ვისთან ერთად გირჩევნიათ ახლი წლის შეხვედრა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვისთან ერთად გირჩევნიათ ახლი წლის შეხვედრა

;

არჩევანი და ტრადიცია, რომელსაც იშვიათად ღალატობენ, ადამიანის ბუნებაზე, მის ხასიათსა და თვისებებზე მეტყველებს. გთავაზობთ ტესტს, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ გაარკვიოთ, სად და როგორ გარემოში გიჯობთ ახალი წლის შეხვედრა.

თქვენ, რა თქმა უნდა, ყველაზე უკეთ იცით, ვისთან ერთად გირჩევნიათ ახალი წლის გატარება, მაგრამ არის კი ეს წრე თქვენთვის ოპტიმალური? სწორედ ამის გარკვევაში დაგეხმარებათ ტესტი.

პასუხის სამი ვარიანტიდან აირჩიეთ ერთი:

  • სად უფრო მოგწონთ ახალი წლის შეხვედრა?

  1. სახლში, ოჯახურ წრეში (5 ქულა);
  2. რესტორანში ან კლუბში (15 ქულა);
  3. ნებისმიერ სხვა ადგილას (10 ქულა).
  • თქვენი აზრით, ახალი წლის შესახვედრად იდეალურია...

  1. ოჯახური გარემოცვა (5 ქულა);
  2. უახლოესი მეგობრების წრე (10 ქულა);
  3. ხალხმრავალი გარემო, სადაც ბევრ უცნობ ადამიანს შეხვდებით (15 ქულა).
  • გიყვართ თუ არა ტელევიზორის ყურება ახალი წლის ღამეს?

  1. კი, მთელ სადღესასწაულო პროგრამას ვუყურებ; (5 ქულა);
  2. ზოგჯერ ვუყურებ, წინასწარ მაქვს მონიშნული ყველაზე საინტერესო გადაცემები (10 ქულა);
  3. მირჩევნია, გამეორებას ვუყურო, ახალი წლის ღამეს კი ვიმხიარულო და მოვილხინო (15 ქულა).
  • ვის უძღვნით საახალწლოდ საჩუქრებს?

  1. ოჯახის წევრებს (10 ქულა);
  2. მეგობრებსა და ახლობლებს (15 ქულა);
  3. ეს აუცილებლად არ მიმაჩნია (5 ქულა).
  • მისალოც ბარათებს თუ უგზავნით ვინმეს?

  1. არა, არ მომწონს მილოცვის ეს ფორმა (5 ქულა);
  2. კი, ვუგზავნი ზოგიერთ მეგობარსა და ახლობელს (10 ქულა);
  3. ყოველთვის ვაგზავნი, მილოცვის ეს ფორმა ძალიან მომწონს (15 ქულა).
  • როგორი უნდა იყოს, თქვენი აზრით, საახალწლო სუფრა?

  1. უხვი, კერძებითა და ტკბილეულით სავსე (15 ქულა);
  2. ზომიერად უნდა იყოს დატვირთული (10 ქულა);
  3. მოკრძალებული, მხოლოდ საყვარელი კერძებით გაწყობილი (5 ქულა)
  • თქვენი საყვარელი მუსიკა...

  1. ჩანაწერები ყოველთვის თან დამაქვს (10 ქულა);
  2. გამორჩევით საყვარელი ნაწარმოებები არ მაქვს (15 ქულა);
  3. მუსიკა მაინცდამაინც არ მიყვარს (5 ქულა).

  • შეაჯამეთ ქულები:

45 ქულამდე - თქვენ საკმაოდ ანგარიშიანი და მომჭირნე ბრძანდებით, ამავე დროს _ კონსერვატორიც. თქვენი დამახასიათებელი თვისებაა მოკრძალებაც. გამოირჩევით პრაქტიკულობით, ამიტომ დიდი და ხმაურიანი თავყრილობები არ მოგწონთ. თქვენთვის ოპტიმალური ვარიანტია, შეხვდეთ ახალ წელს ოჯახურ, მყუდრო ატმოსფეროში.

45-დან 80 ქულამდე - არ გიყვართ უკიდურესობანი, არ ხართ მომთხოვნი. კარგი მოსაუბრე ბრძანდებით, შეგიძლიათ, იმხიარულოთ და სხვებიც გაახალისოთ. თქვენი მეგობრები ყოველივე ამას აფასებენ, ამიტომ გაატარეთ ახალი წლის ღამე მეგობრების წრეში, ეს თქვენ ყველაზე მეტ სიხარულსა და სიამოვნებას მოგანიჭებთ.

80 ქულაზე მეტი - იოლად ამყარებთ კონტაქტს და წვეულებაზე იმკვიდრებთ კიდეც გამორჩეულ ადგილს. გიყვართ მუსიკა. არ ხართ მომჭირნე, ადვილად და ზოგჯერ უაზროდაც ხარჯავთ ფულს. თქვენს ხასიათში არის რაღაც ბოჰემურიც. ამიტომაც თქვენთვის უმჯობესია, ახალ წელს დიდ და ნაკლებად ნაცნობ წრეში შეხვდეთ.