ბინის განათება და მხედველობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბინის განათება და მხედველობა

ცნობილი გამომგონებელი ედისონი, რომელმაც სინათლის ნათურა გამოიგონა, ვერც კი წარმოიდგენდა, თუ რაოდენ მრავალფუნქციურ მნიშვნელობას შესძენდნენ მის გამოგონებას მომავალი თაობები. სინათლე დღეს ყველაფერზე ახდენს გავლენას: განწყობილებაზეც, ატმოსფეროზეც, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, თუ როგორი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მას ჯანმრთელობაზე და ისეთ ფაქიზ ფუნქციაზე, როგორიცაა ადამიანის მხედველობითი ფუნქცია.

ასე რომ, ყურადღებით დააკვირდით ჭაღს, რომელიც ჭერზე კიდია.

  • სურვილთა სხივებში

თანამედროვე სანათი ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, რომ ვცვალოთ სტილი და სივრცე ჩამრთველის ერთი გადატრიალებით. სინათლე სხვადასხვაგვარია, პლასტიკური და მრავალფეროვანი, მისი შესაძლებლობები კი ამოუწურავია - რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ის მთელი სიმძლავრით?

"სინათლის თამაში" იწყება გასანათებელი საშუალებების სხვადასხვა სახეობიდან. ტრადიციული ჭაღი, დღის სინათლის სანათური - ლამპა, მინის საკიდი სანათური - გაფანტულ (ზოგად) განათებას იძლევა. მაგიდის ლამპა, დასადგმელი სანათური მიმართულ შუქს უზრუნველყოფენ, რომელიც საშუალებას იძლევა გამოყოფილ იქნეს ცალკეული საგნები ან ბინის ზონები. ასეთი განათება ხელს უწყობს მხედველობის რეცეპტორებს, ზედმეტი დაძაბვის გარეშე აღიქვან ესა თუ ის საგანი, საკითხავი მასალა. მიმართული შუქით ბეჭდური ასოების ამოკითხვა თვალისთვის ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ზემოდან წამოსული გაფანტული სინათლით.

არაპირდაპირი შუქი ბრიდან, კაბელური სისტემებიდან და ჰალოგენური ტორშერებიდან იატაკს, ჭერს, კედლებს ეცემა და ვიზუალურად აფართოებს ან ავიწროებს სივრცეს. განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის დეკორატიული განათება, მრავალფეროვანი ნათურებით და დაბურული დიზაინის მქონე მოწყობილობებით. ასეთი განათების პირობებში ზოგჯერ მხედველობა იძაბება, თვალი იღლება, ზოგჯერ კი - პირიქით, ისვენებს, ეს დამოკიდებულია იმაზე, ვის როგორი მხედველობა აქვს. ასეთი განათების დროს კითხვა შეუძლებელია; რა თქმა უნდა, მხედველობას ზიანს მიაყენებს.

  • მრავალფეროვანი განათება

სხვადასხვა სახის განათების კომბინაციით შესანიშნავი შედეგების მიღება შეიძლება. ასე მაგალითად, ჭერის სანათებმა შეიძლება გამოასწოროს პროექტირებისას დაშვებული უზუსტობები. კედლებს შორის დამალული, მათ გასწვრივ განლაგებული სანათები ვიზუალურად ადიდებენ ოთახის ფართობს, ხოლო თუ მათ შუქს კედლებისკენ მივმართავთ, ჭერი ”დაეშვება” ანუ დაბალი ჭერი გამოჩნდება, ხოლო თუ შუქი ჭერისკენ არის მიმართული, პირიქით - ჭერი მაღლდება. სულაც არ არის აუცილებელი, კლასიკური ჭაღი მაინცდამაინც ოთახის ცენტრში ეკიდოს. სრულიად შესაძლებელია, ”გადავანაცვლოთ” სასადილო მაგიდისკენ ან ოთახში გამოყოფილ დასვენების ზონაში.

საერთო შუქი შეუცვლელია პატარა სივრცეებისთვის, პატარა ფართის ოთახებისთვის, ხოლო დიდი ფართობის განათებისთვის უმჯობესია მიმართული შუქის სანათებლები. ასეთი განათება ნაკლებად აღიზიანებს მხედველობას.

რა თქმა უნდა, ყველანაირი განათება წარმოუდგენელია ჩვეულებრივი ნათურების გარეშე.

  • დაკიდული ”მსხალი”

  1. ყველაზე მასიური და ყველაზე არაეკონომიური ვარიანტია ჩვეულებრივი ნათურა, რომელიც მუდმივად ვარვარებს და ადვილად ხურდება. ის დიდხანს არ ძლებს, სამაგიეროდ იაფფასიანია და რბილ, ნაკლებად გამაღიზიანებელ ყვითელ შუქს გამოსცემს, რაც თვალს ნაკლებ ზიანს აყენებს.
  2. ლუმინესცენტური ლამპები ეკონომიურია, ისინი გაფანტულ შუქს ავრცელებენ, აქვთ მაღალი ნათების (სიკაშკაშის) უნარი და დიდი ხანგრძლივობით გამოირჩევიან.
  3. ჰალოგენური ნათურა (შუქი გარდატყდება) გარეგნულად ვარვარების ლამპას ჰგავს, შიგნიდან კი აირით არის ამოვსებული, რომელიც ჰალოგენს შეიცავს. ვარვარა ლამპისგან განსხვავებით, ასეთი ნათურა დიდ შუქს ავრცელებს და ნაკლებ ენერგიას ხარჯავს. ასეთი ნათურები თვალს მკვეთრი შუქისგან იცავენ და თვალს არ ჭრიან. ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ ასეთი ნათურის ზედაპირი სწრაფად ხურდება.
  4. მეტალოჰალოგენური ნათურები ბევრ სხვა უპირატესობასთან ერთად თეთრ შუქს გამოსცემენ და შესანიშნავ ფერს წარმოქმნიან; ყველაზე საინტერესო და ეკონომიური ვარიანტია - შუქჩრდილები. ეს არის ნახევარგამტარული კრისტალი, არ შეიცავს არც მტვრევად, არც ადვილად გადაწვად ნაწილებს. 4-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე შუქის ჰალოგენური წყაროები. მათ შეუძლიათ 11 საათის განმავლობაში, შეფერხების გარეშე იმუშაონ. საიმედოა, არ ატარებს წყალს, არ ხურდება და მუშაობს ნებისმიერ ამინდში. ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ შედარებით ძვირად ღირებულია.

თანამედროვე სანათები ისეთ შუქს გამოსცემენ, რომელზეც ადვილად ახდენს ადაპტაციას მხედველობის რეცეპტორები. თანამედროვე დიზაინი კი სხვადასხვა სახის სანათურების გამოყენების საშუალებას იძლევა. იმის მიხედვით, თუ რით ვართ დაკავებული - ვმუშაობთ, ვწერთ ან ვკითხულობთ, ვისვენებთ თუ სტუმრებს ველოდებით, შესაფერის განათებას ვიყენებთ, რათა ჩვენს მხედველობას საშუალება მივცეთ, ნაკლებად დაიძაბოს, საჭირო დროს დაისვენოს, შესაბამისად დაისვენებს ჩვენი ნერვული სისტემა და ფსიქიკაც.

ასე რომ, როცა ბინას შეიძენთ ან რემონტს გადაწყვეტთ, სასურველია, პროფესიონალების კონსულტაცია გამოიყენოთ, რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი განლაგება აქვთ ოთახებს, საიდან უნდა შემოვიდეს იქ დღის შუქი და როგორ უნდა განლაგდეს გასანათებელი საშუალებები, რათა მაქსიმალური კომფორტი შეექმნათ იქ მცხოვრებ ადამიანებს და მათ ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს. ჩვენი სახლი ხომ ჩვენი ციხესიმაგრეა.