სოლიდური მამაკაცის გარდერობი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სოლიდური მამაკაცის გარდერობი

როგორ შევარჩიოთ შარვლის სიგრძე? - დგომისას შარვალი უნდა ეცემოდეს ფეხსაცმელზე და წინ პატარა ნაკეცს ქმნიდეს, უკანა მხრიდან კი სწვდებოდეს ფეხსაცმლის ქუსლს. სიარულისას არ უნდა ჩანდეს წინდა. წინდის ფერს წინათ ჰალსტუხს უხამებდნენ, ახლა კი მიღებულია, იგი შეესაბამებოდეს შარვლისა და ფეხსაცმლის ფერს, ამასთან, იყოს შარვალზე ერთი ტონით მუქი ან ბაცი. წინდა იმსიგრძე უნდა იყოს, რომ ჯდომისას არ გამოჩნდეს შიშველი ფეხი. ფეხსაცმლის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ყოველგვარი ფეხსაცმელი, გარდა კლასიკურისა, შეესაბამება მხოლოდ სპორტულ სტილს. რაც უფრო ძვირფასია კოსტიუმი, მით უფრო სადა და თხელლანჩიანი ფეხსაცმელი უნდა ჩაიცვათ. სასურველია, იკვრებოდეს თასმებით. ჰალსტუხის მოდა გამუდმებით იცვლება. კლასიკურად, მიღებულია, რომ მისი ბოლო იყოს ქამრის ბალთაზე ოდნავ ქვევით, თუმცა ზოგჯერ უფრო მოკლედ შეკრული, ბალთას აცდენილი სტილიც ხდება აქტუალური. ქამრის ფერი უნდა შეესაბამებოდეს ფეხსაცმლისას, ხოლო ბალთა არ იყოს პრიალა და თვალში საცემი. მუქი ფერის გრძივზოლებიანი პიჯაკი უფრო გამხდარს და ტანადს გამოგაჩენთ, ხოლო ღია ფერისა, კუბოკრული და განივზოლებიანი - უფრო სრულს. მსუქან მამაკაცებს ფართომხრებიანი, ორბორტიანი პიჯაკის ჩაცმას არ ვურჩევთ - ის მკაფიოდ წარმოაჩენს ფიგურის ნაკლოვანებებს. ტანმორჩილი მამაკაცები უმჯობესია ერიდონ გრძელ, ფართონაკეცებიან (ლაცკანიან) პიჯაკებს, რომლებიც ვიზუალურად ადაბლებს ტანს. ვიზუალურადვე შეიძლება რამდენიმე სანტიმეტრის “მომატება” ოდნავ ამაღლებული წელისა და ჯიბეების ხარჯზე. ხელოვნურად ნუ შემატებთ ფიგურას მასიურობას ჰალსტუხის მსხვილი ზოლების საშუალებით. წვრილზოლიანი ჰალსტუხი ვიზუალურად აგრძელებს კისერს. ეტიკეტის თანახმად, საზოგადოებაში პიჯაკის გახდა ნებადართულია, თუ მის ქვეშ ჟილეტი გაცვიათ. კლასიკურად მიიჩნევა ექვსღილიანი მოდელი სამი ჯიბით. როგორც პიჯაკზე, ისე ჟილეტზეც ვრცელდება ერთი და იგივე წესი - ქვედა ღილი გახსნილი უნდა გვქონდეს. პერანგი, გარდა ჰალსტუხსა და პიჯაკის საყელოს შორის მოქცეული ნაწილისა, პრაქტიკულად ყოველთვის დაფარულია, ამიტომ მთავარი დეტალებია საყელო და მანჟეტები. მათი ტიპის შერჩევის განსაკუთრებული წესები არ არსებობს, ის თქვენს გემოვნებასა და არჩევანზეა დამოკიდებული. ერთადერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ზომა. სწორად შერჩეული პერანგის მანჟეტები უნდა მთავრდებოდეს მაჯისა და მტევნის საზღვარზე და ოდნავ ჩანდეს პიჯაკის სახელოდან. გარდა ამისა, კისერსა და პერანგის შეკრულ საყელოს შორის სივრცე არ უნდა იყოს ერთი თითის სისქეზე მეტი. მკვეთრი ფერის ან მოხატული პერანგი იშვიათად იხდენს ჰალსტუხს. კლასიკური ჰალსტუხის სიგანე ყველაზე განიერ ნაწილში არ უნდა აღემატებოდეს 10 სანტიმეტრს. ჰალსტუხი ყოველთვის პერანგზე მუქი უნდა იყოს. არ უნდა ჰქონდეს მეტისმეტად მსხვილი და თვალში საცემი ნახატი. მარტივი ტესტი: სარკიდან 5 ნაბიჯზე ნახატის დეტალების გარჩევა შეუძლებელი უნდა იყოს. საუკეთესო ვარიანტია ზოლიანი ჰალსტუხი. კვანძი მამაკაცის სიმაღლესა და საყელოს უნდა შეესაბამებოდეს.

პიჯაკის ჯიბეები - სად რა შევინახოთ

პიჯაკის შიგნითა ჯიბეში შეიძლება ჩავიდოთ ბრტყელი საგნები, პატარა ბლოკნოტი ან საფულე. გულის ჯიბეში მხოლოდ ჰალსტუხთან შეხამებული ცხვირსახოცის ადგილია. გვერდით ჯიბეში შეიძლება გვედოს სათვალის ფუტლარი, სავიზიტო ბარათების შალითა, წვრილ-წვრილი ქაღალდები, რომლებიც დღის განმავლობაში გროვდება და საღამოს უნდა გადავახარისხოთ და გადავყაროთ. ჟილეტის ჯიბეში მხოლოდ ჯიბის საათს ვიდებთ. შარვლის გვერდითა ჯიბე შეიძლება ხურდის ჩასაყრელად გამოვიყენოთ. გასაღები აუცილებლად შალითაში უნდა გვედოს, რათა სიარულისას არ იჟღარუნოს და არ გახიოს შარვლის ჯიბე. შარვლის უკანა ჯიბის არსებობა დაივიწყეთ, აქ არასოდეს არაფერი ჩაიდოთ.