/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ქირურგია

ტროფიკული წყლული რა იწვევს მას და როგორ მკურნალობენ

ტროფიკული წყლული რა იწვევს მას და როგორ მკურნალობენ
მიუხედავად მედიცინის ხელთ არსებული მეთოდების მრავალფეროვნებისა, ტროფიკული წყლულის ეფექტური მკურნალობა კვლავაც აქტუალურ და პრობლემურ საკითხად რჩება.

ტროფიკული წყლულის მკურნალობის სირთულისა და უეფექტობის მიზეზი ის არის, რომ ძნელია, აღვადგინოთ ჭრილობაში დარღვეული სისხლის მიმოქცევა, დაზიანებული ქსოვილის კვება. ეს დაავადება ალბათ ადამიანის გაჩენის დღიდან არსებობს, მაგრამ დამწერლობის არარსებობის გამო ტროფიკული წყლულის შესახებ პირველი ცნობები თარიღდება ძვ. წ. 1500 წლით.

წყლული, რომელიც დიდხანს (1-2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში) არ ხორცდება, როგორც წესი, ქრონიკული ხასიათისაა. ის ვითარდება იმ მიდამოში, სადაც დარღვეულია ინერვაცია, მაგალითად, ზურგის ტვინის, მსხვილი ნერვების დაავადების ან დაზიანების, შაქრიანი დიაბეტის, ვენების ვარიკოზული დაავადების გამო. უკანასკნელ ხანს გავრცელდა ე.წ. რადიაციული წყლული, რომელიც დასხივების შედეგად ვითარდება.

ნებაზე მიშვებული ტროფიკული წყლული არა მარტო დისკომფორტს იწვევს და მნიშვნელოვნა აუარესებს ცხოვრების ხარისხს, არამედ შესაძლოა განგრენაშიც გადაიზარდოს და ამპუტაციამდე მიგვიყვანოს.

ტროფიკული წყლული იმითაც არის საშიში, რომ ხშირია მისი ავთვისებიანი გადაგვარება და კანის კიბოში გადაზრდა.

მკურნალობის დასაწყისში თერაპია მიმართული უნდა იყოს ძირითადი დაავადების სამკურნალოდ, რადგან უამისოდ ტროფიკული წყლულის მკურნალობა უშედეგო იქნება.

  • სიმპტომები და მიმდინარეობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ტროფიკული წყლული ყველაზე ხშირად კანზე, კოჭის არეში წარმოიქმნება, თუმცა შესაძლოა, სხვაგანაც გაჩნდეს, მათ შორის - ლორწოვან გარსზეც. კანის დაზიანებული უბანი ლიმფისა და სისხლის მიმოქცევის მოშლის გამო კარგავს შეხორცების უნარს, ქვეითდება ინფექციისადმი მისი შეუვალობა. ყველაზე ხშირად ტროფიკული წყლული ვითარდება ვენების ვარიკოზული გაგანიერებისა და თრომბოფლებიტის (ვენების ანთებისა და დახშობის პროცესი) დროს. ასეთი წყლულები ლოკალიზდება წვივის შიგნითა და გარეთა ზედაპირზე, მის ქვედა მესამედში.

ვენური შეგუბება არღვევს ქსოვილთა კვებას, რის შედეგადაც ვითარდება ნეკროზი წყლულის წარმოქმნითა და ინფექციის დართვით.

დაავადების ადრეული სტადიისთვის დამახასიათებელია წვივის შეშუპება, ქავილი, ფეხის გაკავება და სიმძიმე წვივის კუნთებში, სიმხურვალის შეგრძნება კანზე. ფეხის შემაღლებულზე მოთავსებისას უსიამოვნო შეგრძნებები მცირდება. კანზე გამოიკვეთება დაკლაკნილი წვრილი ვენები, მოლურჯო-მოიისფრო პიგმენტური ლაქები. კანი სქელდება, ნაკლებად მოძრავი ხდება, მქრქალდება, ჩნდება მტკივნეული შეგრძნებები და დაძაბულობა. ირღვევა ლიმფის მიმოქცევა და ის წვეთებად გამოდის კანის ზედაპირზე.

კომენტარები (1)
Mariami
gamarjobat chem bebos aq tropikuli wylulii daa ver mourchibet daa iqneb ramee gvirchiot
თარიღი : 05-01-2020
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

პანარიციუმი - გამოვლინება და მკურნალობის საშუალებები
პანარიციუმი - გამოვლინება და მკურნალობის საშუალებები
პანარიციუმი ხელის (იშვიათად ფეხის) თითების მწვავე ჩირქოვანი პროცესია, რომელიც ჩირქოვანი ქირურგიის ერთ-ერთი გავრცელებული პათოლოგიაა.
სრულად
ქირურგები პროსტატიტს ჩვეულებრივი წყლის საშუალებით გაუმკლავდებიან
ქირურგები პროსტატიტს ჩვეულებრივი წყლის საშუალებით გაუმკლავდებიან
წყლის ძლიერი ნაკადით ისევე ეფექტურად იქნება შესაძლებელი გადიდებული პროსტატის ზომების შემცირება, როგორც
სრულად
სხვადასხვა ქვეყნის უჩვეულო პლასტიკა
სხვადასხვა ქვეყნის უჩვეულო პლასტიკა
(ნაციონალური ქირურგიის თავისებურებანი)
სრულად
ტრაქეოსტომია - პროცედურა, რომელიც ზოგჯერ სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა
ტრაქეოსტომია - პროცედურა, რომელიც ზოგჯერ სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა
გადაუდებელი ტრაქეოსტომია შეიძლება საჭირო გახდეს, თუ ადამიანის სასუნთქი გზები უცბად და მოულოდნელად დაიხშო ავარიის ან რაიმე ტრავმის შემდეგ,
სრულად
რას ჰყვება ონკოქირურგი ილია გოცაძე უცხოეთში სამკურნალოდ წასული პაციენტების შესახებ
რას ჰყვება ონკოქირურგი ილია გოცაძე უცხოეთში სამკურნალოდ წასული პაციენტების შესახებ
რადიო პალიტრის გადაცემა "მკურნალის" სტუმარი - ონკოქირურგი, მედიცინის დოქტორი, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპეტრი ონკოლოგიის დარგში, ილია გოცაძე - უცხოეთში სამკურნალოდ წასული პაციენტების შესახებ საუბრობს.
სრულად
ადამიანის ნერწყვი ჭრილობის შეხორცებას უწყობს ხელს
ადამიანის ნერწყვი ჭრილობის შეხორცებას უწყობს ხელს
ჰისტატინ-1 (ადამიანის ნერწყვში არსებული ანტიმიკრობული პეპტიდი) ჭრილობის შეხორცებას აჩქარებს. ის ასტიმულირებს ანგიოგენეზს- ეფექტური შეხორცებისთვის აუცილებელი ახალი სისხლძარღვების წარმოქმნას.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ტროფიკული წყლული რა იწვევს მას და როგორ მკურნალობენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტროფიკული წყლული რა იწვევს მას და როგორ მკურნალობენ

ტროფიკული წყლულის მკურნალობის სირთულისა და უეფექტობის მიზეზი ის არის, რომ ძნელია, აღვადგინოთ ჭრილობაში დარღვეული სისხლის მიმოქცევა, დაზიანებული ქსოვილის კვება. ეს დაავადება ალბათ ადამიანის გაჩენის დღიდან არსებობს, მაგრამ დამწერლობის არარსებობის გამო ტროფიკული წყლულის შესახებ პირველი ცნობები თარიღდება ძვ. წ. 1500 წლით.

წყლული, რომელიც დიდხანს (1-2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში) არ ხორცდება, როგორც წესი, ქრონიკული ხასიათისაა. ის ვითარდება იმ მიდამოში, სადაც დარღვეულია ინერვაცია, მაგალითად, ზურგის ტვინის, მსხვილი ნერვების დაავადების ან დაზიანების, შაქრიანი დიაბეტის, ვენების ვარიკოზული დაავადების გამო. უკანასკნელ ხანს გავრცელდა ე.წ. რადიაციული წყლული, რომელიც დასხივების შედეგად ვითარდება.

ნებაზე მიშვებული ტროფიკული წყლული არა მარტო დისკომფორტს იწვევს და მნიშვნელოვნა აუარესებს ცხოვრების ხარისხს, არამედ შესაძლოა განგრენაშიც გადაიზარდოს და ამპუტაციამდე მიგვიყვანოს.

ტროფიკული წყლული იმითაც არის საშიში, რომ ხშირია მისი ავთვისებიანი გადაგვარება და კანის კიბოში გადაზრდა.

მკურნალობის დასაწყისში თერაპია მიმართული უნდა იყოს ძირითადი დაავადების სამკურნალოდ, რადგან უამისოდ ტროფიკული წყლულის მკურნალობა უშედეგო იქნება.

  • სიმპტომები და მიმდინარეობა

ტროფიკული წყლული ყველაზე ხშირად კანზე, კოჭის არეში წარმოიქმნება, თუმცა შესაძლოა, სხვაგანაც გაჩნდეს, მათ შორის - ლორწოვან გარსზეც. კანის დაზიანებული უბანი ლიმფისა და სისხლის მიმოქცევის მოშლის გამო კარგავს შეხორცების უნარს, ქვეითდება ინფექციისადმი მისი შეუვალობა. ყველაზე ხშირად ტროფიკული წყლული ვითარდება ვენების ვარიკოზული გაგანიერებისა და თრომბოფლებიტის (ვენების ანთებისა და დახშობის პროცესი) დროს. ასეთი წყლულები ლოკალიზდება წვივის შიგნითა და გარეთა ზედაპირზე, მის ქვედა მესამედში.

ვენური შეგუბება არღვევს ქსოვილთა კვებას, რის შედეგადაც ვითარდება ნეკროზი წყლულის წარმოქმნითა და ინფექციის დართვით.

დაავადების ადრეული სტადიისთვის დამახასიათებელია წვივის შეშუპება, ქავილი, ფეხის გაკავება და სიმძიმე წვივის კუნთებში, სიმხურვალის შეგრძნება კანზე. ფეხის შემაღლებულზე მოთავსებისას უსიამოვნო შეგრძნებები მცირდება. კანზე გამოიკვეთება დაკლაკნილი წვრილი ვენები, მოლურჯო-მოიისფრო პიგმენტური ლაქები. კანი სქელდება, ნაკლებად მოძრავი ხდება, მქრქალდება, ჩნდება მტკივნეული შეგრძნებები და დაძაბულობა. ირღვევა ლიმფის მიმოქცევა და ის წვეთებად გამოდის კანის ზედაპირზე.


ქსოვილი ნეკროზდება და ყალიბდება წყლული. ინფექციის თანდართვის შემთხვევაში ტროფიკული წყლულიდან გამონადენი სისხლიანის ნაცვლად ჩირქოვანი ხდება.

ტროფიკული წყლული შესაძლოა განვითარდეს არტერიების დაავადების დროსაც. ამას შესაძლოა ბიძგი მისცეს გადაცივებამ, ტრავმამ, მჭიდრო ფეხსაცმლის ტარებამ. ამ შემთხვევაში წყლული ლოკალიზდება ქუსლის, ტერფის, ფეხის დიდი თითის არეში. ამ ლოკალიზაციის წყლული დიდი არ არის, მკვრივკიდეებიანია, მტკივნეული და მუდმივად ტრავმირდება სიარულის დროს. ფეხების შემაღლებულზე შემოწყობა ადამიანს შვებას არ ჰგვრის.

ჰიპერტონიული დაავადების დროს ტროფიკული წყლული, როგორც წესი, ვითარდება სიმეტრიულად წვივის წინა ან უკანა ზედაპირზე და თან ახლავს ძლიერი ტკივილის სინდრომი.

შაქრიანი დაიბეტის დროს ტროფიკული წყლული უფრო მძიმედ მიმდინარეობს. განგრენის გამო ქვედა კიდურის ამპუტაციის შემთხვევათა დაახლოებით 50% სწორედ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა წილად მოდის. ამ შემთხვევაში წყლული, ჩვეულებრივ, ფეხის თითების ტერმინალურ ფალანგებზე ჩნდება და თან ახლავს კანისა და ფრჩხილის სოკოვანი დაავადება. ნერვების დაზიანების გამო ტკივილის სინდრომი დიდი და ღრმა წყლულის შემთხვევაშიც კი სუსტად არის გამოხატული.

შაქრიანი დიაბეტის დროს ტროფიკული წყლულის განვითარებას შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს მცირე ტრავმებმა, დამწვრობამ, კანის გადაყვლეფამ, დაჟეჟილობამ და სხვა.

ტროფიკული წყლულის გაჩენა მოსალოდნელია გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სისხლის ქრონიკული დაავადებების, ასევე - ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს. შესაძლოა, ჰქონდეს ინფექციური ხასიათიც.

  • მკურნალობა

ტროფიკული წყლულის სამკურნალოდ მიმართავენ როგორც კონსერვატიულ, ისე ოპერაციულ მეთოდებს. უპირველესად, როგორც უკვე ითქვა, უნდა დაიწყოს იმ ძირითადი დაავადების მკურნალობა, რომლის გართულებასაც წარმოადგენს ტროფიკული წყლული. ეს შეიძლება იყოს ვენური უკმარისობა, არტერიების დაავადება, შაქრიანი დიაბეტი და სხვა.

ტროფიკული წყლულის დროს ტარდება როგორც ზოგადი, ისე ადგილობრივი მკურნალობა. ეს უკანასკნელი, ჩვეულებრივ, მოიცავს სამ ეტაპს:

  1. ინფექციის ლიკვიდაციას;
  2. ნეკროზული მასებისაგან წყლულის გასუფთავებას;
  3. დეფექტის დახურვას.

  • რით დავამუშაოთ ტროფიკული წყლული

ხშირად ტროფიკულ წყლულს წყალბადის ზეჟანგით ასუფთავებენ, რადგან ის ანტისეპტიკური და აღმდგენი საშუალებაა. ჭრილობაში მოხვედრისას ხსნარი იწვევს ცილების დაჟანგვას, მექანიკურად ასუფთავებს ჭრილობას უცხო სხეულებისგან, შედედებული სისხლის ნაწილაკებისგან, ხელს უწყობს წვრილი სისხლძარღვებიდან სისხლდენის შემცირებას, თუმცა, იმავდროულად, დამღუპველად მოქმედებს ახალგაზრდა გრანულაციური უჯრედების გარსზე, ამიტომ ტროფიკული წყლულის დასამუშავებლად ის რეკომენდებული არ არის. ამ მიზნით ჯობს გამოვიყენოთ ის ანიტისეპტიკები, რომლებიც არ აზიანებენ ცოცხალ უჯრედებს, მაგალითად, ქლორჰექსიდინი.

ტროფიკული წყლულის ოპერაციული მკურნალობა მეტად ეფექტურია, რადგან ოპერაციის პროცესში, ჩვეულებრივ, ხდება მისი მიზეზის მოშორება. ზოგჯერ გასუფთავების შემდეგ წყლულოვანი დეფექტის დასახურავად კანის თავისუფალ პლასტიკას მიმართავენ.