სამედიცინო ტესტი

რანდენად დაკვირვებული ხართ?
1. მიდიხარ რომელიმე ორგანიზაციაში:
ა) ყურადღებას აქცევთ მაგიდების და სკამების მდებარეობას;
ბ) ყურადღებას აქცევთ ობიექტების ზუსტ მდებარეობას;
გ) უყურებას აქცევთ, თუ რა კიდია კედლებზე;
2. შეხვედრისას ადამიანს:
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ა) უყურებთ მხოლოდ სახეში;
ბ) შეუმჩნევლად ათვალიერებთ თავიდან ფეხებამდე;
გ) ყურადღებას აქცევთ მხოლოდ სახის ცალკეულ ნაკვთებს (თვალებს, ცხვირს...).
3. რა გამახსოვრდებათ დანახული პეიზაჟიდან?
ა) ფერები;
ბ) ცა;
გ) განცდა, რომელმაც მისი დანახვისას მოგიცვათ.
4. ახალგაღვიძებული:
ა) იხსენებთ, რა გაქვთ იმ დღეს გასაკეთებელი;
ბ) იხსენებთ სიზმარს;
გ) იხსენებთ წინა დღეს მომხდარს.
5. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლისას:
ა) წინ მიიწევთ, ისე, რომ ყურადღებას არავის აქცევთ;
ბ) ათვალიერებთ ხალხს;
გ) ესაუბრებით გვერდით მდგომს.
6. ქუჩაში:
ა) ათვალიერებთ ტრანსპორტს;
ბ) ათვალიერებთ შენობების ფასადებს;
გ) ათვალიერებთ ფეხით მოსიარულეებს.
7. როცა ვიტრინას შეჰყურებთ:
ა) ინტერესდებით მხოლოდ იმით, რაც შეიძლება გამოგადგეთ;
ბ) უყურებთ იმასაც, რაც არ გჭირდებათ;
გ) ყურადღებით ათვალიერებთ თითოეულ ნივთს.
8. როცა შინ რაღაცას ეძებთ:
ა) კონცენტრირდებით იმ ადგილზე, სადაც შესაძლოა დაგეტოვებინათ ეს ნივთი;
ბ) ეძებთ ყველგან;
გ) მის ადგილსამყოფელს ოჯახის წევრებს ეკითხებით.
9. ახლობლებისა და მეგობრების ძველი ფოტოების თვალიერებისას:
ა) ღელავთ;
ბ) გეცინებათ;
გ) ცდილობთ, ამოიცნოთ, ვინ არის აღბეჭდილი ფოტოზე.
10. შემოგთავაზეს აზარტული თამაში, რომლისაც არაფერი გაგეგებათ. თქვენ:
ა) ცდილობთ, შეისწავლოთ ეს თამაში და მოიგოთ;
ბ) ვიდრე წესებში არ გაერკვევით, უარს ამბობთ ამ წამოწყებაზე;
გ) საერთოდ არ თამაშობთ.
11. როდესაც პარკში ვინმეს ელოდებით:
ა) ყურადღებით აკვირდებით თქვენს ახლოს მსხდომებს;
ბ) კითხულობთ გაზეთს;
გ) ფიქრობთ/ოცნებობთ.
12. ვარსკვლავიან ღამეს:
ა) ცდილობთ, იპოვოთ თანავარსკვლავედი;
ბ) უბრალოდ შესცქერით ცას;
გ) ცას საერთოდ არ უყურებთ.
13. წიგნის კითხვისას:
ა) ფანქრით მონიშნავთ იმ ადგილს, სადამდეც მიხვედით;
ბ) სანიშნს ტოვებთ;
გ) საკუთარ მეხსიერებას ენდობით.
14. გახსოვთ თქვენი მეზობლების:
ა) სახელი და გვარი;
ბ) გარეგნობა;
გ) არც ერთი და არც მეორე.
15. წვეულების დაწყებამდე გაწყობილი სუფრის წინ მდგარი:
ა) ტკბებით მისი მშვენიერებით;
ბ) ამოწმებთ, ყველაფერი ადგილზეა თუ არა;
გ) ამოწმებთ, წესისამებრ არის თუ არა შემოწყობილი სკამები.
ქულები ცხრილის მეშვეობით დააჯამეთ:
150-დან 100 ქულამდე - უდავოა, თქვენ მეტისმეტად დაკვირვებული ხართ. ამავე დროს უნარი შეგწევთ, გაანალიზოთ საკუთარი ქმედებანი. შესანიშნავად შეგიძლიათ სხვების შეფასებაც.
- 99-დან 75 ქულამდე - საკმაოდ გაქვთ განვითარებული დაკვირვების უნარი, თუმცა შეფასებისას ზოგჯერ მეტისმეტად ფრთხილობთ.
- 74-დან 45 ქულამდე - მაინცდამაინც არ გაინტერესებთ ის, რაც გარეგნობისა თუ ქცევის მანერის მიღმა იმალება, თუმცა ურთიერთობისას სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემებს იშვიათად აწყდებით.
- 45 ქულაზე ნაკლები - სრულებით არ გაინტერესებთ ირგვლივ მყოფთა ფარული აზრები. არათუ სხვისი, საკუთარი ქმედებების გასაანალიზებლადაც კი ვერ იცლით. ხომ არ გეწყინებათ, ეგოისტად რომ მიგიჩნიონ?