როგორ შევცვალოთ ტრაქეოსტომა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020

როგორ შევცვალოთ ტრაქეოსტომა

ვაგრძელებთ პუბლიკაციების ციკლს მოვლის შესახებ.
თუკი თქვენ, სახლის პირობებში, ზრუნავთ ტრაქეოსტომის მქონე ბავშვზე ან მოზრდილზე, მაშინ აუცილებლად უნდა იცოდეთ მისი მოვლა.

ტრაქეოსტომის მოვლა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, სპეციალური სამედიცინო განათლების გარეშე. აუცილებელია ამ ჩვევებს კარაგად დაეუფლოს თავად პაციენტი, თუ ის მოზრდილია, ასევე მისი მომვლელი ან ტრაქეოსტომის მქონე ბავშვის მშობელი. ტრაქეოსტომის მოვლა უნდა ვისწავლოთ ტრაქეოსტომის ჩადგმის თანავე, ქირურგიულ განყოფილებაში, სამედიცინო პერსონალის დახმარებით.

ტრაქეოსტომის მოვლის შესახებ მასალას მოგაწვდით სამ ნაწილად:
- ტრაქეოსტომის შეცვლა;
- ტრაქეოსტომის მოვლის თავისებურებები ბავშვებში;

ნაწილი
მეორე - ტრაქეოსტომის შეცვლა


რატომ უნდა იცოდეს მომვლელმა ტრაქეოსტომის მილის შეცვლა?

თუნდაც თქვენ არასოდეს გიწევდეთ ტრაქეოსტომის გამოცვლა, რადგან ამას აკეთებს ხოლმე თქვენი ექიმი, თქვენ მაინც აუცილებლად უნდა იცოდეთ და კარაგად ერკვეოდეთ პროცედურაში, იმიტომ,
რომ, სამწუხაროდ, არავინ არის დაზღვეული გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან. მაგალითად, ტრაქეოსტომა შეიძლება გაიჭედოს იმდენად, რომ არანაირმა სანაციამ (სამედიცინო დასუფთავებამ) არ უშველოს, ადამიანმა შეძლება საერთოდ ვერ ჩაისუნთქოს და სიტუაცია ლეტალურად დამთავრდეს. გაბიდნული ტრაქეოსტომის გარდა, პატარა ბავშვმა შეიძლება ამოიძროს ტრაქეოსტომა და, ამ შემთხვევაში, მშობელმა უნდა შესძლოს ტრაქეოსტომის დროულად უკან ჩადგმა, რათა აღდგეს დაუბრკოლებელი სუნთქვა.

რატომ არის აუცილებელი პერიოდულად ტრაქეოსტომის გამოცვლა?

ტრაქეოსტომის მილის კედლებზე დროთა განმავლობაში შეიძლება დაგროვდეს ბაქტერიები და სოკოები, გარდა ამისა, გამონადენის ნაწილი ხშირად ეკვრის მილის კედლებს შიგნიდან და წარმოქმნის ნადებს. ასეთმა ნადებმა, ნებისმიერ დროს შეიძლება დაახშოს მილის სანათური და გამოიწვიოს მოხრჩობა.

რა სიხშირით იცვლება ტრაქეოსტომა?

ამ საკითხს წყვეტს მკურნალი ექიმი ტრაქეოსტომის სახეობიდან და პაციენტის ინდივიდუალური მონაცემებიდან გამომდინარე. ეს ხდება ხოლმე, დაახლოებით, თვეში ერთხელ.

ვიდეომასალაში წარმოდგენილია ტრაქეოსტომის შიდა მილის (კანულის) შეცვლის პროცედურა.


ია მოსულიშვილი

Facebook გვერდი


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევების საფუძველზე დაადგინეს, რომ თხილეულის
თვითიზოლაციის პრაქტიკისა და დისტანციური მუშაობის წესზე გადასვლის შედეგად,
დასავლელმა ექსპერტებმა შეადგინეს რეკომენდაციების სია, რომელთა დაცვაც ხელს შეუწყობს ძილის ხარისხის გაუმჯობესებას.
აშშ-ს მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ ნიგოზის ხშირი მიღება მნიშვენლოვნად ამაღლებს სპერმის ხარისხს.
ექიმები გვირჩევენ გავიღვიძლოთ მხოლოდ დაბალ ხმაზე ჩართული მელოდიური მუსიკის თანხლებით.
ბევრი, საყვარელი მუსიკალური კომპოზიციის მოსმენისას, განიცდის დიდ სიამოვნებას,
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად