შოპინგი ორ ხმაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შოპინგი ორ ხმაში

არსებობს საგნები, რომლებსაც მამაკაცები სიამოვნებით ყიდულობენ: საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ინსტრუმენტები, ავტონაწილები... ცხადია, არსებობს ისეთი ნივთებიც, რომელთა ავ-კარგში მამაკაცები სრულიად ვერ ერკვევიან, ისიც კი არ იციან, რა საჭიროა ესა თუ ის საგანი. გარდა ამისა, ქალები და მამაკაცები საყიდლების მიმართ სხვადასხვანაირად არიან განწყობილნი.

  • მამაკაცმა მაღაზიაში შესვლისთანავე იცის, რა სურს. იგი მიემართება საჭირო განყოფილებისკენ, იღებს საქონელს, სინჯავს და თუ მოეწონა, ყიდულობს. მამაკაცისთვის შოპინგი გარემოებებით ნაკარნახევი აუცილებლობაა.
  • თუ ქალი რამდენიმე წესს დაიცავს, შესაძლოა, მეორე ნახევრის ტანჯვა-წამებაც შეამციროს და სიმშვიდე თვითონაც შეინარჩუნოს.
  • თუ მამაკაცი შოპინგის კატეგორიული წინააღმდეგია, მარტომ შემოიარეთ ყველა სავაჭრო წერტილი, შეათვალიერეთ ყველა საჭირო ნივთი და მერეღა წაიყვანეთ ქმარი წინასწარ დაზვერილ ადგილებში.
  • თუ მამაკაცი თანახმაა, თქვენთან ერთად იაროს მაღაზიებში, ყველა განყოფილებას ნუ მოივლით, ყველა თაროსა თუ ვიტრინასთან ნუ შეჩერდებით. იარეთ მიზანმიმართულად. მან უნდა იცოდეს, რას ეძებთ. ამ შემთხვევაში ის თვითონაც სიამოვნებით დაგეხმარებათ.
  • ნუ აიძულებთ მამაკაცს წვრილმანებისთვის მაღაზიებში ხეტიალს. საცვლების, წინდებისა და ამგვარი ნივთების შეძენა მარტოც შეგიძლიათ.
  • მამაკაცების უმრავლესობა ძალიან პრაქტიკულია, ამიტომ სეზონური ფასდაკლება თქვენი კოზირია.
  • ერიდეთ მაღაზიაში პიკის საათებში სიარულს. სავაჭრო ცენტრებში მყიდველთა სიუხვე მამაკაცს გააღიზიანებს.
  • ნუ ჩააყენებთ თქვენს თანამგზავრს რიგში.
  • მამაკაცს უჭირს არჩევანის გაკეთება, ამიტომ ნუ შესთავაზებთ რამდენიმე ერთნაირ საგანს, თორემ თავს არაკომფორტულად იგრძნობს.
  • არ დაგავიწყდეთ, შოპინგის დასასრულს მადლობა გადაუხადოთ მოთმინებისა და გულუხვობისთვის.