საჭირო რჩევები ქალებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საჭირო რჩევები ქალებს

.

  • "მინდა, ყოველთვის ეფექტურად გამოვიყურებოდე. ქალების უმრავლესობა პატარ-პატარა ხრიკებს მიმართავს. მეც მინდა ვიცოდე ასეთი ხერხები. რას მირჩევთ?"

მუდამ კარგად რომ გამოიყურებოდეთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ რამდენიმე ხრიკი, რაზეც ქვემთ ვისაუბრებთ.

  • სწორად გაიკეთეთ მაკიაჟი

ნებისმიერი ქალი ცდილობს, თავს მეტ-ნაკლებად მაინც მოუაროს. შინიდან გასვლის წინ ბევრი მაკიაჟს იკეთებს. თუ თხელი წარბები გაქვთ, მათი გახშირება და გასქელება შეგიძლიათ სპეციალური პუდრით ან მუქი ქუთუთოს ჩრდილით. წარბების კორექცია უმტკივნეულო რომ იყოს, დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე წარბებზე ცხელ წყალში დასველებული ბამბის ტამპონი დაიდეთ, კორექციის დროს კი კანი ოდნავ დაიჭიმეთ თითებით.

საღამოს მაკიაჟისთვის გირჩევთ გამოიყენოთ მოოქროსფრო პუდრი, რომელიც თქვენი კანის ფერზე ერთი ტონით ბაცია, ასევე - მბრწყინავი თვალების ჩრდილი. თუ მშრალი აქერცლილი კანი გაქვთ, ის წინასწარ უნდა მოამზადოთ. თავდაპირველად ცხიმიანი კრემი წაისვით, შემდეგ - დამატენიანებელი, ბოლოს ტონალური გადაისვით. ანთებიანი და ფორებიანი კანის შემთხვევაში უპირატესობა პუდრს ან კრემპუდრს მიანიჭეთ. მაკიაჟი ისე უნდა მოიშოროთ, როგორც მასაჟს იკეთებთ. საამისოდ გამოგადგებათ კოსმეტიკური რძე, სპეციალური მაკიაჟის მოსაშორებელი კრემი, სველი ხელსაწმენდი. თავდაპირველად პომადა მოიშორეთ, უმჯობესია, ბამბის ტამპონით, ტუჩის კუთხეებიდან ცენტრისკენ.

  • მომხიბვლელობის საიდუმლო

თურმე პომადის ფერი ხაზს უსვამს ქალის ხასიათს. ვარდისფერი პომადა რომანტიკული ბუნების მანიშნებელია. ვისაც ვარდისფერი ღიმილი ამშვენებს, უყვარს კომფორტი და ოჯახური მყუდროება. იისფერი პომადა მოდის მიმდევრებს უყვართ. ისინი გამოირჩევიან დამოუკიდებლობით, თავისუფლების სიყვარულითა და ექსტრავაგანტურობით. მკვეთრი წითელი ფერის პომადა უყვართ ძლიერ, გაბედულ, მტკიცე ხასიათის ვნებიან ქალბატონებს. ჩალისფერი და ყავისფერი პომადის მოყვარულ ქალბატონებს უყვართ ჩრდილში დგომა, აქვთ მშვიდი, გაწონასწორებული ხასიათი. ნარინჯისფერი და ოქროსფერი პომადის მოყვარულები გულუხვი, ხალისიანი ადამიანები არიან...

  • ქალი და სურნელი

როგორც ამბობენ, არ არსებობს ქალი, საყვარელი სუნამო რომ არ ჰქონდეს, თუმცა არიან ქალები, რომელთაც უჭირთ თავიანთ სურნელის პოვნა. ზოგს მოტკბო სუნი აღიზიანებს და მწარე იზიდავს, ზოგს კი პირიქით; ზოგს ნაზი სურნელი მოსწონს, ზოგს კი მძაფრი. ქალი და მისი არომატი ერთ მთლიანობას უნდა ქმნიდნენ - ეს ყოველგვარი პარფიუმერიის მოხმარების აქსიომაა. ბევრი საყვარელ სუნამოს წლების განმავლობაში ხმარობს და თუ ის სწორად არის შერჩეული, დიდხანს იდგება თქვენი ქალურობისა და მომხიბვლელობის სამსახურში.

    • ზოგიერთი წვრილმანი

რა ჯობს - სუნამო თუ ტუალეტის წყალი? რას ნიშნავს ეაუ დე პარფუმ და ეაუ დე ცოლოგნე? ღირს თუ არა ტესტერის შეძენა? პარფუმ და ეაუ დე პარფუმ ყველაზე მაღალი კონცენტრაციის პარფიუმერიული ნაწარმია, რომელშიც 22%-ია არომატული კომპოზიციის წილი. შემდეგ მოდის ეაუ დე ტოილეტტე (10%) და ეაუ დე ცოლოგნე (5%). არომატის სტრუქტურა რამდენიმე ნოტისაგან შედგება - საწყისი, შუა (გულის) და შლეიფის ნოტებისაგან. საწყისი პკურებიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ ქრება, შუა გაცილებით მეტხანს რჩება. ყველაზე მეტხანს კი შლეიფის ნოტები ძლებს. ასე რომ, სანამ სუნამოს შეიძენდეთ, კანზე ისხურეთ და 40 წუთი მოიცადეთ.

    • სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სუნამოა საჭირო

ოფისში - მსუბუქი სურნელი, "უნისექსის" სტილში. ნუ ისხურებთ ბევრს, გაუწიეთ ანგარიში გარშემო მყოფი ადამიანების სასუნთქ ორგანოებს, გაითვალისწინეთ, რომ ყველას სხვადასხვანაირი გემოვნება აქვს. წვეულებაზე - ნუ აჰყვებით ცდუნებას და სუფრასთან დაჯდომის წინ ნუ განიახლებთ სუნამოს. სუნამოსა და საჭმლის სურნელი ცუდ კომბინაციას ქმნის. ნუ ისხურებთ სუნამოს ტანსაცმელზე, განსაკუთრებით - ღია ფერის სამოსზე, ასევე - აბრეშუმის ქსოვილზე, შესაძლოა უსიამოვნო ლაქები დაგრჩეთ. სასურველია გამოიყენოთ ერთი და იმავე ფირმის მალამოები, ჟელეები, დეზოდორანტები, თმის ლაქი და საპონი. დაბოლოს, კიდევ ერთი რჩევა: ჩაიცვით გამომწვევად, მაგრამ გემოვნებით. ეს გამოგარჩევთ სხვა ქალებისგან და ხაზს გაუსვამს თქვენს ხალისიან და გულღია ბუნებას, თანაც ადვილად დაგიმახსოვრებენ.