დისბაქტერიოზი, გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები, გართულებები და მკურნალობის უნიკალური, ინოვაციური შესაძლებლობა
დისბაქტერიოზის გამომწვევი მიზეზები შემდეგია: ნაწლავური ინფექციები, ფერმენტოპათია, ალერგიული დაავადებები, აუტოიმუნური დაავადებები, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, არახელსაყრელი საცხოვრებელი და ეკოლოგიური პირობები, სტრესი, არასწორი კვება და კვების ჩვეული რეჟიმის დარღვევა, გენეტიკური ფაქტორები, სხვადასხვა მედიკამენტების მიღებით გამოწვეული: ანტიბიოტიკოთერაპია, ქიმიოთერაპია და სხვა;
დისბაქტერიოზი ნაწლავური მიკროფლორის თვისობრივი და რაოდენობრივი ცვლილებაა, ირღვევა წონასწორობა “მეგობარ" და დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს შორის.
“მეგობარი" – ბიფიდობაქტერიები ქმნიან ბარიერს და იცავენ ჩვენს ორგანიზმს სხვადასხვა დაავადების გამომწვევი ვირუსებისა და ბაქტერიების შემოჭრისგან, ხელს უწყობენ საკვების სრულფასოვან გადამუშავებას და ქმნიან მიკროგარემოს ვიტამინების, რკინის, კალციუმის და სხვა მინერალების შეწოვისთვის, აძლიერებენ იმუნიტეტს.
ნაწლავის მიკროფლორის დისბალანსის დროს დარღვეულია საკვების მონელება, ნივთიერებების შეწოვა, ელექტროლიტური ბალანსი, მძიმე და ხანგრძლივი მიმდინარეობის დროს ვითარდება პოლიჰიპოვიტამინოზი, ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, ადგილი აქვს იმუნური სისტემის ფუნქციის შესუსტებას, ალერგიულ რეაქციებს; ბავშვები და მოზარდები ჩამორჩებიან ზრდაში. დისბაქტერიოზი მიმდინარეობს ფაღარათით, დიარეით ან ყაბზობით, გულისრევით, ღებინებით და შებერილობით. შესაძლოა ადგილი ქონდეს ტემპერატურის მომატებას.
მკურნალობის ამოცანებია: პათოგენური მიკრობების მოშორება, ნაწლავებში ნორმალური მიკროფლორის აღდგენა, საჭმლის მონელებისა და შეწოვის გაუმჯობესება, ნაწლავის დარღვეული მოტორიკის აღდგენა, ელექტროლიტური ბალანსის რეგულირება, ორგანიზმის გამძლეობის გაძლიერება.
იტალიურმა ფარმაცევტულმა საწარმომ – ზეტა ფარმაცეუტიკალსი (Zeta Pharmaceuticals), ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის გადასაჭრელად, შექმნა კვლევებით დადასტურებული უანალოგო საშუალებები: პროლაიფ ფორტე (Prolife® Forte) და პროლაიფ პედიატრიკო (Prolife® Pediatrico).
კლინკური კვლევების მიხედვით დისბაქტერიოზის მკურნალობისას თერაპიული შედეგის მისაღწევად გამოყენებული უნდა იქნას ცოცხალი რძემჟავა ბაქტერია. რძე მჟავა ბაქტერიის სიცოცხლისუნარიანობა მჭიდროდ უკავშირდება წყლის დონეს მზა პროდუქტში. "ზეტა ფარმაცეუტიკალსი“ იყენებს ინოვაციურ ტექნოლოგიებს მზა პროდუქტში წყლის დონის შემცირებისთვის, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია რძემჟავა ბაქტერიის შტამების სიცოცხლისუნარიანობის და ბიო-აქტივობის შენარჩუნებისათვის. წარმოების ინოვაცია: "მშრალი შევსების პროცესი + 3 ფაზა“ - წარმოადგენს "ზეტა ფარმაცეუტიკალსის“ პატენტს, რომელსაც ექსკლუზიურად იყენებს "Prolife"-ის მწარმოებელი.
პროლაიფ ფორტესა და პროლაიფ პედიატრიკოში შემავალი რძემჟავა ბაქტერიების (პრობიოტიკები) მრავალშტამურობა, პრებიოტიკების, პრობიოტიკებისა და B ჯგუფის ვიტამინების მრავალფეროვნება და ბალანსირებული კომბინაცია, წარმოებაში უანალოგო, ტექნოლოგიური ინოვაცია განაპირობებს მათში არსებული ბუნებრივი კომპონენტების მაქსიმალურ სიციცხლისუნარიანობას, საბოლოოდ კი სწრაფ, რეალურ და სტაბილურ შედეგს.
პროლაიფ პედიატრიკო - 0 წლის ასაკიდან 1 ფლაკონი დღეში ერთხელ;
პროლაიფ ფორტე - 1 წლის ასაკიდან და მოზრდილებში - 1-2 ფლაკონი დღეში;
დამზადებულია იტალიაში!
მოიკითხეთ აფთიაქებში! გაიცემა ურეცეპტოდ!
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე:
032 218 02 50 ან 591 544 544
ფეისბუქის გვერდი: www.facebook.com/ProlifeGeo/
(R)