მოზარდთა კონფლიქტურობის გამოკვლევა დაუმთავრებელი წინადადებების მეთოდით
ინსტრუქცია: წაიკითხეთ წინადადებები და დაასრულეთ იმ სიტყვებით, რომლებიც პირველი მოგივათ თავში.
წარსულისადმი დამოკიდებულება
1. როცა პატარა ვიყავი...
2. ოდესღაც მე...
3. ისევ პატარა რომ ვიყო...
4. ჩემი ბავშვობის ყველაზე ცოცხალი მოგონებაა...
მომავლისადმი დამოკიდებულება
1. მომავალი მეჩვენება...
2. იმედი მაქვს...
3. დადგება დღე, როდესაც...
4. როცა დავბერდები...
ცხოვრებისეული მიზნები
1. ყოველთვის მინდოდა...
2. ბედნიერი ვიქნებოდი, რომ...
3. ჩემი ფარული მიზანია...
4. ცხოვრებაში ყველაზე მეტად ვისურვებდი...
მამისადმი დამოკიდებულება
1. ვფიქრობ, მამაჩემი იშვიათად...
2. მამაჩემმა რომ მოინდომოს...
3. მინდა, რომ მამაჩემმა...
4. ვფიქრობ, მამაჩემი...
დედისადმი დამოკიდებულება
1. დედაჩემი...
2. დედაჩემი და მე...
3. მიმაჩნია, რომ დედების უმრავლესობა...
4. მიყვარს დედაჩემი, მაგრამ...
მეგობრებისა და ნაცნობებისადმი დამოკიდებულება
1. ვფიქრობ, ნამდვილი მეგობარი...
2. არ მიყვარს ადამიანები, რომლებიც...
3. ყველაზე მეტად მიყვარს ადამიანები, რომლებიც...
4. ჩემი არყოფნისას ჩემი მეგობრები...
ოჯახისადმი დამოკიდებულება
1. მრავალ სხვა ოჯახთან შედარებით, ჩემი ოჯახი...
2. ჩემი ოჯახი ისე მეპყრობა, თითქოს...
3. ჩემთვის ნაცნობი ოჯახების უმრავლესობა...
4. როცა პატარა ვიყავი, ჩემი ოჯახი...
მამაკაცებისადმი (ქალებისადმი) დამოკიდებულება
1. ჩემთვის ქალის (მამაკაცის) იდეალია...
2. მიმაჩნია, რომ გოგონების (ბიჭების) უმრავლესობა...
3. მიმაჩნია, რომ ქალების (მამაკაცების) უმრავლესობა...
4. არ მომწონს, როდესაც ქალები (მამაკაცები)...
სქესობრივი ცხოვრებისადმი დამოკიდებულება
1. როდესაც ვხედავ ქალს მამაკაცთან ერთად...
2. მეჩვენება, რომ ცოლქმრული ცხოვრება...
3. მე რომ ნორმალური სქესობრივი ცხოვრება მქონდეს...
4. ჩემი სქესობრივი ცხოვრება...
სკოლისა და მასწავლებლებისადმი დამოკიდებულება
1. ჩვენი სკოლის დირექტორი...
2. ჩემი მასწავლებლები...
3. როდესაც კლასის დამრიგებელი მიახლოვდება...
4. ადამიანები, რომელთა უპირატესობასაც ვაღიარებ...
დამოკიდებული ადამიანებისადმი დამოკიდებულება
1. მე რომ ხელმძღვანელის პოსტი მეკავოს...
2. თუ ვინმე ჩემი ხელმძღვანელობით მუშაობს...
3. ჩემი თანაკლასელები...
4. როდესაც სხვებს დავალებას ვაძლევ...
ამხანაგებისა და თანაკლასელებისადმი დამოკიდებულება
1. ყველაზე უკეთ ვმუშაობ...
2. ისინი, ვისთან ერთადაც ვსწავლობ...
3. მიყვარს მუშაობა იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც...
4. ისინი, ვინც სწავლობენ ან მუშაობენ ჩემთან ერთად...
შიშები და სიფრთხილეები
1. ვიცი, რომ სისულელეა, მაგრამ მაინც მეშინია...
2. ჩემი მეგობრების უმრავლესობამ არ იცის, რომ მეშინია...
3. მინდა, აღარ მეშინოდეს...
4. ჩემს სიფრთხილეს არაერთხელ ვუიძულებივარ...
დანაშაულის შეგნება
1. ყველაფერს გავაკეთებდი, რომ დავივიწყო...
2. ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ...
3. პატარაობისას თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, თუკი...
4. ყველაზე უარესი რამ, რაც კი ოდესმე ჩამიდენია, იყო...
საკუთარი თავისადმი დამოკიდებულება
1. თუ ყველა ჩემი წინააღმდეგია, მაშინ...
2. ვფიქრობ, საკმარისი უნარი მაქვს საიმისოდ, რომ...
3. ჩემი ყველაზე დიდი სისუსტეა...
4. როდესაც ხელი მეცარება, მე...