როგორ შევცვალოთ ტრაქეოსტომა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევცვალოთ ტრაქეოსტომა

თუკი თქვენ, სახლის პირობებში, ზრუნავთ ტრაქეოსტომის მქონე ბავშვზე ან მოზრდილზე, მაშინ აუცილებლად უნდა იცოდეთ მისი მოვლა.

ტრაქეოსტომის მოვლა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, სპეციალური სამედიცინო განათლების გარეშე. აუცილებელია ამ ჩვევებს კარაგად დაეუფლოს თავად პაციენტი, თუ ის მოზრდილია, ასევე მისი მომვლელი ან ტრაქეოსტომის მქონე ბავშვის მშობელი. ტრაქეოსტომის მოვლა უნდა ვისწავლოთ ტრაქეოსტომის ჩადგმის თანავე, ქირურგიულ განყოფილებაში, სამედიცინო პერსონალის დახმარებით.

ტრაქეოსტომის მოვლის შესახებ მასალას მოგაწვდით სამ ნაწილად:

- ტრაქეოსტომის მოვლის ყოველდღიური პროცედურები (გადადით ლინკზე); - ტრაქეოსტომის შეცვლა; - ტრაქეოსტომის მოვლის თავისებურებები ბავშვებში;

ნაწილი მეორე - ტრაქეოსტომის შეცვლა

რატომ უნდა იცოდეს მომვლელმა ტრაქეოსტომის მილის შეცვლა?

თუნდაც თქვენ არასოდეს გიწევდეთ ტრაქეოსტომის გამოცვლა, რადგან ამას აკეთებს ხოლმე თქვენი ექიმი, თქვენ მაინც აუცილებლად უნდა იცოდეთ და კარაგად ერკვეოდეთ პროცედურაში, იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, არავინ არის დაზღვეული გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან. მაგალითად, ტრაქეოსტომა შეიძლება გაიჭედოს იმდენად, რომ არანაირმა სანაციამ (სამედიცინო დასუფთავებამ) არ უშველოს, ადამიანმა შეძლება საერთოდ ვერ ჩაისუნთქოს და სიტუაცია ლეტალურად დამთავრდეს. გაბიდნული ტრაქეოსტომის გარდა, პატარა ბავშვმა შეიძლება ამოიძროს ტრაქეოსტომა და, ამ შემთხვევაში, მშობელმა უნდა შესძლოს ტრაქეოსტომის დროულად უკან ჩადგმა, რათა აღდგეს დაუბრკოლებელი სუნთქვა.

რატომ არის აუცილებელი პერიოდულად ტრაქეოსტომის გამოცვლა?

ტრაქეოსტომის მილის კედლებზე დროთა განმავლობაში შეიძლება დაგროვდეს ბაქტერიები და სოკოები, გარდა ამისა, გამონადენის ნაწილი ხშირად ეკვრის მილის კედლებს შიგნიდან და წარმოქმნის ნადებს. ასეთმა ნადებმა, ნებისმიერ დროს შეიძლება დაახშოს მილის სანათური და გამოიწვიოს მოხრჩობა.

რა სიხშირით იცვლება ტრაქეოსტომა?

ამ საკითხს წყვეტს მკურნალი ექიმი ტრაქეოსტომის სახეობიდან და პაციენტის ინდივიდუალური მონაცემებიდან გამომდინარე. ეს ხდება ხოლმე, დაახლოებით, თვეში ერთხელ.

ვიდეომასალაში წარმოდგენილია ტრაქეოსტომის შიდა მილის (კანულის) შეცვლის პროცედურა.

ია მოსულიშვილი

Facebook გვერდი