შეიძინეთ მხოლოდ შემოწმებული ხორცი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შეიძინეთ მხოლოდ შემოწმებული ხორცი

გირჩევთ, ხორცი შემოწმებული შეიძინოთ, რადგან ადამიანისთვის დაავადებულ ხორცთან შეხებაც კი სახიფათოა. ერთ-ერთი გავრცელებული დაავადება, რომლითაც შეიძლება შეუმოწმებელმა ხორცმა დაგვასაჩუქროს, ჯილეხია.

რა არის ჯილეხი და რამდენად საშიშია იგი ადამიანისთვის?

ჯილეხი ანუ ციმბირის წყლული მწვავე ინფექციური დაავადებაა. ინფექციის ძირითადი წყაროა დაავადებული შინაური ცხოველი, უპირატესად - მსხვილი რქოსანი პირუტყვი. ადამიანის ორგანიზმში ჯილეხის გამომწვევი შესაძლოა შეიჭრას დაზიანებული კანიდან, სასუნთქი ორგანოებიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. კანიდან გამომწვევის შეჭრა ხდება დაავადებული ცხოველის მოვლის ან დაკვლის, დაცემული ცხოველის გატყავების ან/და დამარხვის, ინფიცირებული ხორცის, ტყავის ან ბეწვის დამუშავების დროს. ამიტომ რამდენიმე რჩევა გაითვალისწინეთ:

  • თუ ცხოველის დაკვლა დააპირეთ, აუცილებლად შეატყობინეთ ვეტექიმს და მისი რეკომენდაციის მიხედვით იმოქმედეთ. თუ თქვენი პირუტყვი დაეცა, მის შეხებასაც კი ნუ ეცდებით, ვიდრე საქმის კურსში არ ჩააყენებთ ვეტექიმს.
  • ჯილეხის გამომწვევი შეიძლება გადაეცეს მიწასთან კონტაქტითაც. ჯილეხის მიკრობი ნიადაგში წლობით ინარჩუნებს სიცოცხლისა და დაავადების გამოწვევის უნარს. განსაკუთრებით უნდა ერიდოთ დაცემული ცხოველების სამარხებს, რომლებიც, წესით, შემოღობილი უნდა იყოს და სათანადო წარწერა ჰქონდეს.
  • ეცადეთ, ხორცი იყიდოთ აგრარულ ბაზარში ან მაღაზიაში, ხორცის სარეალიზაციოდ გამოყოფილ ადგილებში, მაგრამ გამყიდველს ყოველი შემთხვევისათვის მაინც მოსთხოვეთ ცნობა ხორცის კეთილსაიმედოობის შესახებ. თუ მაინც მოგიწიათ ხორცის ყიდვა ქუჩაში, გზატკეცილზე ან სხვაგან, აუცილებლად მოითხოვეთ ცნობა, რომ ხორცი შემოწმებულია.
  • დაავადებული ცხოველის ხორცის ჭამის შემთხვევაში ადამიანი ძალიან მალე კვდება. თუ ცხოველი დაეცა, იგი აუცილებლად უნდა დაიმარხოს!

როგორ მოვიქცეთ, რომ პირუტყვი არ დაგვიავადდეს?

თუ საქონელი აცრილია, მისი დაავადების საფრთხე არ არსებობს. შესაბამისად, თქვენც დაზღვეული ხართ.

როგორ უნდა მოვიქცეთ დაავადების შემთხვევაში?

პირველ ყოვლისა, მიმართეთ ექიმს და დაიწყეთ მკურნალობა. მნიშვნელობა აქვს თითოეულ დღესა და საათს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ინფიცირება სახისა და კისრის არეში მოხდა. როგორ ამოვიცნოთ ჯილეხი? თუ ჯილეხის გამომწვევით კანი დაინფიცირდა, პირველი ნიშანიც კანზე გაჩნდება, სწორედ იმ ადგილას, რომელიც დაავადებული პირუტყვის ხორცს ან გამომწვევით დაბინძურებულ საგანსა თუ მიწას შეეხო. ამ ადგილას წარმოიქმნება ლაქა, რომელიც მოგვიანებით მოყვითალო-მოშავო შიგთავსის მქონე ბუშტუკად იქცევა. ბუშტუკი მქავანაა, ქავილისას სკდება და წყლულად იქცევა. ჯილეხის წარმონაქმნი ძალიან ჰგავს ძირმაგარას, მაგრამ, მისგან განსხვავებით, უმტკივნეულოა. ჯილეხის მკურნალობა კომპლექსურია. სპეციფიკური მკურნალობისთვის გამოიყენება ჯილეხის საწინააღმდეგო ჰეტეროგენული გლობულინი. ეტიოტროპული საშუალებებიდან ინიშნება ანტიბიოტიკები (პენიცილინი, ცეფალოსპორინების ჯგუფის პრეპარატები), მძიმე და გენერალიზებული ფორმის შემთხვევაში ტარდება დეზინტოქსიკაციური თერაპია, ინფექციურ-ტოქსიკური შოკის დროს რეკომენდებულია ჰორმონოთერაპია. ლოკალური ფორმის შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა, გენერალიზებული ფორმისას კი გამოჯანმრთელება იშვიათია.

რა პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდება ჯილეხის საწინააღმდეგოდ?

დაავადებასთან ბრძოლა სამედიცინო და ვეტერინარული სამსახურების კომპეტენციაა. აუცილებელია კომპლექსური ღონისძიებების გატარება. ვეტერინარულ-სანიტარული ზედამხედველობის მიზანია:

  • ინფექციის წყაროს გამოვლენა;
  • კერების აღრიცხვა;
  • ცხოველთა აცრა;
  • ზედამხედველობა ხორცისა და ცხოველთა ნედლეულის დამზადებაზე, შენახვასა და ტრანსპორტირებაზე, დაღუპულ ცხოველთა გაუვნებლებასა და სპეციალური სამარხების მოწყობაზე.

ჯილეხით დაავადებულის ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია. პალატაში ატარებენ მიმდინარე დეზინფექციას სველი წესით. ნახმარი შესახვევი მასალა უნდა დაიწვას. ავადმყოფის გაწერა შეიძლება ქერქის მოშორებისა და წყლულის დანაწიბურების შემდეგ. ჯილეხის მხრივ საეჭვო და ჯილეხიან ავადმყოფთან კონაქტში მყოფი პირები რვა-ათი დღით იზოლირებულნი უნდა იქნენ. დაავადებულთან ან ცხოველთან კონტაქტში მყოფ პირებს, აგრეთვე - მათ, ვინც მონაწილეობა მიიღო ავადმყოფი ცხოველის გაუვნებლებასა და დამარხვაში ან ჭამა მისი ხორცი, პირველი ხუთი დღის განმავლობაში პროფილაქტიკისთვის ჯილეხის საწინააღმდეგო გლობულინს უკეთებენ.

დაავადებული პირუტყვის ტყავისა და ხორცის განზრახ გაყიდვა ისჯება კანონით.