მამაკაცის დიეტის თავისებურებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცის დიეტის თავისებურებები

მაინც რა თავისებურებები აქვს მამაკაცთა დიეტას?<br />საყოველთაოდ ცნობილია, რომ მამაკაცის ორგანიზმი განსხვავდება ქალისგან. მაგალითად, ის მეტ კალორიას მოიხმარს, შესაბამისად, მეტი საკვებიც სჭირდება, განსაკუთრებით - ცილები კუნთური მასის შესანარჩუნებლად. უმეტესად მამაკაცები ქალებზე მეტს მუშაობენ, ამიტომ მათთვის აუცილებელია შრომის უნარის შენარჩუნება.

როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, თუ მამაკაცი ფიზიკურად შრომობს, მის ორგანიზმს დღე-ღამეში 1900-2400 კილოკალორია სჭირდება; თუ ნაკლებად მოძრავი, მჯდომარე სამუშაო აქვს, 1500-1700 კილოკალორიაც ეყოფა. ბუნებრივია, “ქალების” დიეტა, რომელიც უცხიმო რძის ნაწარმისა და სალათის ფურცლებისგან შედგება, მამაკაცისთვის მიუღებელი და შეუსაბამოა. ამგვარი დიეტა წონის დაკლებაში კი დაგეხმარებათ, მაგრამ შესაძლოა გამოიწვიოს უსიამოვნო გვერდითი ეფექტებიც ფიზიკური სისუსტიდან იმპოტენციამდე.

რა უნდა გავითვალისწინოთ მამაკაცის დიეტის შედგენისას?

  • კვება აუცილებელია დღეში მინიმუმ 3-ჯერ;
  • შეზღუდვები უნდა მოხდეს ცხიმების, მაგრამ არამც და არამც - ცილებისა და ნახშირწყლების ხარჯზე;
  • A, B, ჩ, D, E ვიტამინები, უჯრედისი, მაგნიუმი და კალციუმი დიეტის აუცილებელი კომპონენტებია.

მამაკაცის დიეტისთვის აუცილებელი პროდუქტები

1. პური. უარი უნდა ვთქვათ თეთრ პურსა და ფუნთუშებზე. უმჯობესია, გადავიდეთ ცეხვილი მარცვლეულის ნამზადზე.

2. ხორცი. მამაკაცის რაციონიდან მისი ამოღება არ შეიძლება, მეტადრე მაშინ, თუ მისი სამუშაო ფიზიკურ შრომასთან არის დაკავშირებული. მაგრამ თავი უნდა ვარიდოთ შემწვარ და ცხიმიან ხორცს. რაციონიდან ამოიღეთ ძეხვეული. დიეტაზე მყოფი მამაკაცისთვის საუკეთესო სადილია საქონლის ან ქათმის მოხარშული მჭლე/თეთრი ხორცი. ღორის ხორცი, დროებით მაინც, დაივიწყეთ. გარნირად გამოიყენეთ ბოსტნეული - ნებისმიერი, გარდა შემწვარი კარტოფილისა.

3. თევზი. მამაკაცისთვის, რომლის  სამუშაოც ინტელექტუალურ  შრომას უკავშირდება, ეს პროდუქტი აუცილებელია. იგი გახლავთ ფოსფორისა და ტვინის ქსოვილისთვის აუცილებელი ცხიმოვანი მჟავების წყარო. დიეტაზე მყოფი ოფისმენეჯერისთვის იდეალური სადილია ჩაშუშული თევზი ბოსტნეულის გარნირით.

4. ხაჭო. უცხიმო ხაჭო შესანიშნავი ხემსია, მაგრამ მამაკაცს ეს არ ეყოფა. მას შეიძლება მივატანოთ ცეხვილი ხორბლის პური.

5. შვრიის ფაფა. იგი საუკეთესო საუზმეა, რომელიც დიდი ხნით გვანაყრებს. გარდა ამისა, ბევრი სასარგებლო თვისებაც აქვს. ოღონდ, გირჩევთ, ნატურალური შვრიისა მიირთვათ და არა მზა, არომატიზებული ნარევი. ფაფას უმი ხილის ნაჭრებიც არანაკლებ გააგემრიელებს.

6. სალათები - ნებისმიერი შემადგენლობისა: უმი, მოხარშული თუ გრილზე შემწვარი ბოსტნეულით, მწვანილით, ნივრით, ხახვით. საკაზმად მაიონეზს ან არაჟანს ნუ გამოიყენებთ, ჯობს ლიმონის წვენით ან ცოტაოდენი ზეითუნის ზეთით შეაზავოთ.

დესერტი

ქალები ვაჟკაცურად უძლებენ ტკბილეულის სურვილს, მაგრამ მამაკაცის ორგანიზმისთვის შაქარი აუცილებელია. ცხადია, არა ტორტის ან კრემიანი ნამცხვრის სახით - შეიძლება მიირთვათ ჯემიანი ბუტერბროდი ან რამდენიმე ცალი ორცხობილა, ოღონდ ზომიერად.

სასმელი

დიეტის დროს დღე-ღამეში 2 ლიტრამდე სითხე მაინც უნდა მიიღოთ. ალკოჰოლი აკრძალული არ არის, მაგრამ მასში ბევრია კალორია, თანაც მადას აღძრავს. ლუდი კვირაში მხოლოდ 2-ჯერ შეიძლება, ისიც - თითო კათხა. უალკოჰოლო სასმელებიდან ნებადართულია ახალგამოწურული ხილის წვენი, უგაზო მინერალური წყალი, კეფირი, უცხიმო იოგურტი, ბაცი ჩაი. ყავას უმჯობესია ერიდოთ. უნდა ითქვას, რომ მამაკაცებს დიეტის დაცვა ქალებზე ნაკლებად უჭირთ, შედეგიც თვალსაჩინოა. იქნებ იმიტომ, რომ ისინი მეტად მიზანდასახულნი არიან და საქმე თითქმის ყოველთვის ბოლომდე მიჰყავთ, უფრო ძლიერი ნებისყოფა აქვთ და იშვიათად ემორჩილებიან ცდუნებას.