/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

ბუმბულის ტანსაცმელი

ბუმბულის ტანსაცმელი
ყველა საღად მოაზროვნე და მატერიალური შეძლების მქონე ადამიანი დიდი ხნით ადრე იწყებს მზადებას ზამთართან შესახვედრად, არჩევს სეზონის შესაფერის ტანსაცმელს,

რომელიც დაიცავს მას სიცივისგან, გაციებისა და ავადმყოფობისგან და საშუალებას მისცემს, წელიწადის ყველაზე ცივი პერიოდი კომფორტულად გაატაროს. ტანსაცმლის ახალი კოლექციები თვალს ახარებენ ლამაზი, ხალისიანი ფერებით, სტილისა და ფაქტურის არაჩვეულებრივი შერწყმით, თუმცა საზამთრო ტანსაცმლის შეძენისას ყურადღება უნდა გავამახვილოთ არა მხოლოდ მოდურ დიზაინზე, არამედ იმაზეც, როგორ დაგვიცავს სიცივისგან ეს მოხდენილი სამოსი.

საჭირო თარგი

ძალიან მნიშვნელოვანია, საზამთრო ტანსაცმელი საჭირო თარგზე იყოს გამოჭრილი. თუ პალტოს ან ქურთუკს იკერავთ, მოსინჯვისას არ მოგერიდოთ დაჯდომა, ხელების გაქნევ-გამოქნევა, დატრიალება - სიცივეში ბევრი მოძრაობა მოგიწევთ. ტანსაცმელი კარგად მორგებული, მოხერხებული და თავისუფალი უნდა იყოს. დღესდღეობით საზამთრო გარდერობში მთავარი ადგილი ბუმბულის პალტოებსა და ქურთუკებს უჭირავს. ისინი მსუბუქია, რბილია და კარგად ინარჩუნებს სითბოს. თუმცა მათ შორისაც არსებობს ხარისხიანი და უხარისხო პროდუქცია. ხარისხიანი ნაწარმი დიდხანს ძლებს, ამიტომ მისი შერჩევა უნდა შეგვეძლოს. ასეთ ნაწარმს ყველა ნაკერი ორმაგი აქვს, ზოგჯერ სამმაგიც, სარჩულის შიგნით გამოკერებულია დამატებითი შალითა, რათა ბუმბულმა ზედაპირზე არ ამოყოს თავი. რაც მთავარია, გრძელი პალტოც კი მსუბუქი უნდა იყოს.

ბუმბულის ტანსაცმელში ყველაზე მნიშვნელოვანი მისი შიგთავსია. საუკეთესოდ მიიჩნევენ ბატასინის (ველური ბატის) ბუმბულს. ის ყველაზე თბილი და მსუბუქია, არ იკოშტება, არ იწოვს წყალს და გამძლეობითაც გამოირჩევა. ბატის ბუმბული უფრო გავრცელებული და არც ისე ძვირადღირებულია. თეთრი ბატის ბუმბული უფრო თბილია, ვიდრე რუხისა. გაითვალისწინეთ: ტანსაცმლის შიგთავსისთვის გამოსადეგია მხოლოდ წყალში მცურავი ფრინველების ბუმბული. ეტიკეტზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული მისი ნაირსახეობა.

სითბო მემბრანებიდან

ბოლო ხანს პოპულარული გახდა პალტოები და ქურთუკები, რომელთა ზედაპირი მემბრანული ქსოვილებისგან არის დამზადებული. მემბრანა ბარიერია, რომელიც ტენს ზედაპირიდან შიგნით შეღწევის საშუალებას არ აძლევს, სამაგიეროდ, ადვილად უშვებს გარეთ სხეულის ანაორთქლს. ასეთ ტანსაცმელში სხეული ყოველთვის თბილად და მშრალად იქნება. ამიტომაც არის მემბრანული ქსოვილები ესოდენ პოპულარული სპორტული და საბავშვო ტანსაცმლის წარმოებაში. მემბრანული ქსოვილი ძალიან ფრთხილ მოპყრობას მოითხოვს. არ შეიძლება მისი გარეცხვა მანქანაში, მათეთრებლის შემცველი სარეცხი საშუალებით, ასევე - ქიმიური წმენდა და გაუთოება. ყოველივე ეს მემბრანებს აზიანებს და სასწაულებრივი ქსოვილი ჩვეულებრივ წყალგაუმტარ სინთეტიკად გადაიქცევა. მემბრანული ტანსაცმელი დიდხანს რომ გვემსახუროს, უნდა ვრეცხოთ ხელით, ძალიან ფაქიზი სარეცხი საშუალებებით.

რა არის შიგნით?

არსებობს ხელოვნური გამათბობლები, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდება ბუმბულს. ოდესღაც ქურთუკების შიგთავსისთვის სინთეპონს იყენებდნენ, მაგრამ ამ მასალისგან დამზადებული ქურთუკები მალე ითელებოდა, რეცხვისას იხეოდა და ფორმას კარგავდა. თანამედროვე ხელოვნური დამათბობლები ამ ნაკლისგან თავისუფალია. თუ სინთეპონში ძაფები ზოლებად არის ჩალაგებული, ახალ სინთეტიკურ მასალებში ისინი დახვეულია სპირალებად ან ბურთულებად და უფრო გამძლეა. სინთეპონის ახალმო-ვლენილი "ნათესავები" გახლავთ ტეპლინი, ჰოლოფაიბერი, ფაიბერტექსი, არტიკი, ვალტერმი. XX საუკუნის ბოლოს გამოიგონეს ტინსულეიტი - ხელოვნური ბუმბული. ის შედგება რთული და ძალიან მკვრივი ბოჭკოებისგან, რომელთაც უნარი შესწევთ, დიდი ოდენობით ჰაერი და, შესაბამისად, სითბო შეინარჩუნონ. ტინსულეიტი, ნატურალური ბუმბულისგან განსხვავებით, პრაქტიკულად მარადიულია. ის ადვილი მოსავლელი და შესანახია, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან ძვირადღირებულია. მას საზამთრო ტანსაცმლის მწარმოებელი ცნობილი ბრენდები იყენებენ.

უშეცდომოდ

  • ვიდრე პალტოს ან ქურთუკის შესაძენად წახვიდოდეთ, დაიმახსოვრეთ მარტივი წესები:
  • ლაქის ქურთუკები მხოლოდ საშემოდგომოდ არის განკუთვნილი. ასეთ საფარველს შეუძლია შეაკავოს 7 გრადუსამდე სიცივე. უფრო დაბალ ტემპერატურაზე ლაქის საფარველი სკდება.
  • ძალიან მოხერხებულია დამატებითი შიგნითა მანჟეტები, რომლებიც ტრიკოტაჟისგან არის დამზადებული. ისინი კარგად აკავებენ სიცივესა და ტენს.
  • ყველა ნაკერი ქარგაუმტარი - ორმაგი ან სამმაგი უნდა იყოს.
  • სარჩული ნატუალური მასალისაგან - აბრეშუმისგან ან მკვრივი ბამბის ქსოვილისგან - მზადდება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ბუმბულის ტანსაცმელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები