როგორ მოვუაროთ ახალგაზრდა კანს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვუაროთ ახალგაზრდა კანს

ამასთან, მოვლის წესი ასაკს უნდა შეესაბამებოდეს, რადგან კანს ყოველ ასაკში სხვადასხვა თავისებურება ახასიათებს. უპირველესად, უნდა ვიცოდეთ, რომელი ტიპისაა კანი.

როგორც ცნობილია, არსებობს კანის 4 ძირითადი ტიპი: ნორმალური, მშრალი, ცხიმიანი და კომბინირებული. ცხადია, კარგი იქნება, თუ თქვენი კანის ტიპს კოსმეტოლოგი განსაზღვრავს, მაგრამ თუ მასთან მისვლის შესაძლებლობა არ გაქვთ, ამ ამოცანას შეიძლება თავი გავართვათ სახლის პირობებშიც.

დაიბანეთ პირი და ნახევარი საათის შემდეგ დაიდეთ სახეზე მშრალი ქაღალდის ხელსახოცი. თუ ხელსახოცზე არ დარჩა ცხიმის კვალი, ე.ი. ნორმალური კანი გაქვთ. თუ ხელსახოცი დაიფარა ცხიმის ლაქებით, კანი ცხიმიანია.თუ ცხიმის ლაქები დარჩა არა მთელ ხელსახოცზე, არამედ მხოლოდ შუბლის, ცხვირისა და ნიკაპის ადგილას, კომბინირებული კანი გქონიათ. თუ ხელსახოცზე კვალი არ დარჩა და, ამასთან, გაქვთ არასასიამოვნო შეგრძნებები: სიმშრალე, დაჭიმულობა, - მაშასადამე, თქვენი კანი მშრალი ტიპისაა.

კანის მოვლის ყოველგვარი საშუალება კანის ტიპისა და ასაკის გათვალისწინებით უნდა შევიძინოთ. არასოდეს იყიდოთ ის კოსმეტიკური საშუალება, რომელიც განკუთვნილია სხვა ტიპის ან უფრო ხანდაზმული კანის მოსავლელად - ის კანის უფრო ნაადრევ დაბერებას გამოიწვევს. თავდაპირველად უმჯობესია შეიძინოთ ნიმუში და მხოლოდ მას შემდეგ, რაც შედეგით კმაყოფილი დარჩებით, იყიდოთ ეს საშუალება უფრო დიდი შეფუთვით. უპირატესობა მიანიჭეთ ერთი და იმავე მარკის საშუალებებს - ასე უკეთეს ეფექტს მიიღებთ.

20-დან 25 წლამდე ასაკში კანის მოვლა მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს:

  • კანის გაწმენდა

გაწმენდა-გასუფთავება კანის მოვლის უმნიშვნელოვანესი ეტაპია. არასოდეს დაიბანოთ პირი საპნით - ის აშრობს კანს და აუარესებს მის მდგომარეობას. კანის გასუფთავება უნდა დაიწყოთ თვალებიდან და ტუჩებიდან მაკიაჟის მოცილებით. თვალებისთვის შეარჩიეთ სპეციალური საშუალება, რომელსაც ოფთალმოლოგიც მოგიწონებთ. უმჯობესია, მგრძნობიარე თვალებისთვის იყოს განკუთვნილი. ტუჩებისთვისაც არსებობს სპეციალური გამწმენდი საშუალებები, თუმცა შეიძლება მათ ნაცვლად მცენარეულ ზეთში დასველებული ბამბის დისკოს გამოყენება. მას შემდეგ, რაც ტუჩებიდან კოსმეტიკას მოიშორებთ, წაისვით ჰიგიენური ტუჩსაცხი ან სპეციალური ბალზამი.

სახის კანის გასუფთავებას მთელი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ. აქ მთავარ როლს სწორად შერჩეული გამწმენდი საშუალება ასრულებს. თუ მშრალი კანი გაქვთ, შეარჩიეთ კრემის ან ზეთოვან საფუძველზე დამზადებული რძე, ცხიმიანი და ნორმალური კანის შემთხვევაში კი ქაფი ან გელი.

  • ღრმა წმენდა

ღრმა წმენდა კანს აცილებს მკვდარ უჯრედებს, უბრუნებს სიგლუვესა და სიჯანსაღეს. რამდენადაც ახალგაზრდობაში კანი თვითონვე თავისუფლდება მკვდარი უჯრედებისგან, პილინგისა და სქრაბის ჭარბი გამოყენება არ ღირს, თუმცა მათზე არც სულ მთლად უარის თქმას გირჩევთ. მშრალი კანისთვის გამოიყენეთ ენზიმური, არააბრაზიული პილინგი, ცხიმიანისთვის - აბრაზიული.

თუ ფერიმჭამელები ან გამონაყარი გაწუხებთ, ოპტიმალური ვარიანტია მჟავა არააბრაზიული პილინგი. ცხიმიანი კანი შეიძლება გავიწმინდოთ კვირაში 2-ჯერ, ხოლო მშრალისთვის კვირაში ერთი პროცედურაც საკმარისია.

  • ტონიზება

ტონიზება ნებისმიერი ტიპის კანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურაა. მატონიზებელი საშუალება საბოლოოდ ასუფთავებს, აახლებს კანს და დასანოტივებლად ამზადებს. მშრალი კანისთვის დამამშვიდებელი ტონიკი ჯობს, ნორმალურისთვის - დამანოტივებელი, ხოლო ცხიმიანისთვის - უსპირტო, სებორეამარეგულირებელი. კანის ტონიზება აუცილებელია ყოველდღე, დღეში ორჯერ, დილა-საღამოს.

  • დანოტივება

დანოტივება ნებისმიერი ტიპის კანისთვის აუცილებელია. ცხიმიანი კანის პატრონი ზოგიერთი ქალი უარს ამბობს მოვლის ამ ეტაპზე, რაც არასწორია - დატენიანება ცხიმიან კანსაც სჭირდება.

თუ მშრალი კანი გაქვთ, გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემები, რომლებიც საგანგებოდ ამ ტიპის კანისთვის არის განკუთვნილი.

ნორმალური კანისთვის მისაღებია მკვებავი კრემი მსუბუქი დამატენიანებელი ტექსტურით, ხოლო ცხიმიანისთვის - სებორეამარეგულირებელი კრემები. აუცილებელია კისრის არის დატენიანებაც, რადგან ამ მიდამოში კანი ნაადრევი დაბერებისკენ არის მიდრეკილი.

  • ნიღბები

გარდა ყოველდღიურისა, კანს სჭირდება დამატებითი მოვლაც ნიღბებითა და შრატით, თუმცა მათი ხშირად გამოყენება არ შეიძლება, კვირაში 1-ხელ ან 2-ჯერ საკმარისია. ნიღბების ჭარბმა გამოყენებამ შესაძლოა უკუშედეგი გამოიღოს.

თუ მშრალი კანი გაქვთ, გამოიყენეთ დამარბილებელი და დამატენიანებელი ნიღბები.

ცხიმიანი კანისთვის შეიძლება დამატენიანებელი და გამწმენდი ნიღბების გამოყენება.

  • კანი თვალების ირგვლივ

ნუ იფიქრებთ, რომ თქვენს ასაკში თვალების ირგვლივ კანს მოვლა არ სჭირდება - ამ მიდამოში კანი ძალიან მგრძნობიარე და თხელია და თუ ჯეროვნად არ მოვუარეთ, თვალების გარშემო მუქი რგოლები და ნაოჭები გაჩნდება. ამ მიდამოს კანის მოსავლელად უნდა შევარჩიოთ მსუბუქი ტექსტურის დამატენიანებელი კრემი, რომელიც სწორედ თქვენი ასაკისთვის არის განკუთვნილი.

დაბოლოს, დაიხსომეთ რამდენიმე წესი:

  • სვით ბევრი წყალი - დღეში არანაკლებ 1,5 ლიტრი, ოღონდ ძილის წინ სმას ერიდეთ.
  • ერიდეთ პურ-ფუნთუშეულს, ტკბილეულს - კანფეტებს, ნამცხვრებს, გაზიან სასმელებს, შებოლილ და დამარილებულ ხორცს, შემწვარ ხორცსა და ბოსტნეულს. მიირთვით ბევრი უმი, ჩაშუშული და მოხარშული ხილ-ბოსტნეული, მწვანილი, ასევე - რძის პროდუქტები.
  • რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე.
  • მისდიეთ სპორტს.
  • ეცადეთ, დღე-ღამეში 8 საათი მაინც გეძინოთ კარგად განიავებულ ოთახში.
  • ეცადეთ, ნაკლები ინერვიულოთ და მეტი დადებითი ემოცია მიიღოთ.