ლამაზი ქალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლამაზი ქალი

ქალური მიმზიდველობის ოქროს სტანდარტი თვალები

თვალის ფერის პოპულარობა მამაკაცის ეთნიკურ კუთვნილებაზეა დამოკიდებული, ამიტომ ძნელია ერთმნიშვნელოვნად ითქვას, რა ფერის თვალია ყველაზე ლამაზი. კინოინდუსტრიაში ეტალონად აღიარებულია დიდი, ციმციმა, მეტყველი და ელვარე თვალები, რომლებიც ადამიანს იმედს და ცხოვრების ხალისს მატებს.

სახე

დედამიწის ყოველ წერტილში მამაკაცები უპირატესობას ანიჭებენ ე.წ. ბავშვურ სახეს, რომლის მთავარი კრიტერიუმიც პატარა ქვედა ყბაა. რაც შეეხება ცხვირის ფორმას, მისი სტანდარტი, ეროვნების, კულტურისა და ტრადიციის მიხედვით, სხვადასხვანაირია. ერთადერთი რამ, რის თაობაზეც ყველა თანხმდება, სახის სიმეტრიაა. ის ნებისმიერი მამაკაცისთვის მისაღებია.

ასაკი

ზოგიერთ კულტურაში მიმზიდველად მიიჩნევა ქალი, რომელიც მამაკაცზე 10 წლით უმცროსია. განვითარებულ ქვეყნებში პარტნიორთა შორის ასაკობრივი სხვაობა საშუალოდ 2-2,5 წელია. ასაკთან ერთად იცვლება მამაკაცის არჩევანიც - რაც უფრო დიდია თავად, მით უმცროსი ქალი აინტერესებს.

მკერდი

დიდი, მკვრივი მკერდი სილამაზის აღიარებული ეტალონია. ასეთი ქალები განსაკუთრებით პოპულარულები არიან ევროპაში, რადგან იქ ეს ორგანიზმში ქალის სასქესო ჰორმონების მაღალ კონცენტრაციაზე მიუთითებს, რასაც უშუალო კავშირი აქვს ნაყოფიერებასთან. მამაკაცები სიმეტრიულ მკერდს ამჯობინებენ. მოგეხსენებათ, სარძევე ჯირკვალი ის ორგანოა, რომელიც ქალის ასაკთან ერთად ყველაზე ადვილად იცვლის ფორმას, ამიტომ მამაკაცებს არაცნობიერად სიმეტრიულმკერდიანი ქალები მოსწონთ, რადგან ისინი, სამედიცინო სტატისტიკის თანახმად, ყველაზე ნაყოფიერნი არიან.

თეძოები

ქალის თეძოებზე ცხიმის ჩალაგებას ქალის სასქესო ჰორმონები განაპირობებს, ამიტომ თეძოს ფორმა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რამდენად მომწიფებულია გოგონა სქესობრივად და რამდენად შეუძლია სრულფასოვნად გამოკვებოს მუცელში ნაყოფი. აზიაში განსაკუთრებით მიმზიდველად მიიჩნევა ქალი, რომელსაც პატარა თეძოები აქვს, კავკასიაში სავსე, მაგრამ მომრგვალებული თეძოები მოსწონთ. ესპანეთსა და პორტუგალიაში ყველაზე ლამაზად მიაჩნიათ ფართო, ცხიმის ზომიერი ფენით დაფარული თეძოები. აფრიკელებს თეძოსქელი, ფუნთუშა ქალები ურჩევნიათ.

წონა

მსოფლიოს 300 ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ მამაკაცებს პუტკუნა ქალები უფრო მოსწონთ, ვიდრე გამხდრები. კამერისა თუ ობიექტივის წინ მოგოგმანე ლამაზმანები, დამეთანხმებით, ჯანმრთელობის ეტალონებად ყოველთვის არ გამოდგებიან. გამხდარი სხეული თავად ქალებს შორისაა პოპულარული, რადგან ეს მათთვის დამოუკიდებლობასთან, წარმატებასა და ახალგაზრდობასთან ასოცირდება.

სიმაღლე

მამაკაცები უმეტესად მათზე ტანმორჩილ ქალებს ირჩევენ, თუმცა, როგორც ირკვევა, ეს თავად ქალებისთვისაა უფრო მნიშვნელოვანი - მათ მოსწონთ, როცა მათი რჩეული მაღალია.

ფეხის სიგრძე

ევროპელები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ გრძელ ფეხებს, რაც ჰოლივუდელი გრძელფეხება ლამაზმანის სტანდარტის დამსახურებაა.

თმის სიგრძე და ფერი

მამაკაცებს გრძელთმიანი ქალები მოკლეთმიანებზე გაცილებით მეტად იზიდავთ. ამ სტანდარტმა ათასწლეულებს გაუძლო, რისი მიზეზიც ევოლუციური ფსიქოლოგიაა. საკვების უკმარისობა, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი თმის ცვენას იწვევს, ქალის თმა ხუნდება და უფერულდება. საზოგადოდ, თმა მისი პატრონის ცხოვრების წესზე მეტყველებს. რაც შეეხება ფერს, აზიელებსა და კავკასიელებს - მუქთმიანი, ხოლო ევროპელებს ქერათმიანი ლამაზმანები მოსწონთ.

სიარულის მანერა

მამაკაცებისთვის მეტად მნიშვნელოვანია, როგორ მოძრაობს ქალი. თეძოების მსუბუქ და ჰარმონიულ რხევას მათი 90% მიიჩნევს მიმზიდველად.

ოვულაციური პერიოდი

მამაკაცებისთვის ქალი განსაკუთრებით მიმზიდველია ოვულაციის პერიოდში, ანუ მენსტრუალური ციკლის იმ პერიოდში, როდესაც ქალის ორგანიზმი განაყოფიერებისთვის მზადაა. რა გზით ახერხებენ მამაკაცები ამ მეტად ხანმოკლე პერიოდის ამოცნობას, მეცნიერთათვის ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება.