კუჭის ოპერაციები და რეკომენდაციები კვების თაობაზე ოპერაციის შემდეგ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კუჭის ოპერაციები და რეკომენდაციები კვების თაობაზე ოპერაციის შემდეგ

  • წყლულოვანი დაავადების დროს, როდესაც ის არ ემორჩილება მედიკამენტურ მკურნალობას ან მწვავე ფორმით მიმდინარეობს;
  • კუჭის ლორწოვანის უჯრედული სტრუქტურის შეუქცევადი გადაგვარების (ჰიპერპლაზიის, დისპლაზიის ან მეტაპლაზიის) შემთხვევაში;
  • კუჭის ავთვისებიანი წარმონაქმნების არსებობისას;
  • ოპერაციული მკურნალობის შემდეგ თავჩენილი გართულებების შემთხვევაში;
  • შემღწევი ან შინაგანი ტრავმებით განპირობებული ქსოვილთა ნეკროზის შემთხვევაში;
  • ორგანოს პათოლოგიური გაფართოების დროს.
ოპერაციული მკურნალობა ტარდება როგორც კლასიკური, ასევე ლაპაროსკოპიული (ეგრეთ წოდებული უსისხლო ოპერაცია) მეთოდებითაც. ოპერაციის სახესა და მასშტაბს არჩევს ექიმი სპეციალისტი დაავადების ხარისხისა და სახეობის, განვითარების პროგნოზის, გადაუდებელი ჩვენების, პერსონალის კვალიფიკაციისა და საოპერაციოს აღჭურვილობის გათვალისწინებით.

გასტროენტეროსტომია

ამ ტიპის ოპერაციის დროს კუჭის კედელს მიუერთებენ წვრილ ნაწლავს პილორუსისა და თორმეტგოჯას შემოვლითი გზით. ამგვარი ოპერაცია ქირურგიულ პრაქტიკაში უკვე დიდი ხანია გამოიყენება, თუმცა ბოლო დროს ქირურგები მას იშვიათად მიმართავენ. ის შეიძლება იყოს როგორც დამოუკიდებელი ოპერაცია, ასევე მოსამზადებელი ღინისძიებაც კუჭის რეზექციის წინ. მისი ჩვენებებია:

  • პილორუსის წყლულოვანი სტენოზი (გაუვალობა) ან ნაწიბუროვანი პათოლოგიური შევიწროება;
  • თორმეტგოჯა ნაწლავის დიდი მიდამოს მწვავე წყლულოვანი დაზიანება. ქირურგიულ პრაქტიკაში ეს ოპერაცია კარგადაა დამუშავებული, თუმცა მის შემდეგ გართულებები იმდენად ხშირია, რომ მას მხოლოდ დროებით ან უკიდურეს საშუალებად მიიჩნევენ.

ვაგოტომია

ეს ოპერაციაც დიდი ხანია შედის ქირურგთა არსენალში და კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების საწინააღმდეგოდ იყენებენ. მისი არსია ვაგუსის (ცდომილი ნერვის) ღეროების გადაკვეთა, რასაც კუჭის მჟავიანობის დაქვეითება მოსდევს. სადღეისოდ ქირურგები ამ ოპერაციასაც იშვიათად აკეთებენ, მხოლოდ მაშინ, როცა კუჭის მჟავიანობის დაქვეითება მედიკამენტური მკურნალობით ვერ ხერხდება. მკითხველი რომ არ გადავღალოთ, მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ ნებისმიერი ოპერაცია, მით უმეტეს - კუჭზე, საკმაოდ სარისკო ღონისძიებაა, რომელსაც არცთუ იშვიათად გართულებაც მოსდევს. ის უნდა გაკეთდეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაშინ, როდესაც მკურნალობის სხვა მეთოდები ამოწურული ან ნაკლებეფექტურია. კვალიფიციური სპეციალისტი ყოველთვის ეცდება, გამოიყენოს ყველა არსებული თერაპიული საშუალება, სანამ ოპერაციული ჩარევის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდეს. დაავადების ოპერაციული მკურნალობისას არანაკლები მნიშვნელობა აქვს კუჭის ოპერაციის შემდგომ პერიოდს, შემდგომ მკურნალობას, დაავადების შემდგომ პროფილაქტიკას და, რა თქმა უნდა, კვებას. გთავაზობთ რეკომენდაციებს კუჭის ოპერაციის შემდგომი კვების თაობაზე. საჭმლის მონელების პროცესში კუჭი შემდეგ ფუნქციებს ასრულებს:

  • ის საკვების პირველი რეზერვუარია;
  • კუჭის ქვედა ნაწილში არის სფინქტერი, რომელიც არეგულირებს კუჭიდან ნაწლავებში საკვების გადასვლის სიჩქარეს მისი შემდგომი მონელებისა და შეწოვისთვის;
  • საკვების მონელება ნაწილობრივ კუჭში ხდება. ის გამოიმუშავებს მონელებისთვის აუცილებელ წვენებსა და მჟავებს.


კვების რეჟიმის შესახებ რეკომენდაციები შემდეგ მიზნებს ისახავს:

  • საკმარისი კალორიულობის უზრუნველყოფას სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის;
  • ოპერაციის შემდგომი გართულებების პროფილაქტიკას, მაგალითად, დემპინგსინდრომისა, რომელიც საკვების მიღებიდან მცირე ხნის შემდეგ მუცლის ტკივილით, გულისრევითა და ღებინებით, სიფითრით, ცივი ოფლით, გულისცემის გახშირებითა და გონების დაკარგვით გამოიხატება;
  • ისეთი მოვლენების მინიმალიზაციას, როგორებიცაა ტკივილი მუცლის არეში და ზეწოლის შეგრძნება აირების დაგროვების გამო.

ზოგადი რეკომენდაციები:

  • კუჭის ნაწილობრივი ან მთლიანი ამოკვეთის შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკვების მცირე რაოდენობით და ხშირად (დღეში 6-8-ჯერ) მიღება.
  • საკვები უნდა მიირთვათ ნელა და კარგად დაღეჭოთ.
  • აუცილებელია მეტი სითხის (წყლის, ჩაის, გამჭვირვალე წვენების) მიღება (დღეში დაახლოებით 8-10 ჭიქისა).
  • გირჩევთ, სითხე მიიღოთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ.
  • საკვები და სასმელი ოთახის ტემპერატურისა უნდა იყოს (არც მეტისმეტად ცხელი და არც მეტისმეტად ცივი).
  • საკვები ადვილად მოსანელებელი უნდა იყოს. ხილი და ბოსტნეული ნაკლებ ბოჭკოს უნდა შეიცავდეს. კარგია მანანის ფაფა, თეთრი ბრინჯი, წინა დღის თეთრი პური, სტაფილო, ყაბაყი, მოხარშული კარტოფილი, იოგურტი ხილისა და თხილეულის გარეშე, ბიოიოგურტი, მოხარშული კვერცხი, კანის, ცხიმისა და ხრტილისგან გასუფთავებული ქათამი, თევზეული.
  • თავიაა არიდეთ შემწვარ, გადამუშავებულ და დაკონსერვებულ პროდუქტებს, ბოჭკოთი მდიდარ ხილსა და ბოსტნეულს.
  • საგემოვნო თვისებების გასაუმჯობესებლად საკვებს შეიძლება ზომიერად დავუმატოთ მარილი და არაცხარე სანელებლები. შეიძლება სურნელოვანი ბალახების, მწვანილის დამატებაც, მაგრამ უმად მათ ნუ მიირთმევთ.
  • ჯობს, საკვები ღუმელში მოამზადოთ ან მოხარშოთ.

თუ სიმძიმის შეგრძნება და აირები გაწუხებთ, უნდა ერიდოთ:

  • ისეთ ბოსტნეულს, რომელიც აირების დაგროვებას იწვევს, მაგალითად, ხახვს, ბროკოლის, მწვანე სალათის ფოთლებს, კომბოსტოს, ყვავილოვან კომბოსტოს, მწვანე წიწაკას, ბოლოკსა და ბოლოკურას, ნიორს, კოლრაბის;
  • ჭამის დროს ლაპარაკს, სითხის ჩხირით სმას;
  • საღეჭი რეზინის გამოყენებას - ეს ჰაერის ყლაპვას და ნაწლავში აირების დაგროვებას უწყობს ხელს.

თუ გაძლიერებული პერისტალტიკა და დიარეა გაწუხებთ, შეძლებისდაგვარად უნდა ერიდოთ:

  • პარკოსნებს, ბოჭკოთი მდიდარ ხილსა და ბოსტნეულს, ცხიმიან და შემწვარ საკვებს;
  • კოფეინის შემცველ (ყავა, კაკაო) და ენერგეტიკულ სასმელებს;
  • რძის იმ პროდუქტებს, რომლებიც ჭარბად შეიცავს ლაქტოზას.

თუ შეუპოვარი დიარეა გაწუხებთ, სასურველია, მიირთვათ ბრინჯი, ორცხობილა, მწიფე ბანანი, გათლილი მოშუშული ვაშლი, მოხარშული კარტოფილი და სტაფილო, გამჭვირვალე სუპები და ჩაი. სასურველია, ერიდოთ პროდუქტებს, რომლებსაც ნაწლავურ გაუვალობამდე მივყავართ:

  • სიმინდს, მაცას, მარცვლოვნების შეჭამანდებს;
  • უმ ბოსტნეულს, ახალ ბარდას, არტიშოკს, ბრიუსელის კომბოსტოს, სოკოს, მწვანე და ყვითელ პარკოსნებს;
  • ხურმას, ახალდამწიფებულ მოუხარშავ ანანასს, გუიავას, მანგოს, კივის, ქოქოსს, ბროწეულს, ლეღვს, ჩამიჩს;
  • თხილეულსა და მზესუმზირას.

როდესაც ახალ პროდუქტს გასინჯავთ, თავიდანვე ბევრს ნუ მიირთმევთ. შეკრულობის ან დიარეის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან დიეტოლოგს. ზემოთ ჩამოთვლილი საკვების გარდა კუჭის ოპერაციის შემდეგ ნებადართულია: სიმინდის ფაფა, მაკარონი, გოგრა, მოხარშული და გასუფთავებული ბატატი, მოხარშული გათლილი მსხალი, თხევადი ხაჭო (5%-მდე ცხიმიანობისა), ბიოიოგურტი (3%-მდე ცხიმიანობისა), ქათმის ნაკლებცხიმიანი ბულიონი კარტოფილითა და ყაბაყით, წვნიანს ხარშვისას შეგიძლიათ დაუმატოთ ზეითუნის ან რაფსის ზეთი (დღეში არა უმეტეს ორი ჩაის კოვზისა), თაფლი და უკურკო მურაბა, კანფეტები, რომლებიც არ შეიცავს შოკოლადს. რეკომენდებული არ არის: გაუწმენდავი ბრინჯი, შავი პური, მაცა, ხმელი ლობიო, თხილეულის შემცველი რძის ნაწარმი, 5%-ზე მეტი ცხიმიანობის მქონე ხაჭო და 3%-ზე მეტი ცხიმიანობის მქონე ბიოიოგურტი, შემწვარი კვერცხი, იხვისა და ბატის ხორცი, ძეხვეული და სოსისი, შაშხი, ლორი, გულ-ღვიძლი, მაიონეზი, მარგარინი, არაჟანი, ნაღების კარაქი და ნაღები, გაზიანი სასმელები და ალკოჰოლი, პიცა, შოკოლადი, ქოქოსი, ტორტი, მზესუმზირა. გახსოვდეთ: ყველა რეკომენდაცია, რომელსაც საავადმყოფოში მიიღებთ ოპერაციის შემდეგ, მხოლოდ მოკლე პერიოდზეა გათვლილი. იმისთვის, რომ სწორად დააბალანსოთ თქვენი რაციონი, რეკომენდებულია შემდეგი ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება: რკინის, ვიტამინ ბ12-ისა და კალციუმის დონის განსაზღვრა. საჭიროა წონის კონტროლი. აუცილებლობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს ან დიეტოლოგს მიმართეთ.