/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ინფექციური

ციმბირის წყლული

ციმბირის წყლული
ციმბირის წყლული, იგივე ჯილეხი, მწვავე ინფექციური დაავადებაა. ინფექციის ძირითადი წყაროა დაავადებული შინაური ცხოველი, განსაკუთრებით - მსხვილი რქოსანი პირუტყვი.

ადამიანის ორგანიზმში ჯილეხის გამომწვევი შესაძლოა შეიჭრას დაზიანებული კანიდან, სასუნთქი ორგანოებიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. კანიდან გამომწვევის შეჭრა უმთავრესად დაავადებული საქონლის მოვლისა და დაკვლის, დაცემული პირუტყვის გატყავებისა და დამარხვის, ინფიცირებული ხორცის, ტყავისა და ბეწვის დამუშავების დროს ხდება. დროული სათანადო მკურნალობის გარეშე ადამიანი შესაძლოა მოკვდეს.

როგორ შეიძლება დაავადდეთ ჯილეხით

თუ პირუტყვის დაკვლა დააპირეთ, აუცილებლად შეატყობინეთ ვეტექიმს და შემდეგ მისი რეკომენდაციისამებრ იმოქმედეთ. თუ საქონელი მოულოდნელად დაეცა, არამცთუ მოვლას, შეხებასაც კი ნუ ეცდებით, ვიდრე საქმის კურსში არ ჩააყენებთ ვეტექიმს. მხოლოდ მას შეუძლია გირჩიოთ, როგორ მოიქცეთ. ჯილეხის გამომწვევი შესაძლოა გადაეცეს მიწასთან კონტაქტითაც. მისი სპორები წლობით ძლებს ნიადაგში და ინარჩუნებს დასნებოვნების უნარს. განსაკუთრებით უნდა ერიდოთ დაცემული ცხოველების სამარხს. ასეთი ადგილები, წესით, შემოკავებული უნდა იყოს და გაკეთებული ჰქონდეს სათანადო წარწერა. შესაძლოა დაავადდეთ აგრეთვე ნაყიდი ხორცის დამუშავების, მისგან კერძის მომზადების დროს და, რა თქმა უნდა, ჭამის შედეგადაც, ამიტომ უნდა ეცადოთ, ხორცი საიმედო ადგილას, მის სარეალიზაციოდ საგანგებოდ გამოყოფილ ადგილებში შეიძინოთ. ყოველი შემთხვევისთვის გამყიდველს მაინც მოსთხოვეთ ხორცის ხარისხიანობის დამადასტურებელი ცნობა. თუ მაინც მოგიხდათ ხორცის შეძენა გზატკეცილზე, ქუჩაში, მასობრივი თავშეყრის ადგილას, აუცილებლად მოითხოვეთ ცნობა ხორცის შემოწმების შესახებ. დაიმახსოვრეთ: დაავადებული საქონლის ხორცის ჭამა ძალიან საშიშია. თუ პირუტყვი დაეცა, იგი აუცილებლად უნდა დაიმარხოს.

როგორ დავიცვათ შინაური ცხოველები დაავადებისგან?

თუ პირუტყვი აცრილია ჯილეხზე, მისი დაავადების საფრთხე არ არსებობს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.დღეს ჩამოვედით სოფელში. ჩემი ბებოს ძაღლი მგელს ან ტურას დაუგლეჯია ორი თვის წინ. დიდი ჭრილობა ქონია კისერთან ,მაგრამ მოურჩენიათ და ახლა კარგადაა ძაღლი. ჩვეულებრივადაა. მყავს ბავშვები ახლა რა მაინტერესებს ჩვენ ძაღლს უტარდება აცრები ყოველ წელს ,როგორც ბებომ მითხრა. ცოფიან მგელს ან ტურას რომ დაეგლიჯა ორი თვის წინ ამდენი ხანი ხომ გამოუვლინდებოდა ჩემს ძაღლს ცოფის სიმპტომები? ვნერვიულობ ბავშვებს ეზოშო ყოველ წამს გიჟივით ვერ გავაკონტროლებ თან უყვართ და თამაში უნდათ</p>

თუ დაავადდით

თუ მაინც დაავადდით, რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ ექიმს და დაიწყეთ სათანადო მკურნალობა. ყოველი დღე შესაძლოა საბედისწერო გახდეს, განსაკუთრებით - თუ გამომწვევის შეჭრა სახისა და კისრის არეში მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ
ციმბირის წყლულის გამომწვევი და ბიოლოგიური იარაღი

mkurnali.geროგორ ამოვიცნოთ ციმბირის წყლული

თუ გამომწვევი კანიდან შეიჭრა, პირველი ნიშანიც კანზე გაჩნდება, სწორედ იმ ადგილზე, რომელიც შეეხო დაავადებული პირუტყვის ხორცს, გამომწვევით დაბინძურებულ საგანს თუ მიწას. ამ ადგილას წარმოიქმნება ლაქა, რომელიც მოგვიანებით მოყვითალო-მოშავო ფერის შიგთავსიან ბუშტუკად იქცევა. ბუშტუკი მქავანაა. ზოგჯერ - სწორედ ქავილის გამო, ზოგჯერ კი თავისთავად ბუშტუკი სკდება და მის ადგილას ჩნდება წყლული, საიდანაც დის სეროზულ-ჰემორაგიული სითხე. წყლულის ირგვლივ ვითარდება შეშუპება და სიწითლე, რომელიც ზოგჯერ მოზრდილ არეს იკავებს. წყლული იფარება შავი ნეკროზული ქერქით. ქერქი ნახშირს ჰგავს, რის გამოც მას ანთრაქსი (ბერძ. ნახშირი) უწოდეს. წყლულის ირგვლივ ჩნდება მოწითალო-მოვარდისფრო შვილეული ბუშტუკები, რომლებიც, ძირითადი ბუშტუკის მსგავსად, წყლულდება. ეს წყლულის გაფართოებას იწვევს. კარბუნკულის დიამეტრმა შესაძლოა 8-15 სმ-საც კი მიაღწიოს. ციმბირის წყლულის კარბუნკული უმტკივნეულოა, ამიტომაც ხალხმა დაავადებას "ბედნიერი" უწოდა. განასხვავებენ დაავადების ორ კლინიკურ ფორმას: კანისას (ლოკალურს, ადგილობრივს) - გვხვდება შემთხვევათა 98%-ში - და სეპტიკურს (გენერალიზებულს). ეს უკანასკნელი გაცილებით იშვიათია. კანის ფორმა ათიდან 8 შემთხვევაში მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს, მხოლოდ 20%-ში გვხვდება მძიმე მიმდინარეობა. კანის ფორმის დროს ქირურგიული ჩარევა ნაჩვენები არ არის. მკურნალობა კომპლექსურია. იყენებენ ჯილეხის საწინააღმდეგო ჰეტეროგენულ გლობულინს, ანტიბიოტიკებს (პენიცილინის, ცეფალოსპორინების ჯგუფი). მძიმე და გენერალიზებული ფორმის შემთხვევაში ტარდება დეზინტოქსიკაციური თერაპია. ინფექციურ-ტოქსიკური შოკის დროს რეკომენდებულია ჰორმონოთერაპია. ლოკალური ფორმის დროს პროგნოზი კეთილსაიმედოა, გენერალიზებულის შემთხვევაში კი გამოჯანმრთელება იშვიათია.

პროფილაქტიკური ღონისძიებები

დაავადებასთან საბრძოლველად სამედიცინო და ვეტერინარული სამსახურები კომპლექსურ ღონისძიებებს ატარებენ. ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის მიზანია ინფექციის წყაროს გამოვლენა, კერების აღრიცხვა, ცხოველთა აცრა, ზედამხედველობა ხორცისა და ცხოველთა ნედლეულის დამზადებაზე, შენახვასა და ტრანსპორტირებაზე, დაღუპულ პირუტყვთა გაუვნებლებასა და სპეციალური სამარხების მოწყობაზე. ჯილეხის მხრივ საეჭვო და ჯილეხიან ავადმყოფთან კონტაქტში მყოფი პირები 8-10 დღით იზოლირებულნი უნდა იყვნენ. საავადმყოფოდან გაწერა შეიძლება ქერქის მოშორებისა და დანაწიბურების შემდეგ. მათ, ვინც რისკჯგუფში შედის, საპროფილაქტიკოდ პირველი 5 დღის განმავლობაში უკეთებენ ჯილეხის საწინააღმდეგო გლობულინს. ჯილეხის პროფილაქტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სანიტარიულ-საგანმანათლებლო მუშაობას ანუ მოსახლეობის ინფორმირებას. დაავადებული პირუტყვის ხორცის განზრახ გაყიდვა ისჯება კანონით.

კომენტარები (1)
Dato
Gamarjobat, 2 dge sicxe mqonda, 37 da 5 xazi da 38, aranaeri wamali sicxes ar migdebda, gamit tavisit miwevda sicxe da 36 da 6 xazze chamodioda, exla 36 da 9 xazi maqvs mteli dge, ragac witivit gamoibera sicxeebis dros, meore tu mesame dges tavze sishave gaiketa,ragac gamxmarivit iyo,movadzvre is sishave da sitxe modis cot cota mteli dgis ganmavlobashi, qavilis shegrdzneba ar maqvs iq saertod,igvliv siwitlec aaqvs
თარიღი : 11-09-2017
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ციმბირის წყლული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები