თმის ტრანსპლანტაციის საფუძვლები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თმის ტრანსპლანტაციის საფუძვლები

გენეტიკური განწყობის არსებობისას მამაკაცური ჰორმონები დამანგრევლად მოქმედებს თმის ფოლიკულებზე და ეს უკანასკნელნი თანდათანობით ატროფირდება, მაგრამ არა ყველა. კეფის არეში განლაგებული ფოლიკულები ანატომიურად დაცულია ჰორმონების ზემოქმედებისგან, რადგან არ გააჩნია მათ მიმართ მგრძნობიარე განსაკუთრებული ნეირორეცეპტორები. ამის წყალობით ისინი აქტიურობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინარჩუნებენ. სწორედ ამ ფაქტს ეფუძნება საკუთარი თმის ტრანსპლანტაციის ტექნოლოგია. აქედან აღებული ფოლიკულის სხვაგან გადატანისას მისი ანატომია არ იცვლება და თმაც ისევე ამოვა, როგორც თავდაპირველ ადგილას ამოდიოდა.

რა არის თმის გადანერგვის ჩვენება?

ანდროგენული ან ნაწიბუროვანი ალოპეციის დროს თმის საფარველის აღდგენის ერთადერთი ეფექტური მეთოდი ამჟამად საკუთარი თმის გადანერგვაა. ამ სახის ალოპეციის სამკურნალოდ სხვა საშუალებები სრულიად უეფექტოა.

შესაძლებელია თუ არა დონორის თმის გადანერგვა?

შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ დონორი იმავე კვერცხუჯრედისგან განვითარებული ტყუპისცალია. ნებისმიერი სხვა ადამიანის თმა, ისევე როგორც ყველა სხვა ორგანო, მოცილების რეაქციას გამოიწვევს.

ზოგიერთი ფირმა ხელოვნურ თმასაც უშვებს, მაგრამ მისი გადანერგვა იწვევს შემაწუხებელ ქავილს, ანთებით პროცესს, უხეშ დანაწიბურებას, ჩირქოვან და სხვაგვარ გართულებებს. საბოლოოდ ორგანიზმი მასაც იცილებს და თმა ცვივა. ამიტომ, მაგალითად, აშშ-ში ხელოვნური თმის გადანერგვა კანონით იკრძალება.

სადღეისოდ საკუთარი თმის გადანერგვის ჩვენებები მკაფიოდ არის განსაზღვრული:

  • ანდროგენული ალოპეცია მამაკაცებში;
  • ანდროგენული ალოპეცია (მამაკაცური ტიპის თმის ცვენა) ქალებში;
  • თმის ზრდის წინა ხაზის თანდაყოლილი მაღალი განლაგება (მაღალი შუბლი) ქალებსა და მამაკაცებში;
  • ჭრილობის, თერმული ან ქიმიური დამწვრობის, ნაწოლის, სამშობიარო ტრავმის, ნეიროქირურგიული ან პლასტიკური ოპერაციის, რადიოთერაპიის შედეგად განვითარებული ალოპეცია ქალებსა და მამაკაცებში;
  • ტრავმის შედეგების, ყმაწვილობაში გადატანილი აკნეს კამუფლირება, პაციენტისთვის უფრო მამაკაცური შესახედაობის მინიჭება (მასკულინიზაცია) წარბების, საულვაშის, საფეთქლების, ბაკენბარდების, წვერის არეში თმის გადანერგვით.

თმის გადანერგვის უკუჩვენებებია:

  • ანესთეტიკების აუტანლობა;
  • სისხლის შედედების სისტემის დარღვევები (ჰემოფილია);
  • ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი;
  • თავის თმიანი ნაწილის კანის დაავადებები გამწვავების ფაზაში.

ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ჩვენებას განსაზღვრავს ქირურგი ტრანსპლანტოლოგი პირადი კონსულტაციის დროს. აქ განიხილება ოპერაციის მიზანშეწონილობა და მოცულობა, თმის ზრდის წინა ხაზის ფორმა და დონე.

ექიმი აცნობს პაციენტს სამუშაოს ეტაპებსაც. ანალოგიური დაკვირვების ფოტოგრაფირებით შესაძლებელია შედეგის პროგნოზირება. ამასთან, ინფორმაციის კონფიდენციალურობა მკაცრად უნდა იქნეს დაცული. გამელოტების ზონის ზომის, დარჩენილი თმის ოდენობის, კანის მდგომარეობის, კეფაზე არსებული თმის ხარისხის გათვალისწინებით ექიმი აფასებს გადანერგვის მოცულობას, რის შემდეგაც ადგენენ ოპერაციის თარიღსა და ღირებულებას.

გადანერგვის პროცედურა რამდენიმე საათს გრძელდება. მანიპულაცია შეიძლება ჩატარდეს ადგილობრივი ანესთეზიით. იგი სრულიად უმტკივნეულოა. პაციენტი თავსდება მოხერხებულ სავარძელში, შეუძლია უსმინოს მუსიკას, უყუროს ტელევიზორს. პერიოდულად ასვენებენ. მას პროცედურის დასრულებისთანავე შეუძლია შინ დაბრუნება. ტრანსპლანტაცია გულისხმობს გრაფტების - თმის ცვენისგან ანატომიურად დაცული ფოლიკულების - გადანერგვას ნაწილობრივ ან მთლიანად გამელოტებულ უბანში.

გრაფტი კანის მიკროსკოპული, 0,5-დან 1 მმ-მდე დიამეტრის ნაწილია, რომელიც შეიცავს ერთ ან რამდენიმე თმის ღერს. მისი აღება შესაძლებელია კეფიდან და საფეთქლიდან. ქირურგი ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვრავს კანის ხაზის ფართობს, რომელიც აუცილებელია საჭირო რაოდენობის გრაფტის მისაღებად. კანის ხაზის (ზოლის) ასაღებად გამოიყენება სპეციალური ტექნიკა, რათა ოპერაციის შემდგომმა ნაკერმა კორექტული ფორმაცია განიცადოს. კოსმეტიკური მიკრონაკერი მაშინვე იფარება თმით და გარეგნულად შეუმჩნეველია.

გამოიყენება უნაკერო მეთოდიც, როდესაც გრაფტებს სპეციალური მილის საშუალებით იღებენ. მიზეზთა გამო ამ მეთოდის გამოყენება შეზღუდულია და აქვს მკაცრად განსაზღვრული სამედიცინო ჩვენებები.

რამდენი პროცედურაა საჭირო საბოლოო შედეგის მისაღწევად?

პაციენტის სურვილიდან და გამელოტებული არის ფართობიდან გამომდინარე, შესაძლოა საჭირო გახდეს 1-დან 4-მდე პროცედურა.

როგორ უნდა მოვუაროთ გადანერგილ თმას?

ტრანსპლანტაციის მეორე დღესვე შეიძლება თავის დაბანა შამპუნით და აქტიური ცხოვრების გაგრძელება. ახალი თმის ამოსვლა იწყება 2-3 თვის შემდეგ და მთელი სიცოცხლე გრძელდება.