როგორ მოვუაროთ ნორმალურ კანს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვუაროთ ნორმალურ კანს

დილაობით პირი დაიბანეთ ანადუღარი ან ოთახის ტემპერატურის წყლით. კონტრასტული წყლით დაბანა ხელს უწყობს კანის ელასტიკურობის შენარჩუნებას. წყლის ნაცვლად შეიძლება გამოიყენოთ სამკურნალო მცენარეების - ბარამბოს, პიტნის - ნახარში ან ნაყენი. ერიდეთ არომატიზებულ საპნებს, იხმარეთ საბავშვო საპონი, პირის საბანი კრემი ან ქაფი. დაბანის შემდეგ აუცილებლად გაიწმინდეთ კანი ლოსიონით, რათა ზედ საპნის მცირე ნაწილაკიც კი არ დარჩეს. წყლის პროცედურების შემდეგ წაისვით ნორმალური კანისთვის განკუთვნილი კრემი. ნორმალური კანი შეიძლება ვკვებოთ ნახევრად ცხიმიანი კრემითა და ჰიდრატირებული დღის კრემით, რომელიც ასევე აძლიერებს და კვებავს კანს. საღამოს მაკიაჟი მოიშორეთ გამწმენდი რძით, რომელიც კანს საფუძვლიანად და ნაზად ასუფთავებს. ამის შემდეგ რძე მოიშორეთ ქაღალდის ხელსახოცით ან ჩამოიბანეთ თბილი წყლით, ბოლოს კი კანი ლოსიონით გაიწმინდეთ. გამწმენდი საშუალების უმნიშვნელო ნარჩენმაც კი შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს. ნორმალურ კანს კვებაზე მეტად დატენიანება სჭირდება, რათა სიმკვრივე და სინორჩე დიდხანს შეინარჩუნოს. ყოველივე ამასთან ერთად საჭიროა კანის რეგულარული გაწმენდა სკრაბით, ორთქლის აბაზანა, სამკურნალო მცენარეთა ნახარშის კომპრესები, მასაჟი. ნორმალური კანისთვის სასარგებლოა კვერცხის გულის, თაფლისა და მცენარეული ცხიმის ნიღბები. ნიღაბი წელიწადის დროის გათვალისწინებით უნდა შევარჩიოთ. გაზაფხულზე და ზაფხულში საამისოდ უმჯობესია ხილისა და ბოსტნეულის გამოყენება.

ნიღბები ნორმალური კანისთვის

კვერცხის ნიღაბი

კვერცხის გულს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი მცენარეული ცხიმი, 1/2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და 1/2 ჩაის კოვზი წყალი.

თაფლის ნიღაბი

1 სუფრის კოვზ თაფლს დაუმატეთ 5-10 წვეთი ლიმონის წვენი.

ხაჭოს ნიღაბი

2 კოვზ ცხიმიან ხაჭოს დაუმატეთ 1 კოვზი თბილი რძე და კარგად აურიეთ, დაუმატეთ მწიკვი მარილი და 1 კოვზი მცენარეული ცხიმი.

კეფირის ნიღაბი

1 სუფრის კოვზ კეფირს შეურიეთ შვრიის ღერღილი.

კიტრის ნიღაბი

წვრილად გახეხეთ კიტრი, მოათავსეთ დოლბანდზე და 20 წუთით დაიდეთ სახეზე. კიტრს შეიძლება დაუმატოთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი.

სტაფილოს ნიღაბი

წვრილად გახეხილ სტაფილოს შეურიეთ ათქვეფილი ცილა და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი კარტოფილის ფქვილი.

ვაშლის ნიღაბი

გათლილი ვაშლი გახეხეთ, შეურიეთ 1 ჩაის კოვზი არაჟანი ან მცენარეული ცხიმი, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი კარტოფილის ფქვილი.