცევთ ყურადღებას სხვების აზრს, ასე განაგრძეთ. დაე, სხვებმაც მოგბაძონ!

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ვინ ხართ: ბუ, ჭოტი თუ?.. - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები