სასარგებლო რჩევები, რომლებიც სამზარეულოში ფუსფუსს შეგაყვარებთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სასარგებლო რჩევები, რომლებიც სამზარეულოში ფუსფუსს შეგაყვარებთ

  • შემწვარი ერბოკვერცხი ლამაზი და მადისაღმძვრელი რომ გამოვიდეს, გამოიყენეთ რგოლებად დაჭრილი ხახვი.

  • თუკი აღმოჩნდა, რომ ომლეტის შესაწვავად რძე არ გაქვთ, დაასხით კვერცხებს ერთი ჭიქა ცივი წყალი და კარგად ათქვიფეთ. ომლეტი ფუმფულა და გემრიელი გამოვა.

  • თუკი ცხობას აპირებთ და საფუარი არ გაქვთ, დაუმატეთ ცომს სულ ცოტა კონიაკი. ის შესანიშნავად ჩაანაცვლებს საფუარს.

  • თუკი ძალიან ცხელ ყავაში ან ჩაიში ჩადებთ ორ ცალ სუფრის კოვზს, სასმელი სწრაფად გაგრილდება.

  • თუკი ყველს გარედან კარაქის თხელ ფენას გადაუსვამთ, მაცივარში შენახვისას არ გამოშრება.

  • წყალზე დამზადებული წვნიანი გაცილებით გემრიელი და სასარგებლოა, ვიდრე ბულიონზე დამზადებული. დაამატეთ წვნიანს სხვადასხვა სუნელი და ბულიონზე დამზადებული წვნიანისგან ვეღარც განასხვავებთ.

  • ლიმონი ან ფორთოხალი ჯერ კარგად გადააგორეთ მაგიდაზე და შემდეგ გაწურეთ. ამ ხერხით თქვენ ციტრუსისგან გაცილებით მეტ წვენს მიიღებთ.

  • ღვიძლის მომზადებამდე მოაყარეთ მას შაქარი და დატოვეთ რამდენიმე საათით, შემდეგ კი გადარეცხეთ - ამ ხერხით მომზადებული კერძი ბევრად უფრო რბილი გახდება.

  • ბოსტნეულმა კერძს ყველა სასარგებლო თვისება რომ შესძინოს, აუცილებლად გარეცხეთ და გაასუფთავეთ უშუალოდ კერძში ჩაყრამდე და არა რამდენიმე საათით ადრე.

  • თუკი მოხარშვამდე ბრინჯს ნახევარი საათით წყალში დაალბობთ, მოხარშული ბრინჯი ფხვიერი გამოვა.

  • დამჭკნარი მწვანილის გაცოცხლება შესაძლებელია! ჩადეთ წყალში და დაამატეთ 1-2 წვეთი ძმარი. სასურველია, მწვანილები ყოველთვის ძმრიან წყალში შეინახოთ, მაცივარშიც კი.

  • ბოსტნეული აუცილებლად მაღალ ცეცხლზე უნდა ხარშოთ და მარილი კერძის მომზადების დასასრულს უნდა დაუმატოთ.

  • შემწვარი ხორცი რომ ხრაშუნა და დაბრაწული გამოვიდეს, შეწვამდე მას ცოტა თაფლი წაუსვით.

  • მარილის ქილაში ჩააგდეთ რამდენიმე მარცვალი ბრინჯი, რომელიც ნესტს მთლიანად შეიწოვს და მარილიც მუდმივად ფხვიერი იქნება.

  • თუ გსურთ, რომ მოხარშული მაკარონისგან ერთგვაროვანი მასა არ მიიღოთ, ხარშვისას დაამატეთ წყალში ცოტაოდენი ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი, მოხარშვის შემდეგ კი თუშფალანგზე გადაიტანეთ და ოთახის ტემპერატურის წყალი გადაავლეთ.

  • იმისთვის, რომ რძე მალე არ ამჟავდეს, დაამატეთ მას მწიკვი სოდა. რძე რომ დუღილისას ქვაბიდან არ გადმოვიდეს ან არ დაიწვას, დადგით დაბალ ცეცხლზე, დაუმატეთ მას ცოტაოდენი შაქარი და ურიეთ ყოველ ორ წუთში ერთხელ.