რა არის რძემჟავა პროდუქტები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

რა არის რძემჟავა პროდუქტები

რა არის რძემჟავა პროდუქტები

ყველამ ვიცით, რომ თუ რძე სითბოში გავაჩერეთ, ამჟავდება, თუმცა იმის მიხედვით, რომელი მიკროორგანიზმები გამრავლდება ამ დროს რძეში, ამჟავებული პროდუქტი შესაძლოა ან მავნე გამოვიდეს, ან ძალიან გემრიელი და სასარგებლო. ასე მზადდება ე.წ. რძემჟავა პროდუქტები - შემთბარ რძეში შეაქვთ სპეციალურად შერჩეული სასარგებლო მიკროორგანიზმების კულტურა (დედო), რომლებიც გამრავლებისას რძის შემადგენელ კომპონენტებს გემრიელ და უფრო ადვილად ასათვისებელ ნივთიერებებად გარდაქმნიან. ასე კეთდება მაწონი, იოგურტი, კეფირი, არაჟანი, ხაჭო...

მსოფლიოში სხვადასხვა დასახელების ასობით რძემჟავა პროდუქტი იწარმოება. ყველა ასეთი პროდუქტი სასარგებლოა. ყოველ მათგანს აქვს მაღალი კვებითი ღირებულება, სასიამოვნო გემო

და ადვილად ასათვისებელია. ამასთან ერთად, ეს პროდუქტები ისევე მდიდარია სრულფასოვანი ცილებით, კალციუმით, ფოსფორით და სხვა მინერალური ნივთიერებებით, როგორც რძე. ტრადიციული თუ თანამედროვე მედიცინა ერთხმად ამტკიცებენ, რომ რძემჟავა პროდუქტების რეგულარული მოხმარება აუმჯობესებს ჯანმრთელობას და ახანგრძლივებს სიცოცხლეს. უკვე რამდენიმე კვირაში ნაწლავებში წყდება ლპობის პროცესები, ღვიძლი და თირკმელები
უკეთ მუშაობენ. განსაკუთრებით კარგია შედეგი დისბაქტერიოზის, შეკრულობის, კოლიტის და მძიმე მეტალებით მოწამვლის დროს. რძემჟავა პროდუქტები სასარგებლოა როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვისაც ნებისმიერ ასაკში. ყოველივე ამის მიზეზი ის არის, რომ შედედების პროცესში დედოს მიკროორგანიზმების გავლენით რძეში ჩვენი ორგანიზმისთვის სასარგებლო გარდაქმნები მიმდინარეობს: ნაწილობრივ იხლიჩება რძის ცილები, რაც საგრძნობლად უადვილებს ორგანიზმს მათ ათვისებას. მაგალითად, რძის ცილების ათვისება 1 საათის განმავლობაში არ აღემატება 32%-ს, რძემჟავა პროდუქტების ცილების ათვისება იმავე ხნის განმავლობაში 91%-ის ტოლია. იშლება რძის შაქარი - ლაქტოზა, რომელიც ასაკოვანი ადამიანებისთვის ძნელი ასათვისებელია. ამის გამო რძემჟავა პროდუქტებს, რძისგან განსხვავებით, კარგად ითვისებს ყველა ასაკის ადამიანი; შედედების პროცესში წარმოიქმნება რძემჟავა, რომელიც ლპობის ბაქტერიების გამრავლებას ამუხრუჭებს და ხელს უწყობს ნაწლავების ნორმალური, ორგანიზმისთვის სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას, მათ შორის ბიფიდობაქტერიებისას, რომლებიც ანადგურებენ დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს, იცავენ ნაწლავების ლორწოვან გარსს ავადმყოფობის გამომწვევი მიკრობებისაგან. რძემჟავა ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ კალციუმის, რკინისა და ფოსფორის ათვისებას. ამის გამო რძემჟავა პროდუქტები აუცილებელია ანემიითა და რაქიტით დაავადებული ბავშვებისთვის. შედედებულ პროდუქტში იმატებს B ჯგუფის ვიტამინების რაოდენობა, განსაკუთრებით - ვიტამინ B2-ისა; შედედების (ფერმენტაციის) პროცესში გამომუშავდება ბუნებრივი ანტიბიოტიკები, რომლებიც თრგუნავენ ზოგიერთი დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს, მათ შორის - ტუბერკულოზის ჩხირებსაც. თუმცა ზემოთ აღწერილი სამკურნალო თვისება მხოლოდ "ცოცხალ" პროდუქტს აქვს - ის თერმულად დამუშავებული (პასტერიზებული) არ არის და დედოს მიკროორგანიზმები მასში ცოცხალია. ასეთი ნაწარმის შენახვის ვადა შედარებით ხანმოკლეა (არა უმეტეს ორი კვირისა მაცივარში) - ცოცხალი მიკროორგანიზმები ცხოველქმედებას განაგრძობენ, ამიტომ შენახვისას პროდუქტი თანდათან მჟავდება და სამომხმარებლო თვისებებს მალე კარგავს. თუ გსურთ, რძემჟავა ნაწარმმა მაქსიმალური სარგებლობა მოგიტანოთ, მათი არჩევისას უნდა ეცადოთ, სწორედ ასეთი „ცოცხალი" პროდუქტი შეიძინოთ. ხშირად ეტიკეტზე მითითებულიც არის, რომ იგი ცოცხალ ბაქტერიებს შეიცავს, თუმცა ამის გარკვევა სხვაგვარადაც შეიძლება - მოიძიეთ ეტიკეტზე ინფორმაცია, არის თუ არა პროდუქტი პასტერიზებული და რამხელა აქვს შენახვის ვადა. თუ პროდუქტს აწერია, რომ იგი პასტერიზებულია ან მისი შენახვის ვადა 1 თვეზე მეტია - ეს პროდუქტი ცოცხალ ბაქტერიებს ნამდვილად არ შეიცავს და ზემოთ აღწერილ სამკურნალო თვისებებს მისგან ნუ ელით. მოკლე (2 კვირამდე) შენახვისვადიან პროდუქტებში კი შემადედებელი მიკროორგანიზმები, როგორც წესი, ცოცხალია. განურჩევლად იმისა, რა აწერია პროდუქტს, სახლში იოლად გადაამოწმებთ, „ცოცხალია“ ის თუ არა - უბრალოდ გახსენით და 2-3 დღე გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე. თუ ამჟავდა, ეს ნიშნავს, რომ მისი შემადედებელი მიკროორგანიზმები ცოცხალია, თუ სიმჟავე არ შეიცვალა და მხოლოდ ობი მოიკიდა - „მკვდარი“. სამწუხაროდ, სამომხმარებლო ბაზარზე იყიდება რძემჟავა პროდუქტების ფალსიფიკაციებიც - პროდუქტები, რომლებიც დამზადებულია შემასქელებლების, უცხო ცხიმების, დამატკბობლების შერევით. დამახასიათებელი გემოს მისაცემად ასეთ პროდუქტს უმატებენ რძემჟავას, არომატიზატორებს, ზოგჯერ - რძემჟავა ბაქტერიებსაც. ასეთი პროდუქტი შესაძლოა გემრიელი იყოს, მაგრამ სასარგებლო არ არის. კოდექს-ალიმენტარიეუსის სტანდარტი CODEX STAN 206-1999 კრძალავს რძის ნაწარმის დასახელების გამოყენებას ისეთი პროდუქტისთვის, რომლებიც რძისგან არ არის მიღებული. სამწუხაროდ, საქართველოს ეს საერთაშორისო სტანდარტი ეროვნულ სტანდარტად აღიარებული არ აქვს, ამიტომ საქართველოში რძის პროდუქტების დასახელებით ხშირად სრულიად სხვა ნედლეულისგან მიღებული ნაწარმი იყიდება. მაწონი, იოგურტი და კეფირი რძეში სხვადასხვა მიკროორგანიზმის შეტანისა და ცხოველქმედების შედეგად მიღებული რძემჟავა პროდუქტებია. ყველა მათგანი სასარგებლო და გემრიელია, თუმცა თვისებებით ერთმანეთისგან განსხვავდება, ამიტომ თითოეულზე ცალ-ცალკე ვისაუბროთ. გახსოვდეთ: ყოველთვის ეცადეთ, შეიძინოთ მიკროორგანიზმების ცოცხალი კულტურების შემცველი, ანუ არაპასტერიზებული პროდუქტი - ის ჯანმრთელობისთვის ბევრად უფრო სასარგებლოა.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
კატეგორიის სხვა სტატიები
"საკუთარ გარეგნობაში ყველაფერი შევცვალე, - 160 კილო ვიყავი და ახლა - 75 კგ ვარ" - ამბობს კახა გოგიძე,
მხედველობის გადაღლა, ენდოკრინული დაავადებები, გულის პათოლოგიები – ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც სამსახურში
საქართველოში ცოფის 2 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს მეტად საყურადღებო ფაქტია, რის გამოც
გერმანიის რისკების შეფასების ფედერალურმა ინსტიტუტმა გამოუშვა რეკომენდაციები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სასმელთან დაკავშირებით.
"როგორც ცნობილია, ჟანგბადის დანახარჯი, რომელსაც 1 მანქანა მოიხმარს დღე-ღამეში, დაახლოებით 2000-მდე
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად