რჩევები დიასახლისებს - ყველაზე ხარისხიანი და გამძლე თეთრეული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რჩევები დიასახლისებს - ყველაზე ხარისხიანი და გამძლე თეთრეული

ზოგჯერ იძულებულნი ვართ უპირატესობა მეტ-ნაკლებად ხარისხიანს და ხელმისაწვდომს მივანიჭოთ, მაგრამ რომელია სინამდვილეში საუკეთესო? გავერკვეთ, რომელი თეთრეულია ხარისხიანი და რომელი გაგიძლებთ დიდხანს.

  • ბატისტი

დახვეწილი, თხელი ქსოვილია, რომლისგანაც გამორჩეულ თეთრეულს კერავენ. ბატისტი გამჭვირვალე, ლამაზი და ჰაეროვანი ქსოვილია. თუმცა, მიუხედავად მდიდრულობისა, მას გამძლეს ვერ ვუწოდებთ. ის უფრო „სანებივრო“ თეთრეულია. მას საქორწინო საჩუქრად ან ძვირფასი სტუმრების დასახვედრად ინახავენ.

  • პოპლინი

აბრეშუმის ან ბამბის თხელი ქსოვილი. წარსულში მას აბრეშუმისგან ავინიონში, სპეციალურად რომის პაპისთვის ამზადებდნენ და სახელიც „პაპისთვის განკუთვნილს“ ნიშნავს. პოპლინი მკვრივი, პრიალა და რბილი ქსოვილია. მისგან შეკერილი თეთრეული - პოპულარული. ნატურალური და ჰიპოალერგიულია, კარგად ინარჩუნებს ფორმას. მისი გამოყენებაც კარგია და საჩუქრად მირთმევაც.

  • პერკალი

ბამბის ტილოსებური რბილი ქსოვილი. ხარისხით არ ჩამოუვარდება აბრეშუმსა და სატინს. თუმცა, უკეთესად ინარჩუნებს სითბოს. ევროპელი მწარმოებლები პერკალის თეთრეულს ლუქსის კატეგორიას ანიჭებენ. საუკეთესოა მისი ბალიშის პირი, რადგან ბუმბული ვერ ძვრება მისი წმინდა ქსოვილიდან. პერკალის თეთრეული 1000 გარეცხვაზეც ინარჩუნებს ხარისხს. საიდუმლო მის ბოჭკოვან სტრუქტურაშია. პოპლინთან შედარებით პერკალი უფრო ძვირია, სამაგიეროდ, ძალიან გამძლე და ხასხასაა. პოპლინი კი ადვილად მოსავლელია, დაუთოება არ სჭირდება. ორივე ქსოვილი ლამაზი, რბილი, თხელი და ფაფუკია.

  • რანფორსი

ბამბის თხელი ძაფებით შესრულებული მკვრივი ქსოვილია. ბიაზზე მტკიცეა, მაგრამ მასთან შედარებით გაცილებით რბილი. ადვილად გამოსაყენებელია. ზაფხულში გრილია, ზამთარში - თბილი. ჰაერგამტარია, გამძლე, დაპრინტული და ფასიც შედარებით ხელმისაწვდომი აქვს.

  • ტვილი

ანუ სატინ-ტვილი - თეთრეულის კლასიკა. აბრეშუმისმაგვარი ზედაპირის მქონე, ჰაეროვანი და რბილი, მკვრივი ქსოვილია. იშვიათად გაგიხდებათ დასაუთოებელი, თითქმის არ იჭმუჭნება. რეცხვის რამდენიმე ციკლს უძლებს და თითქმის არ კარგავს ფერს, ფორმას. ირეცხება 60 გრადუსზე, რაც მის ჰიგიენურობას ადასტურებს.

  • მიკროფიბრა

100%-ით ხელოვნური ქსოვილია, თუმცა, რბილი, არ იჭმუჭნება, არ იკეთებს ბუსუსებს, არ დეფორმირდება, ჰიპოალერგიულია, იაფი ღირს; ერთი სიტყვით, სახმარად მეტად მოსახერხებელია. თუმცა, როგორც ყველა სინთეტიკური ქსოვილი, გამძლეობით არ გამოირჩევა, ელექტროვდება, ფერებიც სწრაფად გადადის.

რამდენიმე რჩევა თეთრეულის ყიდვამდე

1. გახედეთ ქსოვილს, თუ ლანდი გასდის, ნუ შეიძენთ, რამდენიც უნდა გიქოთ გამყიდველმა მისი ხარისხი, ხმარებისას ის მალე დადნება.

2. რაც უფრო მკვრივია ქსოვილი, მით დიდხანს გაგიძლებთ.

3. სუნი. თეთრეულს ტექსტილის სუნი უნდა ჰქონდეს, - არც საღებავის, არც ქიმიის. თუ გარეცხვისას მკვეთრად შეიცვალა ფერი, შეიძლება ალერგიული რეაქციაც გამოიწვიოს.

4. ფერი. ხარისხის ერთ-ერთი მაჩვენებელი რეცხვის რეჟიმია. თუ ეტიკეტზე 60 გრადუსი და მეტია მითითებული, ე. ი. მწარმოებელმა ხარისხიანი საღებავები გამოიყენა.

5. ნაკერები. გადმოაბრუნეთ თეთრეული. მას მკვრივი ნაკერები უნდა ჰქონდეს და ძაფები არ უნდა იყოს ამოჩაჩული.

6. ძაფები. ხარისხიანი თეთრეული ქსოვილის ფერებში უნდა იყოს შეკერილი. ძაფის გამძლეობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. უხარისხო ძაფით შეკერილი თეთრეული პირველივე რეცხვაზე დაიშლება.

7. მწარმოებელი. ნუ შეიძენთ იაფ თეთრეულს, ის დიდხანს ვერ მოგემსახურებათ. ყურადღება მიაქციეთ მწარმოებლის კოორდინატებსაც, თუ ის ეტიკეტზე დატანილი არაა, ე. ი. რაღაცის გამო „იმალება“. გირჩევნიათ, ცოტა მეტი გადაიხადოთ და ხარისხიანი თეთრეული შეიძინოთ, რომელიც მრავალ გარეცხვას გაუძლებს და მასთან შეხებაც სასიამოვნო იქნება.

  • როდის ხდება ბალიში მავნებელი

დიასახლისებს საოჯახო ნივთების შეძენა სიამოვნებას ანიჭებს. დღეს განვიხილავთ ბალიშებს, რომლებიც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მასზე ხომ მთელი ღამე გვიდევს თავი.

ბუმბული

ადრე კონკურენტები არ ჰყავდა. მდიდრებსაც და ღარიბებსაც, ყველას, ბუმბულიანი ბალიშები ჰქონდა. ფაფუკია, ნატურალური, შეხებისას სასიამოვნო. მისი გამოყენება წლობით შეგიძლიათ. მემკვიდრეობით შეგიძლიათ მიიღოთ და მემკვიდრეობითვე გადაულოცოთ შთამომავლებს. თუმცა, მოვლაც შესაბამისი სჭირდება.

უსიამოვნოა ის ფაქტი, რომ ბუმბული ალერგიულია. თუმცა, ალერგიულია არა თავად ბუმბული (თუმცა, ზოგიერთს მისი შეხებაც არ სიამოვნებს), არამედ, ტკიპა, რომელიც მასში ჩნდება.

ბუმბულის გარეცხვა დამოუკიდებლად თითქმის შეუძლებელია. ამიტომ, 18 თვეში ერთხელ მაინც, მისი ქიმწმენდაში ჩაბარება მოგიწევთ.

თუ ძილში ოფლიანობთ, ბუმბულის ბალიში უსიამოვნო სუნს შეიძენს.

მთელი სახლი რომ ბუმბულებით არ იყოს მოფენილი, ხარისხიანი ბალიშისპირი გესაჭიროებათ.

სხვადასხვა ბუმბულის ბალიშს სხვადასხვა ფასი აქვს. საუკეთესოა გერმა.

სინთეტიკური ღინღლი

დადებითი ისაა, რომ მასში ტკიპა არ ჩაიბუდებს. იაფფასიანია. ჰიპოალერგიული, კარგი სახმარია, ირეცხება სარეცხის მანქანაში (გაითვალისწინეთ, რომ სინთეტიკური ღინღლის ბალიშის 40 გრადუსზე ზემოთ გარეცხვა არ შეიძლება), სწრაფად შრება, არ იკრავს ნესტს და არ აქვს სუნი.

უარყოფი თვისებები: სინთეტიკურია. სწრაფად კარგავს ფორმას.

ბამბუკის ბალიში

გაითვალისწინეთ, რომ მასში სხვა მინარევიც შეიძლება შეგხვდეთ. ხელოვნური დანამატის გარეშე ფორმას ვერ შეინარჩუნებს.

დადებითი თვისებები: ჰიპოალერგიულია. აქვს ანტიბაქტერიული და ანტიმიკრობული თვისება. კარგად ატარებს ჰაერს, შეიძლება სარეცხის მანქანაში გარეცხვა (უძლებს 60 გრადუსსაც, თუმცა, უპირატესობა დელიკატურ რეჟიმს მიანიჭეთ), დიდხანს გაგიძლებთ. ძირითადი უარყოფითი თვისება ისაა, რომ ბამბუკის ბალიშს ვერ გამოიყენებთ ტენიან ადგილას, სწრაფად იწოვს სინესტეს.

კომენტარებში გაგვიზიარეთ, როგორ ბალიშს ანიჭებთ უპირატესობას და როგორ უვლით მას.

როგორ გავრეცხოთ ბალიში

თუ თქვენს ოჯახში ტრადიციული ბუმბულის ბალიშები თანამედროვე, სინთეტური მასალის ბალიშებმა ჩაანაცვლა, მათი გარეცხვაც დაგჭირდებათ. ბალიშის რეცხვა ბევრი დიასახლისისთვის პრობლემურია, თუმცა, ამ ფუმფულა საგნის სისუფთავეზე ძილის ხარისხია დამოკიდებული, განსაკუთრებით, თუ მასზე ბავშვს უდევს თავი...

სინთეტიკური ბუმბულის ბალიში უმჯობესია ზაფხულში გარეცხოთ. თავდაპირველად შეკერეთ ბიაზის ან დოლბანდის (2 ან სამი პირის) ტომარა.

ნაზად გახსენით ნაკერები და გადაიტანეთ ბალიშის სინთეტიკური ბუმბული ახალშეკერილ ტომარაში. ეცადეთ, ოთახში, სადაც საქმიანობთ, არ იყოს არც ორპირი ქარი და არც ნიავი.

გასარეცხად მოამზადეთ შემდეგი ნარევი:

  • 200 გრამი სარეცხის საპონი გახეხეთ;
  • დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ნიშადურის სპირტი;
  • გააზავეთ ხუთ ლიტრ თბილ წყალში;
  • ამ ხსნარში ჩადეთ ტომარა და გააჩერეთ 1-1,5 საათი.

დროის გასვლის შემდეგ, ტომარა შეგიძლიათ უკვე სარეცხის მანქანაში გარეცხოთ. დააყენეთ ორმაგი გავლების რეჟიმზე. თუ ხელით გარეცხვა გადაწყვიტეთ, გულდასმით გარეცხეთ ბალიში, რომ საპონი ბოლომდე გამოუვიდეს.

გარეცხილი ტომარა პლასტმასის თასში მოათავსეთ, რომ კარგად დაიწუროს. მოგვიანებით გაიტანეთ მზეზე და კარგად გააშრეთ.

ტომარაში არსებული სინთეტიკური ბუმბული კარგად რომ გაშრეს, ტომარა რამდენჯერმე გადააბრუნეთ და ააფუმფულეთ. პროცედურა შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში იმეოროთ, ბუმბულის კარგად გაშრობამდე, სინესტის სუნი რომ არ ჰქონდეს. თორემ მას ვეღარც რეცხვით და ვეღარც განიავებით ვერ მოაშორებთ.

რამდენიმე პრაქტიკული რჩევა:

1. ბალიშის პირიც სარეცხის საპნით გარეცხეთ. ამით ის დიდი ხნით დაცული იქნება ჭუჭყისგან.

2. იმისათვის, რომ ბალიში ხშირად არ გაგიხდეთ გასარეცხი, ბალიშსა და ბალიშის პირს შორის კიდევ ერთი პირი უნდა გადააკრათ. ეს შეიძლება იყოს ჩითის ნაჭერი, რომელიც კარგად იწოვს ტენს, ცხიმსა და ოფლს და დაიცავს ბალიშში არსებულ სინთეტიკურ ბუმბულს გაჭუჭყიანებისა და უსიამოვნო სუნისგან.