როგორ მოვუაროთ ტრაქეოსტომას - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

როგორ მოვუაროთ ტრაქეოსტომას

როგორ მოვუაროთ ტრაქეოსტომას
ვაგრძელებთ პუბლიკაციების ციკლს მოვლის შესახებ. თუ კი თქვენ, სახლის პირობებში, ზრუნავთ ტრაქეოსტომის მქონე ბავშვზე ან მოზრდილზე, მაშინ აუცილებლად უნდა იცოდეთ მისი მოვლა.

ტრაქეოსტომის მოვლა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, სპეციალური სამედიცინო განათლების გარეშე. აუცილებელია ამ ჩვევებს კარაგად დაეუფლოს თავად პაციენტი, თუ ის მოზრდილია, ასევე მისი მომვლელი ან ტრაქეოსტომის მქონე ბავშვის მშობელი. ტრაქეოსტომის მოვლა უნდა ვისწავლოთ ტრაქეოსტომის ჩადგმის თანავე, ქირურგიულ განყოფილებაში, სამედიცინო პერსონალის დახმარებით.

ტრაქეოსტომის მოვლის შესახებ მასალას მოგაწვდით სამ ნაწილად:
- ტრაქეოსტომის მოვლის ყოველდღიური პროცედურები;
- ტრაქეოსტომის შეცვლა;
- ტრაქეოსტომის მოვლის თავისებურებები ბავშვებში;



ნაწილი პირველი - ყოველდღიური პროცედურები

ტრაქეოსტომა სპეციალური მილია (კანულა), რომელიც ჩადგმულია სასუნთქ მილში - ტრაქეაში, ყელში ქირურგიულად შექმნილი ხვრელის (სტომის) საშუალებით. ტრაქეოსტომით სუნთქვისას, ჰაერი ჩადის ფილტვებში ისე,რომ არ გაივლის
პირისა და ცხვირის ღრუს.


ტრაქეოსტომის მოვლისას განსაკუთრებით საყურადრებოა:

-პირის ღრუს ჰიგიენა: დღეში ორჯერ პირის ღრუს და კბილების დასუფთავება, პირის ღრუს და ტუჩების გამოშრობის პროფილაქტიკა (პირის ღრუში წყლის გამოვლება, ყინულის დაწუწვნა, ტუჩების დატენიანება სველი საფენით, ჰიგიენური პომადით სარგებლობა);
- საცხოვრებელი გარემოს მოწყობა: ხშირი განიავება, დალაგება სველი წესით, მკვეთრი სუნის მქონე საშუალებების გარეშე, ნოხებისა და წიგნების გატანა.
- სტომის (ხვრელის) გარშემო კანზე სიწითლის, გამონაყარის ან ჩირქოვანი გამონადენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს;
- შესაძლებელია დაბანა შხაპის ქვეშ, ისე, რომ წყალი არ მოხვდეს მილში - დავიფაროთ ხელით ან სპეციალური დამცავით. ყვინთვა არ შეიძლება!

ტრაქეოსტომის, პირისა და ცხვირის ღრუს სანაცია (დასუფთავება):
ტრაქეოსტომის, პირისა და ცხვირის ღრუს სანაცია-დასუფთავება, აუცილებელი და რეგულარული პროცედურაა, რომლის მიზანია სასუნთქი გზებიდან ზედმეტი ლორწოსა და ნახველის მოცილება.

როდის და რა სიხშირით კეთდება სანაცია?
- ტრაქეოსტომის სანაცია კეთდება ყოველდღიურად, მინიმუმ დღეში 2-ჯერ;
- ტრაქეოსტომის სანაცია საჭიროა, როდესაც გვესმის ხმაურიანი ხიხინი მილიდან ან სისველე გადმოდის მილიდან ან ავადმყოფი მოუსვენრად არის, ცდილობს ამოახველოს და ვერ ახერხებს ამას.
- პირისა და ცხვირის ღრუს სანაცია კეთდება ყოველი საჭიროების დროს, როდესაც პირისა და ცხვირის ღრუში ლორწოა დაგროვილი.

როგორ ხდება სანაცია?
ტრაქეოსტომის სანაციისთვის საჭიროა შემწოვი აპარატი - ასპირატორი, რომელთანაც მიერთებულია ერთჯერადი სტერილური შემწოვი კათეტერი.

მნიშვნელოვანია!
- სანაცია უნდა ჩატარდეს სპეციალური კათეტერით, რომელსაც მომრგვალებული ბოლო აქვს. მისი დიამეტრი არ უნდა აღემატებოდეს ტრაქეოსტომის მილის დიამეტრის ნახევარს, ანუ უნდა იყოს მილის დიამეტრის 1/2; ამით ავირიდებთ ტრაქეის ლორწოვანის დაზიანებას;
- კათეტერი უნდა შევიყვანოთ ზუსტად ტრაქეოსტომის მილის სიგრძეზე, თორემ დავაზიანებთ ტრაქეას. ეს საკითხი აუცილებლად უნდა შევათანხმოთ ექიმთან;
- თუ ავადმყოფს აქვს სქელი, ბლანტი ნახველი, სანაციამდე, წინასწარ ტრაქეოსტომის მილში შპრიცით უნდა ჩავასხათ 1-2 მლ ფიზიოლოგიური ხსნარი (0,9%-იანი ნატრიუმის ქლორიდი), შემდეგ გავაკეთოთ სანაცია;
- თუ საჭიროა ლორწოს განმეორებით ამოწოვა, დავასვენოთ ავადმყოფი რამდენიმე წუთით, სანაციებს შორის პერიოდში;
- თუ სანაციის დროს ან მილის შეცვლისას შევამჩნიეთ მწვანე ნახველი ან არასასიამოვნო სუნი ან სისხლი, დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს!
- ტრაქეოსტომის მილი, პირისა და ცხვირის ღრუ არ შეიძლება დასუფთავდეს ერთი და იგივე კათეტერით. კათეტერი ყოველ ჯერზე უნდა გამოვცვალოთ;
- ძალიან ხშირი სანაცია აღიზიანებს ლორწოვანს, ამიტომ ის უნდა გაკეთდეს გეგმიურად დღეში ორჯერ ან კონკრეტული მიზეზით;
- სანაცია დისკომფორტს უქმნის ავადმყოფს. მოზრდილის შემთხვევაში დავაკვირდეთ, თუ როგორ გრძნობს ის თავს. ბავშვის შემთხვევაში, პროცედურის დამთავრებისთანავე ჩავისვათ ის კალთაში და შევეცადოთ დავამშვიდოთ;
- ყოველი პროცედურის დაწყებამდე და დამთავრებისას ხელები გულდასმით უნდა დავიბანოთ და ანტისეპტიკით დავიმუშაოთ.


ტრაქეოსტომის ქვეშ (სტომის გარშემო)განლაგებული სტერილური საფენებისა და ტრქეოსტომის დამჭერი თასმების მოვლა
- დღეში 1-2-ჯერ უნდა გამოვცვალოთ ტრაქეოსტომის ქვეშ დაფენილი საფენები. 3-4 ცალი მარლის სტერილური საფენი უნდა დავადოთ ერთმანეთს და V-ს მაგვარად შეგვიძლია ჩვენ თვითონ ჩავჭრათ.არ შეიძლება ბინტის გამოყენება მარლის ნაცვლად, რადგანაც მისი ძაფები შეიძლება მოხვდეს სასუნთქ გზებში. ძველი საფენის მოხსნისას, სანამ ახალს დავაფენთ, კანი საფენის ქვეშ უნდა დასუფთავდეს ფიზიოლოგიურ ხსნარით ან წყლის საფუძველზე დამზადებული ანტისეპტიკით, რომელიც არ შეიცავს სპირტს. დასუფთავების შემდეგ კანზე სიმშრალის შემთხვევაში, შეგვიძლია ვიხმაროთ ბავშვის კრემი. არ შეიძლება ტალკის ხმარება;
- ტრაქეოსტომის სპეციალური დამჭერი თასმები, დაბინძურების შემთხვევაში შეგვიძლია გავრეცხოთ და ხელმეორედ ვიხმაროთ. დამჭერი თასმები შეგვიძლია გავაკეთოთ ბინტისგან: ბინტი სიგრძეზე მოვკეცოთ ორად, შემდეგ კიდევ ორად, ისე რომ მისი კიდეები შიგნით მოექცეს.დამჭერი თასმები ყოველ ჯერზე უნდა გამოვცვალოთ, თუ ისინი დაბინძურდა ან დასველდა, მაგ. ჰიგიენური პროცედურის დროს. დამაგრების სისწორეს ვამოწმებთ შემდეგნაირად: ყელსა და თასმებს შორის უნდა მოვათავსოთ ორი თითი. თუ თითები ჩაგვეტია, ე.ი. თასმები სწორად დავამაგრეთ, თუ არა ე.ი. თასმები ძალიან მოვუჭირეთ, რამაც შეიძლება ვენებზე ზეწოლა და ნაწოლების წარმოქმნა გამოიწვიოს.

აუცილებელი ნივთების ნუსხა, რომლებიც სახლში უნდა გვქონდეს:
- ასპირატორი;
- ასპირაციის სტერილური კათეტერები, თვეში 150-300ც;
- ტრაქეოსტომის საფიქსაციო სპეციალური ლენტები ან ბინტისგან
დამზადებული თასმები;
- ტრაქეოსტომის სათადარიგო მილი;
- ტრაქეოსტომის ქვეშ დასაფენი სტერილური საფენები 30-50/თვეში;
- ყურის ჩხირები, მარლის ტამპონები ან მარლის საფენები ტრაქეოსტომის გარშემო კანის დასამუშავებლად;
- ფიზიოლოგიური ხსნარი (ნატრიუმის ქლორიდი 0,9%) ტრაქეოსტომის სტერილური სანირებისთვის;
- წყალზე დამზადებული ანტისეპტიკი, რომელიც არ შიცავს სპირტს, 500მლ თვეში;
- ტრაქეოსტომის ფილტრი("სველი ცხვირი");
- ანტისეპტიკი ხელების დასამუშავებლად.

აუცილებელი ნივთები, რომლებიც თან უნდა ვიქონიოთ, სახლიდან გასვლისას:
- ხელის ანტისეპტიკი;
- ორი მილი (კანულა), ერთი საჭირო ზომის, მეორე ერთი ზომით პატარა(იმ შემთხვევისთვის თუ გაგვიჭირდა ჩადგმა)
- სტერილური კათეტერები;
- მექანიკური ხელის ასპირატორი;
- მილის ფიქსატორები და საფენები;
- მაკრატელი, შპრიცი;
- 0,9 % ნატრიუმის ქლორიდი (ფიზიოლოგიური ხსნარი);
- ტელეფონის ნომრები, ვისაც შეგვიძლია მიმართოთ დახმარებისთვის ექსტრემალურ სიტუაციაში.

ია მოსულიშვილი

Facebook გვერდი: https://www.facebook.com/PalliativeCareAdvice/

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
კატეგორიის სხვა სტატიები
დღევანდელი რუბრიკის თემაა გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის მეტად აქტუალური საკითხი – პათოლოგიური სისხლდენა საშვილოსნოდან.
სწორი ნაწლავის პოლიპი სწორი ნაწლავის პოლიპები კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნებია. ისინი სწორი ნაწლავის კედლიდან მის სანათურში იზრდება.
როგორ გადავეწყოთ თბილ სეზონზე და როგორ მოვიქცეთ ორგანიზმის უმტკივნეულო ადაპტაციისთვის.
არსებობს განსაკუთრებული დღე, რომელიც მხოლოდ ქალებს ეკუთვნით. ის გაზაფხულის შემობრძანებას ემთხვევა,
ყველასათვის საყვარელი მოდელი კრისტი ყიფშიძე, მკურნალი.გე-ს სილამაზის საკუთარ რეცეპტს ანდობს.
ადამიანები სხვადასხვაგვარად ეკიდებიან სისუფთავეს. რამდენი ადამიანიცაა, სისუფთავისა და წესრიგისადმი დამოკიდებულების იმდენივე ტიპი არსებობს.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად