დაღლილობის 11 მიზეზი
ეს არ არის სამსახურთან ან პირად ურთიერთობებთან დაკავშირებული ცუდი განწყობა. დეპრესია მოქმედებს ადამიანის გრძნობებზე, ფიქრებსა და ქცევაზე, იწვევს სხვადასხვა ემოციურ და ფიზიკურ შედეგს, მათ შორის - სუიციდსაც კი.
დეპრესია მნიშვნელოვნად აქვეითებს ენერგიის დონეს, აღინიშნება ძილის პრობლემა, ადამიანი ხშირად იღვიძებს ღამე ან, პირიქით, დიდხანს სძინავს. დღე ადამიანი თავს დაღლილად და არამოტივირებულად გრძნობს.
შფოთვა ზოგჯერ შეიძლება სრულიად ნორმალური მოვლენა იყოს, მაგრამ ყოველდღიური არაკონტროლირებული შფოთვა, რომელიც ცხოვრებას უშლის ხელს, უკვე გენერალიზებულ შფოთვით მოშლილობაზე მეტყველებს. მომატებული შფოთვის გარდა, დაავადება ვლინდება დაღლილობით, უძილობით, გაღიზიანებადობით, კუნთოვანი დაძაბულობით და ყურადღების კონცენტრაციასთან დაკავშირებული სირთულეებით.
უძილობა და გამოუძინებლობა
ეს დაღლილობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. აშშ-ში ყოველ მესამე მოზრდილ ადამიანს ღამე საჭირო 7-8 საათზე ნაკლები სძინავს. ეს იწვევს სწრაფდაღლას, ძილიანობას, პროდუქტიულობის დაქვეითებას და უბედური შემთხვევების რისკის ზრდას.
ნორმალური ძილი უნდა იყოს მშვიდი და უწყვეტი, რათა ტვინმა გაიაროს ძილის თითოეული ციკლის ყველა სტადია. ამასთან, მნიშვნელოვანია ერთსა და იმავე დროს დაწოლა დასაძინებლად და ადგომა, გამოსასვლელ დღეებშიც კი. როგორც ლისაბონის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევებმა აჩვენა, ეს ძალიან უწყობს ხელს ნაკლებად დაღლასა და ადვილად დაძინებას.
ძილის აპნოე
ეს დაავადებაა, რომლის დროსაც ძილის დროს აღინიშნება რამდენიმე წამიდან 2-3 წუთამდე სუნთქვის ხანმოკლე გაჩერება. ეს პაუზები შეიძლება აღმოცენდეს წუთში 30-მდე. აპნოეს შეტევებს თან ახლავს ხვრინვა და გაღვიძების ეპიზოდები. სისხლში ამ დროს ქვეითდება ჟანგბადის დონე. დილით ადამიანი გამოუძინებელია, შეიძლება აწუხებდეს სწრაფად დაღლა, თავის ტკივილი, მეხსიერებისა და ყურადღების პრობლემები.
ხშირად ეს პრობლემა აღენიშნებათ სიმსუქნისა და მავნე ჩვევების მქონე საშუალო ასაკისა და ხანდაზმულ მამაკაცებს.
ჰიპოთირეოზი
ჰიპოთირეოზისას ფარისებრი ჯირკვალი არ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით ჰორმონებს - თიროქსინსა და ტრიიოდთირონინს. ეს ჰორმონები მოქმედებს ორგანიზმის სხვადასხვა სისტემაზე, მათი ძირითადი ამოცანაა ენერგიის ცვლის შენარჩუნება.
ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების დროს აღინიშნება მუდმივი დაღლილობა, სიცივისადმი მომატებული მგრძნობელობით, ყაბზობით, წონის მატებით, შეშუპებით, კუნთებისა და სახსრების ტკივილით, გულისცემის შენელებით, თმის ცვენით, კანის სიმშრალით, დეპრესიითა და მეხსიერების დარღვევით. ჰიპოთირეოზის დიაგნოსტირება მარტივია. საკმარისია სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების განსაზღვრა.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
6 თვის განმავლობაში მუდმივად ქრონიკული დაღლილობის გრძნობა, რომელიც დასვენების შემდეგ არ გადის, შესაძლებელია იყოს ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. სწრაფი დაღლის გარდა, შეიძლება იყოს სხვა სიმპტომებიც: მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, ცუდი ძილი, თავბრუხვევა. ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მიზეზი უცნობია, თუმცა უამრავი თეორია არსებობს - ვირუსული ინფექციით დაწყებული, ფსიქოლოგიური სტრესით დასრულებული.
დიაბეტი
დიაბეტის დროს ქვეითდება ჰორმონ ინსულინის დონე, რის შედეგადაც უჯრედები ვერ ითვისებენ გლუკოზას და ის სისხლში რჩება. ამის გამო ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, რაც იწვევს მუდმივ დაღლილობის შეგრძნებას. დიაბეტის სხვა სიმპტომებიდან აღსანიშნავია ხშირი შარდვა, წყურვილის შეგრძნება, წონის აუხსნელი კლება, ხელების ან ფეხების დაბუჟება, კანის სიმშრალე. დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭიროა სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა.
მოუსვენარი ფეხების სინდრომი
ამ დაავადების დროს აღინიშნება ფეხების მოძრაობის დაუოკებელი სურვილი. მას შეიძლება თან ახლდეს კანზე ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება ან ფეხებში ძლიერი ტკივილი. ჩვეულებრივ, ეს სიმპტომები ვლინდება ან ძლიერდება ღამით, ამის გამო ადამიანი ვეღარ იძინებს და დღისით გამოუძინებელი და დაღლილია. ჯერჯერობით ამ მდგომარეობის ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. მიიჩნევა, რომ ეს უკავშირდება დოფამინის დონის ცვლილებას. ზოგიერთ შემთხვევაში სინდრომი აღმოცენდება რკინადეფიციტური ანემიისა და ორსულობის დროს.
ანემია
ანემიისას ქვეითდება ჟანგბადის გადამტანი სისხლის კომპონენტების - ერითროციტებისა ან ჰემოგლობინის დონე. ამის გამო ორგანიზმის უჯრედები და ქსოვილები განიცდიან ჟანგბადის შიმშილს და ადამიანი სწრაფად იღლება. შეიძლება იყოს სხვა სიმპტომებიც: კანის სიფერმკრთალე, ქოშინი, თავბრუხვევა და თავის ტკივილი. უფრო ხშირია რკინადეფიციტური ანემია, განსაკუთრებით ქალებს შორის, მენსტურაციის გამო ან ორსულებთან. უფრო იშვიათია В12 და B9 დეფიციტური ანემია. ანემიის მიზეზი მრავალია: სისხლდენა, ცუდი კვება, კუჭისა და სხვა ქრონიკული დაავადებები.
სეზონური აფექტური მოშლილობა
ეს დეპრესიის სახესხვაობაა, რომელიც სეზონურ ცვლას უკავშირდება, აღმოცენდება და ქრება წელიწადის ერთსა და იმავე დროს, ხშირად შემოდგომასა და ზამთარში. მეცნიერები თვლიან, რომ ეს მდგომარეობა ვითარდება ჩვენი „ბიოლოგიური საათის“ მუშაობის დარღვევის გამო. შემოდგომასა და ზამთარში მცირდება მზის სინათლის ხანგრძლივობა და ქვეითდება სეროტონინის დონე, იზრდება მელატონინის დონე. სეროტონინი კარგი განწყობის შენარჩუნებას უწყობს ხელს, მელატონინი კი ჩაძინებაზეა პასუხისმგებელი.
დაღლილობის გარდა, შესაძლებელია აღინიშნოს დათრგუნვა, საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვა, საკუთარი არასრულფასოვნების შეგრძნება და სუიციდიც კი. დილას აღინიშნება ძილიანობა, ღამე კი - ჭირს დაძინება. იცვლება მადა და ადამიანი იკლებს წონას, თუმცა პირიქითაც შეიძლება მოხდეს.
ჰეპატიტი
ამ დაავადების გამომწვევია ვირუსული ჰეპატიტი.
მედიკამეტები
დაღლილობა შეიძლება იყოს ზოგიერთი წამლის გვერდითი მოვლენა:
- ჰიპოტენზიური საშუალებები;
- სტატინები;
- პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები;
- ბენზოდიაზეპინები;
- ანტიჰისტამინური პრეპარატები;
- ანტიდეპრესანტები;
- ანტიბიოტიკები;
- შარდმდენი საშუალება;
- ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები.