ფარმაკოლოგია

როგორი უნდა იყოს შვებულებისას ჩვენი აფთიაქი

როგორი უნდა იყოს შვებულებისას ჩვენი აფთიაქი
შვებულებისას აუცილებლად უნდა ვიქონიოთ თან გულძმარვის საშუალებები, ანტიჰისტამინური პრეპარატები, ტონომეტრი, თერმომეტრი და დამამშვიდებლები.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებიდან გვიხსნის ანტაციდები (ალუმინის ფოსფატი, ანჰიდრიდი, მაგნიუმის კარბონატი). ეს საშუალებები გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების სამკურნალოდ, მარილმჟავას გასანეიტრალებლად. საგზაო აფთიაქი ასევე წარმოუდგენელია აქტივირებული ნახშირის გარეშე.

სხვადასხვა მტკივნეული შეგრძნებებისგან გვიხსნის სპაზმოლიზური და ანალგეზიური საშუალებები. შვებულებაში წასვლისას უნდა ვიქონიოთ თან სიცხის დამწევი საშუალებები და სისხლძარღვების შემავიწროებელი პრეპარატები. თან უნდა ვიქონიოთ სისხლდენის შემაჩერებელი და ჭრილობის დასამუშავებელი საშუალებები: სისხლდენის შემაჩერებელი ლახტი, სტერილური ბინტი, ბამბა, დოლბანდის ხელსახოცები, ბრილიანტის მწვანე, იოდი, წყალბადის ზეჟანგი.

მომატებული ემოციურობის შემთხვევაში საგზაო აფთიაქში შეიძლება ჩავამატოთ ბუნებრივი დამამშვიდებელი საშუალებები - ვალერიანი, შავბალახა.

ქრონიკული დაავადებების პირობებში შვებულებისას თან უნდა ვიქონიოთ შესაბამისი საშუალებები.


ლალი ჩხიკვაძე

მინი აფთიაქი აგარაკისთვის
რეკომენდებული პროდუქტები
კარგი მხედველობის და ნერვული სისტემის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 28.9
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად
ფასი: 75
მხედველობის ჯანმრთელობისთვის-30აბი
ფასი: 44.9
მსგავსი სიახლეები
სამედიცინო-საინფორმაციო ქოლ-ცენტრი "მედიქოლი" (2 500 500) და სააფთიაქო ქსელი "სახალხო აფთიაქი"
23-07-2019
ევროპის კარდიოლოგიური საზოგადოება 50 წლის განმავლობაში 1200 ადამიანს აკვირდებოდა. კვლევის მიზანი იყო
18-09-2018