ზამთრის სიცივე და სილამაზე
-
გააკეთეთ ყველაფერი პირიქით
ზამთარში კანის მოვლის მთავარი თავისებურებაა პროცედურების “გრაფიკის” შეცვლა. თუ ზაფხულში დამატენიანებელ კრემს დღისით იყენებდით, ხოლო მკვებავს - ღამით, ზამთარში ყველაფერი პირიქით უნდა გააკეთოთ.
კანის კვება დაიწყეთ დილიდან (შინიდან გასვლამდე), ხოლო დამატენიანებელი პროცედურები ძილის წინ ჩაიტარეთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი უგულებელყოფა, რადგან ზამთარში კანს განსაკუთრებით ვნებს ჰაერის მომეტებული სიმშრალე.
კანი ადაპტირებულია ტენიანობისა და ტემპერატურის ცვალებადობასთან, მაგრამ არასასურველმა ფაქტორებმა შესაძლოა დაარღვიოს ადაპტაციის რთული ბიოქიმიური მექანიზმი. გაუწყლოებული კანი სიცივეში აქერცვლას და გაწითლებას იწყებს. კრემს შეუძლია, ყინვაში დაზიანებისგან დაიცვას კანი.
შეარჩიეთ საშუალებები, რომლებიც შეიცავს სილიკონს და ქიტოზანს!
არსებობს დღის კრემები, რომლებიც ზამთრის სიცივის მავნე ზემოქმედებისგან გვიცავს და ღამის დამამშვიდებელი კრემები, რომლებიც მცენარეულ საშუალებებს შეიცავს და სიწითლესა და დაჭიმულობას ხსნის. ცალკე გამოდის ცუდ ამინდში დამცავი კრემები.
-
იზრუნეთ ხელებზე
ნუ ივლით სიცივეში შიშველი ხელებით. ჩაიცვით წყალგაუმტარი ხელთათმანები რბილი ნატურალური სარჩულით (და არა ნაქსოვი ხელთათმანები, რომლებიც წვიმასა და თოვლში სველდება და კანს აღიზიანებს).
კვირაში ერთხელ გაიკეთეთ გვირილის ან მწვანე ჩაის დამარბილებელი აბაზანა. ღამით ხელზე წაისვით ნატურალურ ცხიმზე დამზადებული კრემი.
აირჩიეთ უნივერსალური კრემები, რომლებიც კვებავს ხელების კანსა და ფრჩხილებს.
-
ნუ მოილოკავთ ტუჩებს
ტუჩების ლოკვის მავნე ჩვევა განსაკუთრებით საზიანოა ზამთრის სიცივეში. ეცადეთ, როგორმე მოერიოთ თავს და ეს ჩვევა დაძლიოთ.
დიდი შეცდომაა შინიდან გასვლის წინ ტუჩებზე სუფთა სააფთიაქო ვაზელინის წასმა - ის აბრკოლებს კანიდან ტენის აორთქლებას და ხელს უწყობს მის დაგროვებას ეპიდერმისის ღრმა შრეებში. ამის შედეგად ტუჩები კარგავს მკვეთრ კონტურს.
უმჯობესია, გამოიყენოთ სპეციალური ჰიგიენური საცხი და ბალზამი, ხოლო ძილის წინ შეიზილოთ ტუჩებში ქაფურის, ზეითუნის ან ჩვეულებრივი მზესუმზირას ზეთი.
ზამთარში დაივიწყეთ მქრქალი და მდგრადი ტუჩსაცხები - ისინი თითქმის არ შეიცავენ ცხიმს და აშრობენ ტუჩის ნაზ კანს.
-
რატომ სჭირდება თმას განსაკუთრებული მოვლა სიცივეში?
სიცივეში თმის მდგომარეობა იცვლება: ხდება მშრალი, მტვრევადი და კარგავს ბზინვარებას.
სრულიად ჯანმრთელ თმასაც კი უჭირს ზამთრის გადატანა და რაც უფრო სუსტია თმა, მით უფრო გამოხატულია ცვლილებები.
რატომ იცვლება თმის მდგომარეობა ზამთარში?
- თმას უფრო ხშირად ვიშრობთ ელექტროსაშრობით. თუ ზაფხულში შეგიძლიათ ოდნავ სველი თმით გახვიდეთ გარეთ, ზამთარში არ უნდა გარისკოთ.
- ვხმარობთ ქუდებსა და შარფებს. გარე ტანსაცმელი ქმნის ხახუნის ეფექტს, კუტიკულის ქერცლები ზევით იწევს და თმა იწყებს აშრევებას. გარდა ამისა, ქუდი ზეწოლას ახდენს თავზე, სისხლძარღვები ვიწროვდება, სისხლის მიმოქცევა ნელდება და თმის ფოლიკულებში საკვები ნივთიერებების მიწოდება ირღვევა. თუ ასე დიდხანს გაგრძელდა, თმა დასუსტდება და დაიწყებს ცვენას.
- ტემპერატურის ცვლილებები. გარეთ სიცივე და ნესტია, მაგრამ შიგნით არის მშრალი, გამთბარი ჰაერი. თმა მუდმივი სტრესის ქვეშაა და არ აქვს დრო, მოერგოს ცვალებად ტემპერატურას. ამ დროს შესაძლოა ქერტლი გამოჩნდეს, რადგან თავის კანს არ შეუძლია გაერკვეს, რამდენი ცხიმი გამოყოს.
- ტენიანობის ნაკლებობა. თმა ერთმანეთს ეხება, იმუხტება. ტენიანობა ხელს უშლის ამას, მაგრამ ის ცოტაა ზამთრის მშრალ ჰაერში.
როგორ მოვუაროთ თმას ზამთარში?
თემის გაგრძელება ნახეთ ბმულზე
https://mkurnali.ge/qali/rchevebi/23806-ratom-schirdeba-tmas-gansakutrebuli-movla-siciveshi.html