უცნაური და საინტერესო ფაქტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უცნაური და საინტერესო ფაქტები

  • სხეულის ერთადერთი ნაწილი, რომელიც სისხლს არ იღებს – თვალის რქოვანაა. ჟანგბადს ის უშუალოდ ჰაერიდან იღებს.
  • ადამიანის ტვინის მოცულობა 4 ტერაბაიტს აღემატება.
  • ბავშვს შვიდ თვემდე ერთდროულად სუნთქვა და ყლაპვა შეუძლია.
  • თავის ქალა 29 სხვადასხვა ძვლისგან შედგება.
  • ტვინიდან ნერვული იმპულსი 274 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს.
  • ერთი ადამიანის ტვინი იმაზე მეტი ელექტროიმპულსების გენერირებას ახდენს ერთი დღის განმავლობაში, ვიდრე მსოფლიოს ერთად აღებული ყველა ტელეფონი.
  • საშუალო ადამიანის სხეული საკმარისი რაოდენობის გოგირდს შეიცავს საიმისოდ, რომ საშუალო ზომის ძაღლის ყველა რწყილი მოკლას.
  • ნახშირბადს – რომ დამზადდეს 900 ფანქარი.
  • კალიუმს – რომ სათამაშო თოფიდან გაისროლოს.
  • ცხიმს – რომ დამზადდეს 7 ნაჭერი საპონი და წყალს, რომ შეივსოს 50-ლიტრიანი კასრი.
  • ადამიანის გული სიცოცხლის განმავლობაში 182 მილიონ ლიტრ სისხლს „გადაქაჩავს“.
  • სანამ ამ წინადადებას კითხულობთ, თქვენს სხეულში 50000 უჯრედი კვდება და ახლით იცვლება.
  • ახალშობილს თითის ანაბეჭდები 3 თვიდან უჩნდება.
  • ქალის გული უფრო სწრაფად ძგერს, ვიდრე მამაკაცის.
  • ჩარლზ ოსბორნი 68 წლის განმავლობაში ასლოკინებდა.
  • მემარჯვენეები ცაციებზე საშუალოდ 9 წლით მეტხანს ცოცხლობენ.
  • ადამიანების დაახლოებით 2/3 კოცნისას თავს მარჯვნივ ხრის.
  • ადამიანის ორგანიზმში სისხლძარღვების საერთო სიგრძე დაახლოებით 100000 კილომეტრია.
  • გაზაფხულზე სუნთქვის სიხშირე საშუალოდ 1/3-ით უფრო ხშირია, ვიდრე შემოდგომაზე.
  • სიცოცხლის ბოლოს ადამიანი საშუალოდ 150 ტრილიონ ბიტ ინფორმაციას იმახსოვრებს.
  • ადამიანის სხეული სითბოს 80%-ს თავიდან გასცემს.
  • როდესაც წითლდებით, თქვენი კუჭიც წითლდება.
  • წყურვილის გრძნობა მაშინ ჩნდება, როდესაც იკარგება სხეულის წონის 1%-ის შესაბამისი წყალი. 5%-ზე მეტი სითხის დაკარგვამ, შესაძლოა, გონების დაკარგვა გამოიწვიოს, ხოლო 10%-ის – სიკვდილი გაუწყლოვანებისგან.
  • ადამიანის სხეულში მუშაობს არანაკლებ 700 ფერმენტისა.
  • ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელსაც ზურგზე სძინავს.
  • 4 წლის ბავშვი დღეში საშუალოდ 450 კითხვას სვამს.
  • თითის უნიკალური ანაბეჭდები ადამიანების გარდა მხოლოდ კოალებს აქვთ.
  • ადამიანის შეუძლოდ ყოფნას მხოლოდ ბაქტერიების 1% იწვევს.
  • ჭიპის სამეცნიერო დასახელებაა უმბილიკუსი.
  • კბილი ადამიანის ორგანიზმის ერთადერთი ნაწილია, რომელსაც თვითაღდგენა არ შეუძლია.
  • ადამიანს დასაძინებლად საშუალოდ 7 წუთი სჭირდება
  • მემარჯვენე საჭმლის უდიდეს ნაწილს ყბის მარჯვენა მხარეს ღეჭავს, ხოლო ცაცია – მარცხენა მხარეს.
  • მსოფლიოში ცაცია სულ 7%-ია.
  • ვაშლისა და ბანანის არომატი წონის კლებას უწყობს ხელს.
  • თავის თმის სიგრძე, თუ ადამიანი საშუალო სიცოცხლის განმავლობაში არ მოიჭრის, 725 კილომეტრია.
  • იმ ადამიანთა შორის, ვისაც ყურების მოძრაობა შეუძლია, ცალი ყურის ამოძრავება მხოლოდ 1/3-ს შეუძლია.
  • ადამიანი საშუალოდ მთელი ცხოვრების განმავლობაში 8 პატარა ობობას ყლაპავს.
  • ადამიანის ორგანიზმში მცხოვრები ბაქტერიების საერთო წონა 2 კილოგრამია.
  • ორგანიზმის კალციუმის 99% კბილებშია.
  • ადამიანის ტუჩები ასჯერ უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე თითის ბოლოები. ნამდვილი კოცნისგან გულის ფეთქვის სიხშირე 100 და მეტი ხდება წუთში.
  • საღეჭი კუნთების აბსოლუტური ძალა ერთ მხარეს 195 კილოგრამს უდრის.
  • კოცნის დროს ერთი ადამიანი მეორეს ბაქტერიების 278 სხვადასხვა კულტურას გადასცემს. საბედნიეროდ, აქედან 95% საშიში არ არის.
  • პარტენოფობია არის ქალწულების შიში.
  • კბილის მინანქარი ყველაზე მყარი ქსოვილია, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი წარმოქმნის.
  • ადამიანის ორგანიზმში არსებული მთელი რკინა რომ შეაგროვოთ, საათის ერთი პატარა ჭანჭიკი გამოვა.
  • არსებობს 100-ზე მეტი ვირუსი, რომლებიც სურდოს იწვევს.
  • საკმაოდ ხანგრძლივი კოცნა უკეთესია, ვიდრე საღეჭი რეზინი. ის პირის ღრუს მჟავიანობას აწესრიგებს.
  • კედელზე თავის მირტყმით ადამიანი საათში 150 კილოკალორიას კარგავს.
  • ადამიანი ცხოველური სამყაროს ერთადერთი წარმომადგენელია, რომელსაც სწორი ხაზის გავლება შეუძლია.
  • სიცოცხლის განმავლობაში ადამიანის კანი დაახლოებით 1000-ჯერ იცვლება.
  • ქალები დაახლოებით ორჯერ იშვიათად ახამხამებენ თვალებს, ვიდრე მამაკაცები.
  • ადამიანის ორგანიზმის შემადგენლობაში სულ ოთხი მინერალი შედის: აპატიტი, არაგონიტი, კალციტი და კრისტობალიტი.
  • ნამდვილი ვნებიანი კოცნა ტვინში იმავე ქიმიურ რეაქციას იწვევს, როგორსაც პარაშუტით ხტომა ან პისტოლეტით გასროლა.