ხავერდოვანი სეზონი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხავერდოვანი სეზონი

რომელი დიეტა ჯობია?

მოხდენილობაც რომ დავიბრუნოთ და არც ჯანმრთელობა დავაზარალოთ, არჩევანი უნდა შევაჩეროთ ჯანსაღ დიეტაზე, რომელიც ორგანული საკვების მინიმუმამდე შემცირებას გულისხმობს. მისი დაცვა არც ისე რთულია, რადგან შეგიძლიათ, დღეში 5-6-ჯერ მიირთვათ. ამგვარად შიმშილი ნაკლებად შეგაწუხებთ და საკვების კალორიულობასაც გააკონტროლებთ: დღეში 1500 კილოკალორიაზე ნაკლები არ უნდა მიიღოთ. კერძები, სასურველია, მცენარეული ზეთით შეაზავოთ. მარილი უშუალოდ სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ. გაითვალისწინეთ, რომ მარილი ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის დაგროვებას, ანუ წონის მომატებას. უამრავი კერძი შეიძლება მომზადდეს ძროხის, ქათმის, ინდაურის მჭლე ხორცისგან, თევზისგან. ისინი არც ისე კალორიულია. სამაგიეროდ, მდიდარია ცილებით, რომლებიც საჭიროა ორგანიზმში სისხლის წარმოქმნისა და ნივთიერებათა ცვლისთვის. განსაკუთრებით სასარგებლოა ხილი და ბოსტნეული, რომელიც ვიტამინებით ამდიდრებს ორგანიზმს და ნაკლებად კალორიულიც არის. დიეტაში აუცილებლად ჩართეთ ხილი და ბოსტნეული. მცენარეული საკვები ხელს უწყობს მონელებას. ძალზე მნიშვნელოვანია, საკვები ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მიიღოთ. დაძინებამდე 2-3 საათის განმავლობაში ნურაფერს მიირთმევთ. თუ ვერ ითმენთ, შეგიძლიათ დალიოთ ჭიქა რძე, მაწონი ან იოგურტი. ასევე სასარგებლოა კვირაში 1-2 განტვირთვის დღე. ეს ნიშნავს, რომ დღეში 5-6-ჯერ ერთგვაროვანი საკვები უნდა მიიღოთ: ვაშლის დღეს - 1,5კგ ვაშლი, ხაჭოს დღეს - 400 გ უცხიმო ხაჭო, ბოსტნეულის დღეს - 1,2-1,5 კგ მცენარეული სალათა, შეზავებული ზეთით, ხორცის დღეს კი - 300 გ მოხარშული უმარილო ხორცი.

მიიღეთ სითხე

ორგანიზმისთვის აუცილებელია დღეში 2 ლ სითხის მიღება. ნაღვლის გადატვირთვას თან სდევს ქოშინი და შეშუპება. ცხიმოვანი სხეული დიდი ოდენობით შეიწოვს სითხეს და ის ორგანიზმში გროვდება, რაც წონის მომატებას უწყობს ხელს. ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოსადევნად სასურველია მიიღოთ ოხრახუშის ნახარში. ამ შემთხვევაში სითხის გამოდევნა ისე ხდება, რომ არ იცვლება კალიუმის მარაგი, რომელიც აუცილებელია გულის კუნთის ნორმალური მუშაობისთვის, გულ-სისხლძარღვთა და შარდგამომყოფი სისტემის ფუნქციობისთვის.

აუცილებელია ვარჯიში

ჭარბი წონის შემთხვევაში კვების რეჟიმის დაცვასთან ერთად აუცილებელია ფიზიკური დატვირთვაც. დღეში 30 წუთი მაინც უნდა დაუთმოთ ფიზიკურ ვარჯიშს - სიარულს, ცურვას, ველოსიპედით სეირნობას. არ არის საჭირო, არაქათის გაწყვეტამდე ივარჯიშოთ. 30-წუთიანი სწრაფი სიარულით 60 კილოკალორიას დაწვავთ. რაც უფრო უკეთესად გაქვთ კუნთები განვითარებული, მით უფრო მეტი კალორია იხარჯება. მაშინაც კი, როცა ისვენებთ, 0,5 კგ კუნთოვანი ქსოვილი ორგანიზმს ყოველდღიურად 35-45 კილოკალორიას ართმევს.

დაიკელით წონა? შეინარჩუნეთ მიღწეული!

თუ წონის კორექციას უკვე მიაღწიეთ, არანაკლებ მნიშვნელოვანია მის შენარჩუნებაზე ზრუნვა. განაგრძეთ ვარჯიში, ერიდეთ ცხოველურ ცხიმს, ტკბილეულს, ფუნთუშეულს და ცომის სხვა ნაწარმს. წონის შესანარჩუნებლად არსებობს სხვადასხვა საშუალება. ერთ-ერთი მათგანია ქიტინი. ის მხოლოდ წონას კი არ აკონტროლებს, არამედ ხელს უწყობს არტერიული წნევის მოწესრიგებას, არეგულირებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას, ამაგრებს კბილებსა და ძვლებს, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას. წონის დაკლების შემდეგ კანი ზოგჯერ ეშვება. გამოიყენეთ კანის სიმკვრივის შესანარჩუნებელი სპეციალური მალამოები თქვენი კანის ტიპის შესატყვისად. გოგონები, განსაკუთრებით - სქესობრივი მომწიფების ხანაში, მეტისმეტად განიცდიან ზედმეტ წონას და გადაჭარბებული გულმოდგინებით იცავენ დიეტას, თანაც, როგორც წესი, ექიმთან შეუთანხმებლად. უნდა გვახსოვდეს: ამ ასაკში ორგანიზმში მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ცვლილებები ხდება. დიეტამ შესაძლოა ახალგაზრდა ორგანიზმს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. დიეტომანიით შეპყრობილ მოზარდებს აუცილებლად სჭირდებათ ექიმისა და ფსიქოლოგის კონსულტაციები. ექიმის დახმარებით შესაძლებელია ისეთი კვების რეჟიმის შემუშავება, რომ არც ორგანიზმი დაზარალდეს და არც ფსიქიკა.