კანის დანოტივება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კანის დანოტივება

გამაგრილებელი შხეფები

თერმული წყალი ძალიან კარგია კანის ექსტრემალური გამოშრობისა და გადახურების დროს. სასხურებელი ადვილად თავსდება ქალის ხელჩანთაში, ხოლო მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც შენობის გარეთ, ისე შენობაშიც. წყალი სახეზე 10-15 სმ მანძილიდან უნდა ისხუროთ. ამ დროს ფლაკონით ჰაერში უნდა მოხაზოთ წრე ან რვიანი. უმჯობესია, წვეთები სახეზე არ შეიშროთ - ფაქიზად მოიშოროთ ხელსაწმენდით. ყველა კომპანიას თერმული წყლის თავისი წყარო აქვს, რომლებიც შემადგენლობით განსხვავდება ერთმანეთისგან. ზოგში უფრო მეტია ნატრიუმი, ზოგში - კალციუმი. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, რომელშიც ბევრი მარილია. მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის სასარგებლოა თერმული წყალი მარილის მცირე შემცველობით. სანამ კანი გაშრება, წაისვით დამატენიანებელი საცხი ან ნიღაბი - ამით ორმაგ ეფექტს მიიღებთ.

მუდამ ტონუსში

კანის ყოველდღიური მოვლა, განსაკუთრებით - ზაფხულში, მატონიზებელი ლოსიონის ან მიცელიარული წყლის გამოყენებასაც გულისხმობს. მარგებლობის თვალსაზრისით ამ საშუალებებს შეიძლება კოსმეტიკის ლიდერებიც ვუწოდოთ. თავად განსაჯეთ - აშორებს მაკიაჟის ნარჩენებს, გამწმენდი საშუალებების კვალს, ანოტივებს და კრემის წასასმელად ამზადებს კანს... ისინი შეგიძლიათ გამოიყენოთ დღში ორჯერ. მშრალ და მგრძნობიარე კანს უხდება დამარბილებელი ლოსიონი (მაგალითად, ალოე ვერას ან გვირილის შემცველი), ხოლო ცხიმიანს მიესადაგება ისეთი ტონალური საშუალება, რომელიც აკონტროლებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას. დროა, თვალი გადაავლოთ კოსმეტიკური ჩანთის შიგთავსს და ჩვეული დღის კრემი დამატენიანებელი გელით შეცვალოთ. ის თითქოს “აუთოებს” სახის ნაკვთებს და კანის უჯრედებს მთელი დღის განმავლობაში უადვილებს სუნთქვას. არ დაივიწყოთ გამაგრილებელი ნიღბები - მათი წასმა კვირაში ერთხელ ან ორჯერ სავსებით საკმარისია. სახის მოვლის საშუალებების შერჩევისას აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი კანის ტიპი - შედეგისთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.