10 რჩევა, რომელთა საშუალებითაც უფრო იშვიათად დაგჭირდებათ ფეხების გაპარსვა
ჭრილობის ან კანის შესაძლო გაღიზიანების გარდა, გოგონების უმეტესობის აზრით, გაპარსვის მთავარი მინუსი ხანმოკლე ეფექტია, მაგრამ ეს პრობლემა შეიძლება მოგვარდეს!
სრულად შესაძლებელია გაპარსვის ეფექტის გახანგრძლივება. რა გავაკეთოთ, რომ გაპარსვის შემდეგ თმა უფრო ნელა გაიზარდოს? 10 მარტივი რჩევა დაგეხმარებათ გაპარსვისშემდგომი უსიამოვნო შედეგების თავიდან აცილებასა და გლუვი კანის შენარჩუნებაში.
-
გამოიყენეთ ბუნებრივი ზეთები
ქოქოსის, არგანისა და ზეითუნის ტანის ზეთები არა მხოლოდ კვებავს და აპრიალებს კანს, არამედ ხელს უწყობს მის დარბილებას, ისევე როგორც არბილებს ზედმეტ თმას. ხოლო თუ თმა რბილია, მაშინ გაპარსვის პროცესი უფრო ადვილი და უსაფრთხო იქნება. წაისვით ზეთი ძილის წინ ნოტიო ფეხებზე, რათა უკეთ შეიწოვოს, დილით კი გაიპარსეთ. გარდა ამისა, ბუნებრივი ზეთები ანთების საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალებაა.
თუ რეგულარულად იყენებთ საპარსს, ზეთები ეხმარება კანს გამოჯანმრთელებაში. უფრო ჯანსაღი და გლუვი კანი საშუალებას გაძლევთ უფრო იშვიათად გაიპარსოთ ფეხები!
-
ფეხები გაიპარსეთ დილით
დილით ჩვენი კანი უფრო ელასტიკური და მოქნილია, საპარსით მიკროტრავმის გამოწვევის ალბათობა კი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე საღამოს. გარდა ამისა, თმა უფრო სწრაფად იზრდება ღამით, ამიტომ ლოგიკურია მათი გაპარსვა ძილის შემდეგ. ამიტომ, გირჩევთ, ადგეთ 10 წუთით ადრე და დილით გაიპარსოთ ფეხები.
-
მოამზადეთ კანი გაპარსვისთვის
სანამ გაპარსვას დაიწყებთ, მიიღეთ თბილი შხაპი ან ფეხებზე ცხელი წყალი გადაივლეთ. ეს დაარბილებს თმას, დაეხმარება ფოლიკულების გახსნას და თავად კანს უფრო ელასტიკურს გახდის, რაც შეამცირებს ჩაზრდილი თმების რისკს. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ თმა უფრო ნელა გაიზრდება გაპარსვის შემდეგ.
-
წინასწარ გაიწმინდეთ კანი
ფეხების ნაკლებად ხშირად გასაპარსად გამოიყენეთ სკრაბი, პილინგი, გლიკოლის ან რძემჟავას სხეულის კრემი გაპარსვამდე ერთი დღით ადრე. ეს პროცედურა მოაცილებს კანის მკვდარ უჯრედებს და „თავისუფალ“ ჩაზრდილ თმასაც, ხელს შეუშლის მათ შემდგომ გაჩენას. ამგვარად, საპარსი უფრო ადვილად სრიალებს კანზე, აცილებს ყველაზე წვრილ თმას და კანის ზედა ფენის დაზიანების შესაძლებლობა მინიმალური იქნება.
-
გაათბეთ საპარსი გაპარსვის წინ
გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს საშუალებას მოგცემთ ნაკლებად ხშირად გაიპარსოთ ფეხები! საპარსი უფრო ადვილად სრიალებს და უფრო სუფთად გაპარსავს, თუ მას გამოყენებამდე რამდენიმე წუთით თბილ (არა ცხელ) წყალში დაასველებთ. გარდა ამისა, ეს საშუალებას მოგცემთ საფუძვლიანად გაასუფთაოთ იგი მტვრის, პატარა თმებისა და სხვა დაბინძურებისაგან.
არ გამოიყენოთ სხვისი საპარსები!
-
ყოველთვის გამოიყენეთ საპარსი გელი ან ქაფი
ბევრი გოგონა პროცედურის დროს იყენებს შხაპის გელს ან შამპუნს და თვლის, რომ საპარსი ქაფი და გელები სხვა არაფერია, თუ არა მარკეტინგული ხრიკი. ჩვეულებრივი შხაპის გელები სწრაფად შორდება კანიდან, ხოლო სპეციალური საპარსი პროდუქტები ფარავს თითოეულ თმას, რომელიც უნდა გაიპარსოს და დამატებით ატენიანებს კანს. საპარსი მაქსიმალურად მჭიდროდ ერგება და სრიალებს თმის ძირის გასწვრივ.
საპარსი გელი ან ქაფი ამშვიდებს კანს პროცედურის დროს და იშვიათად მოგიწევთ ფეხების გაპარსვა.
-
გაიპარსეთ თმა მათი ზრდის მიმართულებით
არასოდეს გაიპარსოთ თმა ზრდის საწინააღმდეგოდ. ამ ტიპის გაპარსვა თმის ჩაზრდას აგარიდებთ. მათი ზრდის საწინააღმდეგოდ გაპარსვით, თქვენ მიაღწევთ სიგლუვეს, მაგრამ ამავდროულად, ჭრით ეპითელიუმის ზედა ფენას და, შესაბამისად, აზიანებთ კანს, თმის შეჭრის ადგილზე კი წარმოიქმნება მიკროწყლული, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჩაზრდილი თმები. გარდა ამისა, დაზიანების რისკი იზრდება. და რაც მეტია მიკროტრავმა, მით მეტია ინფექციის შანსი.
საზოგადოდ, ფეხები ნაკლებად ხშირად რომ გაიპარსოთ, შეეცადეთ გაიპარსოთ თმა მათი ზრდის მიმართულებით და იზრუნოთ კანის ჯანმრთელობაზე!
-
უფრო ხშირად შეცვალეთ საპარსის დანა
საპარსის დროულად გამოცვლა ყველაზე კარგი გზაა ფეხების იშვიათად გასაპარსად. მწარმოებლები საპარსის პირის შეცვლას თვეში ერთხელ ან ყოველ 5-10 პროცედურაში გვირჩევენ, იმის მიხედვით, რამდენად ხშირად იპარსავთ ფეხებს.
დაბლაგვებული საპარსი ცუდად ეხება კანს, რითაც ცუდად აშორებს თმას, რაც, ფაქტობრივად, უფრო ხშირად გაპარსვის საჭიროებას ქმნის და ხელს უწყობს ჭრილობებისა და მიკროტრავმების გაჩენას.
-
არ გაიპარსოთ ერთი და იგივე ადგილი ორჯერ
როგორ ფიქრობთ, თუ ერთ უბანზე რამდენჯერმე გადაივლით, გაპარსვა უფრო სუფთა იქნება და თმა უფრო ნელა გაიზრდება? ეს მცდარი წარმოდგენაა! ამით თითქმის გარანტირებული გაქვთ კანის ზედა ფენის დაზიანება და შემდგომ ჩაზრდილი თმები.
შეეცადეთ, გაიპარსოთ ფეხები ფრთხილად, დაწოლის გარეშე, გადაატაროთ საპარსი კანზე მსუბუქი შეხებით.
-
დაამშვიდეთ კანი გაპარსვის შემდეგ
ანთების რისკის შესამცირებლად, გაპარსვის ყოველი პროცედურის შემდეგ, ფეხები და საპარსი პროდუქტის ნარჩენები კარგად ჩამოიბანეთ გრილი წყლით, ეს თავისთავად დაამშვიდებს კანს. გირჩევთ, არ დაივიწყოთ გაპარსვის შემდგომი გელის გამოყენება. თუ ანთება განვითარდა, მკურნალობაში დაგეხმარებათ:
- გამაგრილებელი ტანის კრემი;
- ფარმაცევტული პროდუქტები (პანთენოლი, ლევომეკოლი);
- მცენარეული ნახარშები (გვირილა, კალენდულა);
- მნიშვნელოვანია: არ გამოიყენოთ სპირტის შემცველი პროდუქტები ქავილისა და სიწითლის ასარიდებლად.