თუ თავის მოსავლელად ვერ იცლით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თუ თავის მოსავლელად ვერ იცლით

როგორ მოვახერხო მოკლე ხანში თავის ისე მოწესრიგება, რომ პაემანზე უხერხულობა არ ვიგრძნო?

  • პაემანზე გეპატიჟებიან, თქვენ კი ახალი კაბა არ გაქვთ? არა უშავს! მთავარია, მოვლილად გამოიყურებოდეთ.

ასე რომ, დროს ნუ დაკარგავთ, მიხედეთ თავს. შეგიძლიათ, ნიღაბი მოამზადოთ იმისგან, რაც მაცივარში მოგეპოვებათ, მაგრამ ბრწყინვალე შედეგის იმედი ნუ გექნებათ. სრულყოფილება საფუძვლიან მიდგომას მოითხოვს.

სასურველია, თავის მოვლას პაემნის წინ მთელი დღე დაუთმოთ. უმჯობესია, დაიწყოთ დილიდან, მაგრამ თუ სამსახურში ხართ და დრო არ გაქვთ, მიხედეთ საქმეს საღამოს.

  • მიიღეთ ზღვის მარილის აბაზანა - ის შესანიშნავად ხსნის დაღლილობას და არბილებს კანს. კარგად გაიხეხეთ სხეული ჯაგრისით, ხოლო სახეზე მსუბუქი პილინგი გაიკეთეთ.
  • თუ გსურთ, თმა გიბზინავდეთ, ამისთვისაც წინასწარ იზრუნეთ!
  • ცხელი წყალი, ცივი ჰაერი, სარეცხი საშუალებები ვნებს კანს. თუ გსურთ, ახალგაზრდული კანი შეინარჩუნოთ, წაისვით მკვებავი კრემი ყოველი ბანაობის შემდეგ, კვირაში ერთხელ კი გაიკეთეთ დამარბილებელი ნიღაბი.
  • აბაზანის მიღების შემდეგ დასვენება გსურთ? გამოიყენეთ ეს დრო! სქლად წაისვით ხელებზე ნებისმიერი ცხიმიანი კრემი და ნახევარი საათი დაიტოვეთ. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და დამატენიანებელი გადაისვით - კანი რბილი, ნაზი და ფაფუკი გახდება!
  • პილინგის შემდეგ კანი ნაზია, მაგრამ დაუცველი, ამიტომ ნიღბად გამოიყენეთ ლიფტინგის ეფექტის მქონე დამატენიანებელი კრემი. შედეგი მართლაც ბრწყინვალე იქნება.
  • თმაზე ნიღბის წასმამდე თავის კანი დაიზილეთ - სისხლის მიწოდება გაძლიერდება და ნიღაბი გაცილებით უკეთ იმოქმედებს. თუ თმა გამომშრალი გაქვთ, მთელ სიგრძეზე წაისვით ზეთი, ნახევარი საათის შემდეგ კი შამპუნით ჩამოიბანეთ.
  • ზამთარში ტუჩები ფითრდება, შრება და სკდება, მაგრამ ამის გამოსწორებაც შესაძლებელია. მთავარია, პროცედურები ყოველდღიურად ჩაიტაროთ. დაიწყეთ პილინგით. კბილების გახეხვის დროს ფრთხილად გადაატარეთ ჯაგრისი ტუჩებზე - ისინი ოდნავ აიქერცლება და დარბილდება. ღამით კი მკვებავი კრემი წაისვით - დილისთვის ბაგეები ხავერდოვანი გაგიხდებათ!
  • ზამთარში პედიკიურზე შეგიძლიათ უარი თქვათ, მაგრამ ფეხის კანს მოვლა მუდმივად სჭირდება. აუცილებელია მასაჟი - ის აღადგენს სისხლის მიმოქცევას. დაბანილ, დაორთქლილ ფეხებზე წაისვით სპეციალური სკრაბი, აბაზანის შემდეგ კი მკვებავი და მსუბუქი მასაჟით შეიზილეთ.

  • თმის მოვლა

- რომელი ფაქტორები მოქმედებს თმის ხარისხზე? - თმის ხარისხზე გავლენას ახდენს ეკოლოგია, ინსოლაცია, კვება.

მავნე ფაქტორების გავლენით თმის სტრუქტურა ზიანდება, რაც გამოვლინდება თმის ცვენით, ქერტლით, მტვრევადობით. არაპროფესიონალური მოვლა კიდევ უფრო მეტად ვნებს თმის მდგომარეობას. ვინაიდან თმა ჩვენი იმიჯის მეტად მნიშვნელოვანი ნაწილია, მასზე ზრუნვა მხოლოდ პროფესიონალებს უნდა მივანდოთ. ერთი შეხედვით ისეთი მარტივი პროცედურაც კი, როგორიც არის შუბლზე ჩამოშლილი თმის შესწორება, სახლის პირობებში არ უნდა ჩავატაროთ. აღარაფერს ვამბობ თმის გაუფერულებაზე, დაუთოებასა და ფენით გაშრობაზე. ჩვენს პრაქტიკაში ხშირად ვხვდებით ასეთი დამოკიდებულების ფატალურ შედეგებს.

- რას ურჩევდით მათ, ვისაც თმის შეღებვა სჭირდება?

გაგრძელებას გაეცანით ბმულზე

https://mkurnali.ge/qali/rchevebi/433-2009-01-22-17-28-11.html