აქსესუარები ზღვაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აქსესუარები ზღვაზე

საცურაო კოსტიუმი უნდა იყოს გამძლე და კარგად მორგებული, ხანგრძლივი ბანაობის შემდეგაც კი კარგად უნდა გამოიყურებოდეს, სწრაფად შრებოდეს, მზისა და წყლის ზემოქმედების შედეგად არ კარგავდეს ფორმასა და ფერს.

ქსოვილი

ყველაზე უბრალო და იაფი საცურაო კოსტიუმი პოლიესტერისგან იკერება. ეს ხელოვნური მასალა მტკიცე და საკმაოდ გამძლეა, არც მზეზე ხუნდება, მაგრამ ძნელად შრება და მალე კარგავს ფორმას. გამოადგება მას, ვისაც ის მხოლოდ ერთი სეზონისთვის სჭირდება.

კარგი საცურაო კოსტიუმი 15-20% ლაიკრას შეიცავს. ლაიკრაშემცველი ქსოვილი მოქნილია, კარგად არის მორგებული სხეულს, გამოკვეთს ფიგურას. ლაიკრის დამატების შემთხვევაში ბამბის ქსოვილიც კი კარგად ინარჩუნებს ფორმას. რაც უფრო მეტია ქსოვილში ეს სინთეტიკური კომპონენტი, მით უფრო გამძლე და ძვირფასია საცურაო კოსტიუმი. მაგრამ არ შეგაცდინოთ მაღალმა პროპორციებმა: თუ ლაიკრის შემცველობა 30%-ს აღემატება, ქსოვილი ვერ სუნთქავს, ეს კი დისკომფორტს შეგიქმნით გარუჯვისას და შესაძლოა, მგრძნობიარე კანს ზიანი მიაყენოს.

ელასტინი (იგივე სპანდექსი) - ეს არის პოლიურეტინული ბოჭკო, რომელსაც შესწევს უნარი, 700%-ით გაიწელოს. მას ელასტიკურობისთვის ამატებენ სხვა მასალებს.

ტაქტელი ლაიკრისა და ტრიკოტაჟის მიკრობოჭკოს ნარევია. ჰგავს პოლიამიდს, მაგრამ ნაკლებად ბზინავს, რბილია, ელასტიკური და ისეთი მსუბუქი, რომ კანზე არც კი იგრძნობა.

პოლიამიდს ადვილად ამოიცნობთ დამახასიათებელი ბზინვარების წყალობით. ის მტკიცეა, ელასტიკური, სწრაფად შრება, კარგად გამოკვეთს ფიგურას.

დღეს საცურაო კოსტიუმების უმრავლესობა იტალიური ქსოვილისგან იკერება, რომლის 20% ლაიკრაა, ხოლო 80% პოლიამიდი.

მიკროფიბრა პოლიამიდის სახესხვაობაა. სასიამოვნო შესახებია, საოცრად მსუბუქი და ნატიფი, სწრაფადაც შრება, ამიტომ საკმაოდ კომფორტულია.

თუ საცურაო სამოსი დამზადებულია ქსოვილისგან, რომელიც მდგრადია ზღვისა და ქლორირებული წყლის მავნე ზემოქმედების მიმართ, მაშინ ეტიკეტზე აუცილებლად შეამჩნევთ წარწერას: endurance და chlorine resistant.

სად როგორი ჩავიცვათ

როცა ახალ საცურაო კოსტიუმს ირჩევთ, დაფიქრდით იმაზე, სად აპირებთ მის ჩაცმას - შეზლონგზე, გასარუჯად, წყალში, საცურაოდ თუ კლუბში, ცეკვის დროს.

თუ კლუბში თავის მოწონება გსურთ, აირჩიეთ მიკროფიბრის ან პოლიამიდისგან დამზადებული ორნაწილიანი კოსტიუმი, რომელიც მორთული იქნება დეკორატიული დეტალებით: თასმებით, აპლიკაციებით, პლისეთი, გოფრეთი...

არსებობს საინტერესო დეტალი - "უჩინარი" სამაგრები ბიუსტჰალტერზე. ისინი მიმაგრებულია გარეგანი ნაკერის გარეშე და მკერდს უზადოდ უნარჩუნებს ფორმას.

თუ სიმსუქნის დამალვა გსურთ, შეარჩეით მთლიანი ორმაგი საცურაო კოსტიუმი, რომელსაც შიგნიდან კორსეტის ბადე აქვს ჩაკერებული.

საცურაო კოსტიუმის ნაკრებში ხშირად შედის ნაირ-ნაირი პარეო, რომლებიც დაგეხმარებათ, არაჩვეულებრივად მომხიბვლელი გამოჩნდეთ როგორც დღისით, ზღვის სანაპიროზე, ისე საღამოს, საცურაო აუზთან.

თუ გარუჯვა გსურთ, გირჩევთ მოდელს, რომელიც მაქსიმალურად აშიშვლებს სხეულს. თუ იდეალური ფორმებით ვერ დაიკვეხნით, აირჩიეთ კლასიკური ფორმის საცურაო კოსტიუმი, ოღონდ ისეთი ქსოვილისა, რომელიც ატარებს ულტრაიისფერ სხივებს - ნამზეური თანაბარი გამოვა.

თუ მზის სხივებისადმი მგრძნობიარე ბრძანდებით, შეგიძლიათ შეიძინოთ უკანასკნელი გამოგონება - თავისებური სტილის ბიკინი, რომელიც ერთი ტონის ქსოვილისგან არის დამზადებული და განსაზღვრული ოდენობის კალორიის შთანთქმისას მუქი ლაქები უჩნდება. ეს მიგანიშნებთ, რომ უკვე მეტისმეტად ბევრი დრო გაატარეთ სანაპიროზე.

საცურაოდ მთლიანი კოსტიუმი ჯობს. ის მოხერხებულად ადგას სხეულს. ყოველი გაცურვის შემდეგ სამოსი აუცილებლად გაავლეთ ჩვეულებრივ წყალში. წინააღმდეგ შემთხვევაში ქსოვილი დაკარგავს დრეკადობას და ფერს.