ახალშობილის მამა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ახალშობილის მამა

მამასთან ურთიერთობა ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ერთბაშად კი არ ყალიბდება, არამედ თანდათანობით და ამას საფუძველი მამისა და შვილის პირველი შეხვედრისას ეყრება. არ უნდა დავაძალოთ ახალგაზრდა მამას ბავშვის მოვლის პროცედურების ათვისება: დაბანა, პამპერსის გამოცვლა... ამ ჩვევებს ის აუცილებლად გამოიმუშავებს, თუ მოქმედების თავისუფლებას მივანიჭებთ და მივცემთ საშუალებას, მშვიდად გაიცნოს შვილი. როდესაც მამაკაცი გრძნობს, რომ მას ენდობიან, ყველაფერი უფრო გაუადვილდება.

ცხოვრების ახალი წესი

ბავშვის დაბადების შემდეგ ოჯახის ცხოვრების წესი იცვლება. ეს ცვლილებები ყოველთვის არ ჩაივლის უმტკივნეულოდ, მეტადრე - მამაკაცისთვის. და მაინც, მამა უნდა ეცადოს, შეძლებისდაგვარად შეუმსუბუქოს შრომა დედას - დაარწიოს ჩვილი, გამოუცვალოს... ბევრი მამაკაცი განსაკუთრებული მღელვარებით ეკიდება ჩაცმის რიტუალს, რადგან იგი სხეულებრივი კონტაქტის საოცარ გრძნობასთან არის დაკავშირებული.

მამიკოს შიში

პატარა იმდენად სათუთია, რომ ახალბედა მამა უბრალოდ ვერ ხვდება, საიდან მიუდგეს, როგორ აიტატოს, დააწყნაროს ჩვილი, ეშინია, რამე არ ატკინოს, არ დაუშაოს. ბავშვებიც, თითქოს გრძნობენ ამას, ტირილს უფრო უმატებენ და მამაც ჩქარობს, ბავშვი დედას გადაულოცოს. თუ შიში ვერ გადალახეთ, უმჯობესია დახმარებისთვის სპეციალისტს მიმართოთ. გამოცდილი ინსტრუქტორი გიჩვენებთ, როგორ მოეპყროთ პატარას, როგორ ავარჯიშოთ, გაუკეთოთ მასაჟი. თქვენც თანდათან გადალახავთ შიშს და დამოუკიდებლად შეძლებთ ბავშვთან ურთიერთობას, მონაწილეობას მიიღებთ მის განვითარებაში და მალე ამაყად აჩვენებთ ახლობლებს მის "საოცარ" მიღწევებს. ასეთი ურთიერთობა ამდიდრებს როგორც მამის, ისე შვილის შინაგან სამყაროს. ბავშვის ღიმილს ყველაზე მკაცრი გულის გალღობაც კი შეუძლია. პატარას ცხოვრების პირველ წელს მოვლენები საოცარი სისწრაფით ვითარდება: პირველი ღიმილი, პირველი გასეირნება, პირველი სათამაშო.... ცოტა ხნის წინ თავის დაჭერაც არ შეეძლო, ახლა კი უკვე ზის და პირველ კიჭებს გვიჩვენებს... განა არ გინდათ, ყოველი წუთი აღბეჭდოთ და სამუდამოდ შემოინახოთ? და აი, მამას უდიდესი ასპარეზი ეძლევა: ფოტოსურათების გადაღება,  ვიდეოჩაწერა, ფოტოალბომის შედგენა... ეს მთელი ხელოვნებაა, რაც მამაკაცებისთვის ჩვეულ დაკვირვებას, მოთმინებასა და რეაქციის სისწრაფეს მოითხოვს. მამაკაცის გონიერებამ და იუმორის გრძნობამ შეიძლება არაერთხელ იხსნას ახალგაზრდა დედა რთული სიტუაციიდან.

ჩემი მამიკო ყველაზე მაგარია

ნებისმიერ ბავშვს, მიუხედავად ყველაფრისა, სჯერა, რომ მისი მამიკო ყველაზე მაგარია. ასე რომ, დედებო, დააფასეთ ყველაფერი, რასაც აკეთებს მამა შვილისთვის, არ დაგავიწყდეთ შექება, აღფრთოვანების გამოხატვა და ხაზი გაუსვით ბავშვისთვის მამის ყურადღების მნიშვნელობას. თქვენი დახმარებით მანძილი მამასა და შვილს შორის დღითი დღე შემოკლდება.