სამოსი და ხასიათი
2. როგორ ქსოვილებს ამჯობინებთ?
სადას - 3 ქულა, ჭრელაჭრულას - 2 ქულა, ჩემთვის სულერთია - 0 ქულა
3. როგორი სტილი გაქვთ?
საქმიანი - 0 ქულა, სპორტული - 3 ქულა, შედარებით მოდური - 5 ქულა, ულტრამოდური - 7 ქულა
4. გყოფნით სითამამე, შეიმოსოთ ექსტრავაგანტულად ან პირველმა ჩაიცვათ ულტრამოდური ტანსაცმელი?
კი - 5 ქულა, ხშირად - 3 ქულა, არა - 0 ქულა
5. მოგწონთ ფერთა თამამი შეხამება?
კი - 5 ქულა, ზოგჯერ - 3 ქულა, არა - 0 ქულა
6. როგორ თავსაბურავს ამჯობინებთ?
ფართოფარფლიან შლაპას - 7 ქულა, ვუალიან შლაპას - 4 ქულა, პატარა შლაპას - 2 ქულა, საერთოდ ვერ წარმოგიდგენიათ თავი შლაპით - 0 ქულა
7. როგორი ჩანთა მოგწონთ?
საქმიანი სტილის დიდი ზომის ჩანთა - 4 ქულა, მკაცრი ტიპის ქალური ხელჩანთა - 3 ქულა, ძალიან პატარა ხელჩანთა - 2 ქულა, მომწონს ის, რაც მოდურია - 0 ქულა
8. გიყვართ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი?
კი - 3 ქულა, არა - 0 ქულა
9. კარადაში მოგეპოვებათ თუნდაც ერთი რამ, თქვენი ნახელავი?
კი -3 ქულა, არა - 0 ქულა
10. შინ გაცვიათ?
კაბა - 5 ქულა, სპორტული კოსტიუმი - 3 ქულა, ხალათი - 0 ქულა
11. ქსოვილზე თქვენი საყვარელი მოხატულობაა?
ყვავილები - 7 ქულა, წრეები, წინწკლები - 5 ქულა, ზოლები - 3 ქულა, გეომეტრიული ფიგურები - 1 ქულა, სადა ქსოვილებს ამჯობინებთ - 0 ქულა
დააჯამეთ ქულები
5-დან 11 ქულის ჩათვლით - თქვენ ყურადღებიანი და წინდახედული ადამიანი ბრძანდებით. აფასებთ სიმშვიდესა და სტაბილურობას. არ ჩქარობთ გულის გადაშლას, თუმცა ყოველთვის თავაზიანი და სალმიანი ხართ გარშემო მყოფებთან. კონტაქტს ძნელად ამყარებთ, ახალი ნაცნობობის გაბმა საკმაოდ გიჭირთ, მაგრამ თუ ვინმეს დაუახლოვდით, ეს ურთიერთობა სამუდამო იქნება. კარგი დიასახლისი ხართ, მომთხოვნი დედა, სამსახურში კი საუკეთესო შემსრულებელი.
12-დან 22 ქულის ჩათვლით - წინააღმდეგობებით აღსავსე ხასიათი გაქვთ. მხიარულ განწყობაზე მყოფს უმიზეზოდ უცებ მოწყენილობა გიპყრობთ, უგუნებოდ მყოფი კი შესაძლოა თავბრუდამხვევ მხიარულებაში გადაეშვათ. მუდამ მოძრაობთ, მოქმედებთ, ხშირად იცვლით შეხედულებებს, რაც, ჩვეულებრივ, არ მოსწონთ გარშემო მყოფებს. სამსახურში ენერგიული პერიოდები ხშირად გეცვლებათ უმოქმედობისა და აპათიის დღეებით.
23-დან 37 ქულის ჩათვლით - თქვენ ახლოს ხართ ოქროს შუალედთან. არ გიჭირთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობა, არც მათ - თქვენთან. საზოგადოდ, კეთილგანწყობილი პიროვნება ბრძანდებით, იოლად არ კარგავთ წონასწორობას, მაგრამ თუ საჭირო გახდა, სწრაფ რეაქციასაც ამჟღავნებთ. უნარი შეგწევთ, მათი ნდობაც კი მოიპოვოთ, ვინც თავდაპირველად კეთილად არ იყო თქვენდამი განწყობილი. თქვენი სახლი მეგობრებისთვის მშვიდი ნავსაყუდელია.
37 ქულაზე მეტი - ადვილად ფეთქდებით და ასევე ადვილად ცხრებით. იოლად ექცევით შთაბეჭდილების გავლენის ქვეშ, ვერ ფარავთ გრძნობებს. ეს პრობლემებს გიქმნით გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში, ცხოვრებას გირთულებთ.