მამაკაცის მოსახიბლავად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცის მოსახიბლავად

  • ლამაზად ჯდომა

ქალს მომხიბვლელობას სძენს არა მარტო გარეგნობა, არამედ ქცევაც - სიარულისა და ჯდომის, საუბრის მანერა. ეცადეთ, ყოველთვის ლამაზად დაჯდეთ. დაჯდომისას ზურგით დადექით სკამთან, ცალი ფეხი უკან გასწიეთ, ოდნავ შეეხეთ სკამს და მსუბუქად დაჯექით. სხეულის სიმძიმე თანაბრად გაანაწილეთ საჯდომსა და ბარძაყებზე. იჯექით მშვიდად. ულამაზოდ ითვლება პოზა, როცა მკერდი წინ არის გამოწეული, თავი კი უკან არის გადაგდებული.

არაბუნებრივია წინ გადმოხრაც - ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს წამოსახტომად ემზადებითო. ცუდ ტონად ითვლება მუხლებგაშლილი ჯდომა. არც ფეხის ფეხზე გადადებაა ლამაზი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გადაჯვარედინებული ფეხები ხელს უშლის სისხლის მიმოქცევას. ყველაზე მოხდენილად მიიჩნევა პოზა, როცა ფეხები ერთმანეთზეა მიწყობილი ან ტყუპად გადახრილი. შეიძლება ცალი ფეხის წინ გამოწევა. ფეხები უნდა გადააადგილოთ მშვიდად და არა უცაბედად. ზოგჯერ ხდება, რომ სკამი მაღალია. ამ შემთხვევაში ეცადეთ, ფეხები არ აქანაოთ.

ყურადღება უნდა მიექცეს სკამიდან წამოდგომასაც. უსიამო შთაბეჭდილებას ახდენს ადგომისას მუხლებზე ან სავარძლის სახელურებზე დაყრდნობა. ასადგომად ნუ მოიშველიებთ ხელებს. ეცადეთ, მშვიდად და ჰაეროვნად წამოდგეთ.

ლამაზად და სწორად შეიძლება იჯდეთ მხოლოდ მაგარ სკამზე. სავარძელი და რბილი დივანი კი მოსადუნებლადაა განკუთვნილი. მათზე გამართული ვერ დაჯდებით, ჭირს წამოდგომაც, მაგრამ თუ მაინცდამაინც ასეთ ავეჯზე მოგიწიათ დაჯდომა, ისარგებლეთ ზემომოყვანილი წესით, ჩამოჯექით კიდეზე და შემდეგ მსუბუქად შეიწიეთ შიგნით, ადგომის დროსაც იგივე გააკეთეთ, ოღონდ პირიქით.

  • ქალი და სურნელი

რას შეუძლია, ქალი სილამაზის ჯადოქრად აქციოს? - სრულყოფილ მაკიაჟსა და დამათრობელ სურნელს. სუნამო სხვადასხვა კანზე სხვადასხვანაირ სურნელს აფრქვევს.

ცხიმიანი კანი მას უფრო სწრაფად ითვისებს, ვიდრე მშრალი. სუნამო უნდა შეირჩეს ხასიათისა და ტემპერამენტის მიხედვით; იგი უნდა შეინახოთ სიბნელეში, მჭიდროდ თავდახურული. სურნელი ყველაზე მეტხანს რჩება თმაზე. თავს რომ დაიბანთ, სუნამო ოდნავ ნამიან თმაზე იპკურეთ - იგი მეორე დაბანამდე მოაფრქვევს ირგვლივ სასიამოვნო სურნელს.

თურმე, მამაკაცებს არ მოსწონთ ქალები, რომლებიც მეტისმეტად ბევრ კოსმეტიკას ხმარობენ, თუმცაღა მოვლილი ქალი, პარფიუმერიის დამათრობელი სურნელი რომ სდის, ყოველი მამაკაცის ოცნებაა.

მამაკაცებს აღიზიანებთ, ქალები პირდაპირ მათ თვალწინ რომ იკეთებენ მაკიაჟს, ისვამენ ნიღაბს ან სხვა კოსმეტიკურ პროცედურას იტარებენ.

ქალი, რომელიც ხშირად იყურება სარკეში და წამდაუწუმ ისწორებს ტანსაცმელს, თაყვანისმცემლის კეთილგანწყობას კარგავს. თუ გგონიათ, მამაკაცები ასეთ რამეებს ვერ ამჩნევენ, ცდებით! მუდმივი წრიალით კი იმას მიაღწევთ, რომ დაბნეული, გაუწონასწორებელი არსების შთაბეჭდილებას დატოვებთ (თუმცა სინამდვილეში შესაძლოა არც იყოთ ასეთი), მამაკაცებს კი სწორედ გაწონასწორებული და თავდაჯერებული ქალები მოსწონთ.

თუ მამაკაცის მოსახიბლავად პაემანზე საგანგებოდ გაკეთებული ვარცხნილობით წახვალთ, ძალიან შეცდებით - მამაკაცებს საგულდაგულოდ დალაგებულ თმას გაშლილი ურჩევნიათ; მათ ხომ ერთი სული აქვთ, ნაზად შეგეხონ თმაზე; წარმოიდგინეთ, რა გრძნობა დაეუფლებათ, როცა აბრეშუმივით რბილი დამყოლი თმის ნაცვლად ლაქისგან გახევებული ღერები შერჩებათ ხელში!

ქალს, რომელიც მოხდენილად და გემოვნებით იცვამს, მამაკაცები ყოველთვის ამჩნევენ და არც ქათინაურებს იშურებენ მისთვის, თუმცა არ მოსწონთ, როცა ქალბატონები თავიანთ გარდერობს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და მეტ დროს უთმობენ, ვიდრე თაყვანისმცემელს.